მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"საგიჟეთი ხდება, მთელი უბანი გარეთ არის და არამარტო უბანი… სხვა უბნებიდან მოდის ხალხი" - რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში სადაც დაკარგულ გოგონას ეძებენ

"საგიჟეთი ხდება, მთელი უბანი გარეთ არის და არამარტო უბანი… სხვა უბნებიდან მოდის ხალხი" - რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში სადაც დაკარგულ გოგონას ეძებენ

დიდ დიღომში დაკარგულ გოგონას ამ დრომდე ეძებენ. 11 წლის მარიამ ბარაბაძის სამძებრო სამუშაოები 16 ივნისის საღამოს შვიდი საათიდან მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას კვალი დიდ დიღომში მდებარე "მწვანე სკოლის" ტერიტორიიდან ქრება.

ქუჩაშია გამოსული მოსახლეობა და მოქალაქეები მრიამის ძებნის სამუშაოებში არიან ჩართულები.

ამოწმებენ სკვერებს, ქუჩებს, სადარბაზოებს და სხვა ადგილებს.

  • ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, პოლიცია აქტიურ სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ.

"დიღომში ვართ, ათასობით ადამიანია ქუჩაში და ცდილობს ორგანიზებას. ქაოსია და ვერ ხერხდება. ერთი პოლიციის ეკიპაჟიც კი არაა, რომ დააჯგუფოს ამდენი ადამიანი, შეკრას ჯგუფებად თითო პოლიციელი მიამაგროს, ვინც დიდი დიღმის უბანი იცის და გავიშალოთ საძებნად.3 კაცი რომ ვდგავართ 2 პლაკატით, 100 პოლიციელი გვდარაჯობს და რა გახდა აქ შსს მობილიზება, რომ დაიხმარონ რამდენიმე ათასი ადამიანი", - წერს სფეისბუქში" "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.

"საგიჟეთი ხდება დიდ დიღომში მთელი უბანი გარეთ არის და არამარტო უბანი… სხვა უბნებიდან მოდის ხალხი", - წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძე.

მარიამის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს და საზოგადოებას დახმარება სთხოვეს.

"დიდ დიღომშო დაკარგა ჩემი ძმის შვილი. ვეძებთ ვერსად ვპოულობთ. გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში და თუ მიმდებარე ტერიტორიაზე, უბანში ცხოვრობთ იქვეც დაათვალიეროთ ყველაფერი… მარიამი ქვია", - წერს "ფეისბუქში აკო ახალაია.