დიდ დიღომში დაკარგული გოგონა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ბიძა აკო ახალაია ავრცელებს.
"ვიპოვეთ! მე არ ვიცი. მართლა არ ვიცი როგორ გადავიხდით ამხელა გვერდში დგომას! მადლობა, ადამიანებო!" - წერს აკო ახალაია.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით დამატებით დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, 11 წლის გოგონას დიდ დიღომში 16 ივნისის საღამოს შვიდი საათიდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები.