როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და სადაც არ უნდა იყოს, ეს ძალიან დამაზიანებელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემულ დირექტივებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ იმ მიმოწერას შეეხებოდა, სადაც, სავარაუდოდ, ახალციხის საკრებულოს წევრებს "მაკდონალდსი საქართველოს" პრეზიდენტის თემურ ჭყონიას "გაშავებას" ავალებდნენ და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია.
"როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და სადაც არ უნდა იყოს. როდესაც ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია ჩვენს შვილებზე, პატარებზე და, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.