პარლამენტის შენობასთან ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე თავად მაღაროელებიც იმყოფებიან, რომლებიც დედაქალაქში ჭიათურიდან დღეს ჩამოვიდნენ. მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით დახვდნენ.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები "გაიფიცე", "ამოკერილი თვალითაც გხედავთ".
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ასევე იხილეთ:
მაინც ვერ გავიგე ვინ მტყუანი ვინ მართალი
მაღაროში მუშაობა ძალიან მძიმეა და ანაზღაურებაც სათანადო უნდა იყოს მარა,ერთს ვერ ვხვდები - ყოველ წელს რატომ იმართება ეს გაფიცვა და რატომ იკერავენ ამ ცხვირ-პირს?! დავიჯერო წინა წლებში კარგად ჰქონდათ აწყობილი საქმე?!