მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭი­ა­თუ­რა­ში ერთ-ერ­თმა მა­ღა­რო­ელ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად თვა­ლე­ბი ამო­ი­კე­რა.

"ეს იყო ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­შიმ­ში­ლე­ებს ვი­საც ვუ­თხა­რი, ლა­მის ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მინ­და, ამით ყვე­ლას და­ვა­ნა­ხო, რომ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ძლი­ე­რე­ბი ვართ. მე არ მინ­და და­ვი­ნა­ხო "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“, არ მინ­და და­ვი­ნა­ხო ეს ხალ­ხი, სა­ნამ ჩვე­ნი საქ­მე არ მოგ­ვარ­დე­ბა. როცა მოგ­ვარ­დე­ბა, ერ­თად და­ვი­ნა­ხავთ ყვე­ლა“, – გა­ნა­ცხა­და მან ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც "მა­ღა­რო­ელ­მა“ გა­ავ­რცე­ლა.

უკვე თით­ქმის ორი კვი­რაა მა­ღა­რო­ე­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თმა მა­ღა­რო­ელ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი ამო­ი­კე­რა.

შიმ­ში­ლო­ბა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი 10-ამდე მა­ღა­რო­ელს.

გა­ფი­ცუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბი ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდას, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას მო­ი­თხო­ვენ.

მათი თქმით, შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც კომ­პა­ნია დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვი­და. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

მა­ღა­რო­ელ­თა თქმით, კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი" არ თან­ხმდე­ბა მთა­ვარ მო­თხოვ­ნას - ხელ­ფა­სის 40%-ით მო­მა­ტე­ბას და სა­მუ­შაო გრა­ფი­კის უც­ვლე­ლად და­ტო­ვე­ბას. კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბის მხო­ლოდ 5%-იან მა­ტე­ბას სთა­ვა­ზობს, რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია 12-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის ნაც­ვლად, დღე­ში 8-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე გა­დას­ვლა, რად­გან ამით დას­ვე­ნე­ბის დღე­ბი 14-დან 8-მდე უმ­ცირ­დე­ბათ.

კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლებს სთა­ვა­ზობს შე­წყვი­ტონ პრო­ტეს­ტი, გა­ნა­ახ­ლონ მუ­შა­ო­ბა და მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვროს თა­ნამ­შრო­მელ­თა ბო­ნუ­სე­ბი და ბე­ნე­ფი­ტე­ბი.

კომ­პა­ნი­ა­სა და და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 12 ივ­ნისს ჩა­ერ­თო, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ პრო­ცეს­ში, ორი­ვე მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბი სრუ­ლად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ჩრდილი ბიძინასი
0

რაც გინდათ ის თქვი, მაგრამ სსრკ-ში მუშა კაცს უდარდელი ცხოვრება ჰქონდა, შეიძლება ხელფასი ცოტა იყო, გაჭირვებაში მაინც არავინ ცხოვრობდა..... 

ვახტანგი -71
4

ჩემი აზრით კომპანია გაფიცულებს ძალიან მისაღებ გამოსავალს სთავაზობს, ანუ მუშაობის შედეგად რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვროს თა­ნამ­შრო­მელ­თა ბო­ნუ­სე­ბი და ბე­ნე­ფი­ტე­ბი.

შახტაში დასაქმებულმა გაფიცულებმა უნდა გაიგონ, რომ კომპანია წაგებაზე ვერ და არ იმუშავებს...

ამ პრობლემის მოგვარებისათვის კარგი იქნება პროფკავშირის ჩართვა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო "ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, – განაცხადა მან ვიდეოში, რომელიც "მაღაროელმა“ გაავრცელა.

უკვე თითქმის ორი კვირაა მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. რამდენიმე დღის წინ ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

შიმშილობა აქვს გამოცხადებული 10-ამდე მაღაროელს.

გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.

მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია დათმობაზე არ წავიდა. როგორც ისინი აცხადებენ, სახელმწიფო, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მედიატორის ფუნქციით შემოიფარგლება, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პრობლემების მოგვარებაში.

მაღაროელთა თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" არ თანხმდება მთავარ მოთხოვნას - ხელფასის 40%-ით მომატებას და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებას. კომპანიის ადმინისტრაცია მათ სახელფასო ანაზღაურების მხოლოდ 5%-იან მატებას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის ნაცვლად, დღეში 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რადგან ამით დასვენების დღები 14-დან 8-მდე უმცირდებათ.

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო, სადაც აცხადებენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.