დიდ დიღომში 11 წლის გოგონას, მარიამ ბარაბაძეს ეძებენ. ძებნის სამუშაოებში ოჯახთან, ახლობლებთან და სამართალდამცველებთან ერთად, ჩართულები არიან მოქალაქეებიც.
გოგონას უკვე შვიდი საათია ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მისი კვალი "მწვანე სკოლის" ტერიტორიიდან ქრება.
სოციალურ ქსელში ახლობლები გოგონას ფოტოს ავრცელებენ:
"დიდ დიღომში, დაიკარგა მარიამი 11 წლის, აცვია მწვანე ზედა. ბოლოს მწვანე სკოლასთან (ძველი ფესვები) ნახეს და იმის მერე არ გამოჩენილა!! იქნებ გადააზიაროთ", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავები აქტიურ სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ.
განახლება: გოგონა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ის ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს