ავტორი:

"შვედეთში საქართველოს საელჩომ დილის პალიტრის მეშვეობით გაგვიცნო" – კარლ შედვინი

"შვედეთში საქართველოს საელჩომ დილის პალიტრის მეშვეობით გაგვიცნო" – კარლ შედვინი

შარლოტა ფონ შედვინი და პრადიუმნა კუმარ მაჰანანდი სწორედ ის წყვილია ვისი ისტორიაც მრავალი წელია არ კარგავს აქტუალობას. მსოფლიოს სხვადასხვა მედია საშუალებები მათი გაცნობის ისტორიას თითქმის 50 წელია აშუქებენ. „კვირის პალიტრა“ არ ჩამორჩა მსოფლიო პრესის ტენდენციებს და 2020 წელს ცნობილი წყვილის შვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, 2023 წელს კი შარლოტა და პრადიუმნას „დილის პალიტრამ“ გადაცემა მიუძღვნა.

შარლოტა ფონ შედვინმა და პრადიუმნა კუმარ მაჰანანდიმ ერთმანეთი 1975 წელს გაიცნეს. მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული ისტორიის გმირებისამდი ინტერესი დღემდე არ წყება. ყველაფერი კი ქალაქ დელიში დაიწყო, როდესაც ცისფერთვალება შვედი არისტოკრატი გოგონა სამოგზაუროდ ჩავიდა და დელის ქუჩებში სეირნობდა, სწორედ მაშინ შეჩერდა ქუჩის მხატვართან და მისი პორტრეტის დახარტვა სთხოვა. "როდესაც დავინახე, უწონადობის განცდა დამეუფლა. იგი თითქოს ჩემს შიგნით იყურებოდა, როგორც რენტგენის დანადგარი. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ გრძნობის გადმოსაცემად. მას ისეთი ლურჯი, დიდი მრგვალი თვალები ჰქონდა..." - ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში პრადიუმნა შარლოტასთან შეხვედრას. პრადიუმნა კუმარ მაჰანანდი - ღარიბი "მიუკარებლების", ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალი კასტიდან იყო. მას ყოველდღიურად ქუჩაში პორტრეტების ხატვით გაჰქონდა თავი. შარლოტას ხატვის პროცესში პრადიუმნას გაახსენდა წინასწარმეტყველება: 1949 წელს, როდესაც პრადიუმნა კუმარ მაჰანანდია დაიბადა, მას უწინასწარმეტყველეს, რომ ტრადიციების მიუხედავად, შორეულ ქვეყანაში მცხოვრებ არისტოკრატ ქალზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც ჰოროსკოპით კურო იქნებოდა, ფლეიტაზე უკრავდა და ტყეების მფლობელი გახლდათ. „ვუყურებდი და ვფიქრობდი , ეს ის იყო და ვუთხარი კიდეც შენ ჩემი ცოლი გახდებითქო, ამ სიტყვის გაგონებისთანავე შეცბა“ - პრადიუმნა.

ერთი შეხედვით, დაუჯერებელია ასეთი განსხვავებული ადამიანების დაოჯახება, თუმცა, როგორც ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს სჯერა, ადამიანი საკუთარ გულისთქმას უნდა მიენდოს. სწორედ ამ დევიზით ფრთაშესხმულმა მოხეტიალე ინდოელმა ბიჭმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სიყვარულს საზღვრები არა აქვს და წინასწარმეტყველება ახდა.

გაცნობიდან ერთი თვე გაატარა წყვილმა ინდოეთში, მერე კი შარლოტა თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო. 1977 წელს პრადიუმნამ შარლოტას წერილი მისწერა. ეუბნებოდა, რომ მასთან შვედეთში აპირებდა ჩასვლას ველოსიპედით. განშორებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, იყიდა ერთი ველოსიპედი და ჯიბეში 80 დოლარით ველოსიპედით გაემგზავრა შვედეთში. მაშინ თვითმფრინავით მოგზაურობა მხოლოდ მაჰარაჯებს შეეძლოთ. ხუთ თვეში ველოსიპედით გაიარა პრადიუმნამ პაკისტანი, ავღანეთი, ირანი, თურქეთი და ევროპა. მოგზაურობის დასაწყისში, მას 80 დოლარი ჰქონდა, თუმცა შვედეთში 800 დოლარით ჩავიდა.

"ძალიან დავიღალე, ფეხები მტკიოდა, მაგრამ სტიმულს მაძლევდა აზრი, რომ მალე საყვარელ ქალს უნდა შევხვედროდი... ხელოვნებამ მიხსნა - გზად პორტრეტებს ვხატავდი. ზოგი ფულს ან საჭმელს მაძლევდა, ზოგი კი - ღამის გასათევს. მე მივდიოდი სიყვარულისთვის". 1977 წლის 28 მაისს პრადიუმნამ ბუროსში (შვედეთი) ჩააღწია. "ვერ ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ბედნიერებისგან ვტიროდით" - იხსენებს პრადიუმნა. ქალიშვილის ბედნიერების გამო მშობლებმა წესები დაივიწყეს და 1979 წელს წყვილი შვედური კანონებით დაქორწინდა. მათ მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნეს. 2014 წელს პრადიუმნას დოქტორის ხარისხი მიანიჭა შვედეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2005 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 1997 წელს, როდესაც წყალდიდობის გამო პრადიუმნა ვერ ახერხებდა მშობლიური სოფლის მონახულებას, ადგილობრივმა მთავრობამ ვერტმფრენი უქირავა, რომ იქ ჩასვლა შესძლებოდა.

14 თებერვალს მათი სიყვარულის ისტორია ვუამბეთ პალიტრის დილის ეთერის მაყურებელს და რამდენიმე თვეში ჩვენი გადაცემის გმირებისგან წერილი მივიღე - „ნინო, დილის პალიტრის მეშვეობით შვედეთში საქართველოს საელჩომ გაგვიცნო და 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოს საელჩოში ვართ დაპატიჟებულები. მადლობა, რომ ჩემი მშობლების შესახებ გადაცემაში ისაუბრეთ.“ მწერდა კარლი - პრადიუმნასა და შარლოტას ვაჟი. შვედეთში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შვედეთის მთავრობის მრჩეველს - პრადიუმნა კუმარ მაჰანანდის ოჯახს უმასპინძლა და ქართული კულტურა გააცნო,რისთვისაც საჯაროდ ვუხდით მადლობას დილის პალიტრის შემოქმედებითი ჯგუფი.

იხილეთ პრადიუმნასა და შარლოტას სიყვარულის ისტორიის შესახებ გადაცემა

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FPalitranewsTV%2Fvideos%2F927379764953120%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ავტორი: ნინო წიფურია

R