სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვედეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს" - მედია
"შვედეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს" - მედია

შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­მა, შე­საძ­ლოა, ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია შვე­დურ ტე­ლე­არხ SVT-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სუ­ლი სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, შვე­დეთ­ზე თავ­დას­ხმე­ბი არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი.

„რუ­სეთ­მა ასე­ვე კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რა სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ბა­რი­ე­რი და აჩ­ვე­ნებს მა­ღალ მიდ­რე­კი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო რის­კე­ბის მი­მართ. რუ­სე­თის უნა­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის, სა­ზღვაო ძა­ლე­ბის, შორ მან­ძილ­ზე მოქ­მე­დე­ბის ან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით შვე­დე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, უც­ვლე­ლი რჩე­ბა“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ან­გა­რი­ში ასა­ხავს შვე­დე­თის ახალ თავ­დაც­ვის დოქ­ტრი­ნას, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ნატო-ს წევ­რო­ბას, გან­სხვა­ვე­ბით წინა დოქ­ტრი­ნი­სა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო სხვა სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვეყ­ნებ­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ შვე­დეთ­მა ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა, რომ­ლის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა თურ­ქეთ­სა და უნ­გრეთს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
21

აბა ვიმინგები უშიშარი ხალხი ვართო ესაო ისაო მაგრამ შიში მაინც ოხერიაო

ნუნუ
4

უკრაინას ვერ იგებენ რუსები და ახალ ომს რად დაიმატებენ? მაგარ შარში გაყო რუსეთმა თავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შვედეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს" - მედია

"შვედეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს" - მედია

შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა, შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა განახორციელოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შვედურ ტელეარხ SVT-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.

„რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენებს მაღალ მიდრეკილებას პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ტელეკომპანიის ცნობით, ანგარიში ასახავს შვედეთის ახალ თავდაცვის დოქტრინას, რომელიც ეფუძნება ნატო-ს წევრობას, განსხვავებით წინა დოქტრინისა, რომელიც დაფუძნებული იყო სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

შეგახსენებთ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, რომლის რატიფიცირება თურქეთსა და უნგრეთს ჯერჯერობით არ განუხორციელებიათ.