საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი" - კობახიძე
"სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი" - კობახიძე

სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ორი თე­ო­რი­უ­ლი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ან სას­წა­უ­ლი ან სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - მი­მაჩ­ნია, რომ მი­ზე­ზი სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა - ეს კაცი არის მი­უ­ნ­ჰა­უ­ზე­ნი, 600 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ატყუ­ებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ნუ­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, 600-დღი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნია ჩა­ტარ­და და "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს აჯე­რებ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვდე­ბო­და“.

"600 - დღი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნია იყო - სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმ­ტკი­ცებ­დნენ და ბევ­რი და­ა­ჯე­რეს კი­დეც, რომ ეს კაცი 600 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ დღე კვდე­ბო­და - ხან წა­მე­ბით, ხან მო­წამ­ვლით. უც­ბად, ეს ადა­მი­ა­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჯან­მრთე­ლი ხდე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, ცა­რი­ე­ლი სი­მუ­ლა­ცია და სპე­კუ­ლა­ცია იყო. თუმ­ცა 600 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს აჯე­რებ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვდე­ბო­და. სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე გა­ირ­კვა. მა­თაც, ვი­საც სჯე­რო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლი იყო, გა­ი­აზ­რეს, რომ ეს კაცი არის მი­უ­ნ­ჰა­უ­ზე­ნი, 600 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ატყუ­ებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ყვე­ლა ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დი იყო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სი­მუ­ლი­რებ­და, თუმ­ცა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამის მი­უ­ხე­და­ვად ითხოვ­დნენ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გა­დაყ­ვა­ნას. თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა, ვინც იცო­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სი­მუ­ლი­რებ­და და მა­ინც ითხოვ­და მის გა­დაყ­ვა­ნას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­დაც არ უნდა დაბ­რუნ­დეს, არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ და­ი­ნა­ხა მისი სახე. რო­დე­საც კაცი 600 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­მუ­ლი­ან­ტობს, რა რე­ი­ტინ­გი უნდა შერ­ჩეს, არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი სექ­ტის ძვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავს, მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ კაცს თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­დაც არ უნდა დაბ­რუნ­დეს, არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ბრალ­დე­ბებს, ორ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მას სას­ჯე­ლი აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ყვე­ლამ იცის, რა მოხ­და გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით; ყვე­ლას ახ­სოვს, რა მოხ­და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბი ცხა­დია - სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­წინ იქნა ჩა­დე­ნი­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იხ­დის სას­ჯელს, რო­მე­ლიც შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსოოს
4

შენ უკვე გიშველა ხო სასწაულმა

!!!
1

მიშას ეს სურათი ძალიან საყვარელია, სამახსოვროდ შევინახავ,რა ლამაზად გამოყოფდა ხოლმე თავს გისოსებში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი" - კობახიძე

"სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი" - კობახიძე

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - მიმაჩნია, რომ მიზეზი სტრასბურგის გადაწყვეტილებაა - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განუცხადა.

კობახიძის თქმით, 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია ჩატარდა და "საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა“.

"600 - დღიანი პოლიტიკური კამპანია იყო - საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა - ხან წამებით, ხან მოწამვლით. უცბად, ეს ადამიანი ჩვეულებრივად ჯანმრთელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია იყო. თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას. თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს.

"საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი სახე. როდესაც კაცი 600 დღის განმავლობაში სიმულიანტობს, რა რეიტინგი უნდა შერჩეს, არ ვიცი. შეიძლება თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები ჰყავს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ კაცს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებაში, ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, ორ საკითხთან დაკავშირებით მას სასჯელი აქვს შეფარდებული. ყველამ იცის, რა მოხდა გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით; ყველას ახსოვს, რა მოხდა ვალერი გელაშვილის წამებასთან დაკავშირებით. ეს დანაშაულები ცხადია - საზოგადოების თვალწინ იქნა ჩადენილი, აქედან გამომდინარე სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, რომელიც შეფარდებული აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ: