ავტორი:

"ბორჯომის სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, არ მაცდით... რამდენიმე ანგაჟირებულს რომ პასუხი გაეცა, ეს არის ძალადობა?" - ვატო შაქარიშვილი

"ბორჯომის სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, არ მაცდით... რამდენიმე ანგაჟირებულს რომ პასუხი გაეცა, ეს არის ძალადობა?" - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილის ინფორმაციით, ბორჯომში არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "საქართველო უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები არ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ახალგაზრდები მოწამლოს.

"ბორჯომის სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, არ მაცდით. ეს იყო აღშფოთებული და აღელვებული საზოგადოება, ბორჯომელები, ბაკურიანელები, ახალციხელები, რომლებიც არ შეეგუებიან იმას, რომ საქართველოს არევის მსურველებმა მოწამლონ ახალგაზრდები. ძალადობა არის ის, რასაც ზურაბ ჯაფარიძე აკეთებს. საქართველოს პარლამენტს ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები, პოლიციელებს ცეცხლი გაუკიდეს და იმათ გმირებს ეძახით და აქ რამდენიმე ანგაჟირებულს რომ პასუხი გაეცა, ეს არის ძალადობა" - აღნიშნა შაქარაშვილმა.

დილიდან, ბორჯომის სასტუმროსთან, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" პარტიის ტრენინგი უნდა ჩატარებულიყო, ხმაურია. პარტიის ინფორმაციით, ადილზე 60-მდე პირი მივიდა, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ. მათ შორის იყო ვატო შაქარიშვილი.

ტრენინგზე მყოფების ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა მათ ავტომობილებს საღებავები ესროლეს.

წაიკითხეთ ასევე: