დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში კვიპროსში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ეროვნულ გუნდს უპირისპირდება. რევაზ ძოძუაშვილის შემდეგ, "ქეცბა" მეორე ქართველი მწვრთნელია, რომელიც გუნდს "ჯვაროსნების" წინააღმდეგ გაიყვანს.
ვილი სანიოლის ბიჭებს ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესიაქვთ, "ერთა ლიგის" B დივიზიონში დაწინაურდნენ, შესარჩევი ეტაპის სასტრატო მატჩში კი პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ, ვითარება გამოასწორეს და ნორვეგიელებს (1:1) დაუზავდნენ. რაც შეეხება ქეცბაიას, მან კრიზისში მყოფი გუნდში გარკვეული სიახლეები შეიტანა და მისი მთავარი მიზანი მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვება იქნება, რისკენაც პირველი ნაბიჯის გადადგმას ახლა ეცდებიან.
"ჯვაროსნების" მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, პირველი მომენტი მიქაუტაძემ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი კარს ასცდა. ამას დაცვაში ჩვენი გუნდის შეცდომა მოჰყვა, როდესაც ჯერ მამარდაშვილმა, შემდეგ კი ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისებას კვარაცხელიამ ორჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა აღინიშნოს, მეტოქე ღრმად დაცვაში არ იყო ჩამდგარი და ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას არ ფლობდა. 27-ე წუთზე ხვიჩამ ჩინებული პასით ჩაკვეტაძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. 31-ე წუთზე კი მიქაუტაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 35-ე წუთზე ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლაში საჯარიმოში მოწინააღმდეგის თავდამსხმელი წაიქცა და პიტასმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე კვიპროსს ვერ ამარცხებს - 1:1.