მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და არსებობს თუ არა საფრთხე - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია
შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და არსებობს თუ არა საფრთხე - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შე­დე­გად შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დია სულ უფრო ხში­რად წერს. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის და­წყე­ბას­თან ერ­თად კი აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა, იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, შავ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა უსაფრ­თხო. ამ თე­მა­ზე ექი­მი არ­ჩილ მარ­შა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"შე­იძ­ლე­ბა თუ არა წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შავ ზღვა­ზე წას­ვლა და ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა?

ოჯა­ხით და­წყე­ბუ­ლი ფო­ლო­ვე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ჩემ­თან ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებ­ში ეს დგას პირ­ველ ად­გილ­ზე ბოლო ხა­ნებ­ში. ამ შე­კი­თხვის მი­ზე­ზი:სოცქსე­ლებ­ში იწე­რე­ბა, რომ ზღვა­ზე წას­ვლა და წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდა­რი ეკო­ცი­დის გამო-ო.

მე რაც მო­ვი­ძიე: ვე­რა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა/გაფრ­თხი­ლე­ბა ვერ ვნა­ხე, და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სი; ვე­რა­ნა­ი­რი სან­დო წყა­რო, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს საფრ­თხეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა ზღვა­ზე არ­წას­ვლა­ზე, ვერ ვნა­ხე; შავი ზღვის დი­ნე­ბე­ბი რაც ვნა­ხე, ჩვე­ნამ­დე ჩემი გა­გე­ბით რთუ­ლად უნდა მო­აღ­წი­ოს, თუ მო­აღ­წია სა­ერ­თოდ.

მა­ნამ­დე რუ­მი­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა და შე­იძ­ლე­ბა, თურ­ქეთ­მაც უნდა გა­ა­უქ­მოს სე­ზო­ნი ეგრე გა­მო­დის; უკ­რა­ი­ნა კი არა, 2021 წელს ნო­ვო­რო­სი­ის­კში ასო­ბით ტონა ნავ­თო­ბი ჩა­იღ­ვა­რა და არც გაგ­ვი­გია ისე ჩა­ი­ა­რა მაგ ამ­ბავ­მა.

აქე­დან დას­კვნა: იმის თქმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს ზღვა­ზე წას­ვლა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და არ შე­იძ­ლე­ბა ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა, უბ­რა­ლოდ პა­ნი­კაა და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან მე არ ვარ მაგ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი და უბ­რა­ლოდ ჩე­მით გა­ვა­კე­თე მოკ­ლე "რი­სერ­ჩი", შე­საძ­ლოა რამე ვერ გა­ვარ­კვიე სწო­რად და მეც მა­ინ­ტე­რე­სებს რა ხდე­ბა (თუ ხდე­ბა რამე სა­ერ­თოდ). ამი­ტომ კო­მენ­ტა­რე­ბი ღიაა და თუ სხვა რამე იცით, თხოვ­ნა მექ­ნე­ბა და­მი­ლინ­კეთ და და­ვა­აფ­დე­ი­თებ სტა­ტუსს.

ოღონდ თუ რა­მეს და­ლინ­კავთ, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­ლინ­კეთ, სან­დო, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს რე­კო­მენ­და­ცია და არა ვინ­მეს სუ­ბი­ექ­ტუ­რი მსჯე­ლო­ბა ან ზო­გა­დად შავი ზღვის პრობ­ლე­მის მი­მო­ხილ­ვა.უკ­რა­ი­ნა­ში რო ეკო­ცი­დია და შავ ზღვა­ზე რო პრობ­ლე­მაა გა­სა­გე­ბია.დი­დია უბ­რა­ლოდ შავი ზღვა ძა­ლი­ან და ტერ­მი­ნებ­ში ნუ ავიჭ­რე­ბით.მად­ლო­ბა წი­ნას­წარ", - წერს მარ­შა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

ის რაღაცას წერს თავის ნაცნობებისთვის, აქ რატომ იბეჭდება? თუ რამე იცით, დაწერეთ, არადა-მოიგონეთ რამე ბოლო-ბოლო, ამ სხვების წერილების გადმოტანა რა პონტია?

111
1

ხოდა ყველაფრისტი არ უნდა იყო,როცა სპეციალისტი არხარ და არ გაქ წარმოდგენა არ აის საწირო ყველაფეზე წერილებიგამოაცხო.ყველას აქვს წვდომასოც ქსელებზე და კითხავც ყველამ იცის.მაგარი ბიჭის როლიდან უნდა გამოხვიდე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და არსებობს თუ არა საფრთხე - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია

შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და არსებობს თუ არა საფრთხე - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად შავი ზღვის დაბინძურების შესახებ მედია სულ უფრო ხშირად წერს. ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად კი აქტუალურია კითხვა, იქნება თუ არა საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხო. ამ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა?

ოჯახით დაწყებული ფოლოვერებით დამთავრებული, ჩემთან ხშირად დასმულ შეკითხვებში ეს დგას პირველ ადგილზე ბოლო ხანებში. ამ შეკითხვის მიზეზი:სოცქსელებში იწერება, რომ ზღვაზე წასვლა და წყალში ბანაობა არ შეიძლება, უკრაინაში მომხდარი ეკოციდის გამო-ო.

მე რაც მოვიძიე: ვერანაირი ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება ვერ ვნახე, დაავადების კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროსი; ვერანაირი სანდო წყარო, რომელიც ადასტურებს საფრთხეს საქართველოში და რეკომენდაციას იძლევა ზღვაზე არწასვლაზე, ვერ ვნახე; შავი ზღვის დინებები რაც ვნახე, ჩვენამდე ჩემი გაგებით რთულად უნდა მოაღწიოს, თუ მოაღწია საერთოდ.

მანამდე რუმინეთმა და ბულგარეთმა და შეიძლება, თურქეთმაც უნდა გააუქმოს სეზონი ეგრე გამოდის; უკრაინა კი არა, 2021 წელს ნოვოროსიისკში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა და არც გაგვიგია ისე ჩაიარა მაგ ამბავმა.

აქედან დასკვნა: იმის თქმა, რომ საქართველოში წელს ზღვაზე წასვლა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება ზღვაში ბანაობა, უბრალოდ პანიკაა და არ შეესაბამება სიმართლეს.

თუმცა ვინაიდან მე არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი და უბრალოდ ჩემით გავაკეთე მოკლე "რისერჩი", შესაძლოა რამე ვერ გავარკვიე სწორად და მეც მაინტერესებს რა ხდება (თუ ხდება რამე საერთოდ). ამიტომ კომენტარები ღიაა და თუ სხვა რამე იცით, თხოვნა მექნება დამილინკეთ და დავააფდეითებ სტატუსს.

ოღონდ თუ რამეს დალინკავთ, კონკრეტულად საქართველოზე დალინკეთ, სანდო, ოფიციალური წყაროს რეკომენდაცია და არა ვინმეს სუბიექტური მსჯელობა ან ზოგადად შავი ზღვის პრობლემის მიმოხილვა.უკრაინაში რო ეკოციდია და შავ ზღვაზე რო პრობლემაა გასაგებია.დიდია უბრალოდ შავი ზღვა ძალიან და ტერმინებში ნუ ავიჭრებით.მადლობა წინასწარ", - წერს მარშანია.