სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ტარდება სილამაზის ფესტივალი  და რით იქნება გამორჩეული პირველი ქართული Beauty Fair?
3 ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ტარდება სილამაზის ფესტივალი  და რით იქნება გამორჩეული პირველი ქართული Beauty Fair?

სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში ტრენ­დე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი ინფლუ­ენ­სე­რის მიერ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ატ­ვირ­თულ ერთ ფო­ტოს ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის ბუმი მოჰ­ყვეს (მა­გა­ლი­თად, რო­გორც ეს სე­ლე­ნა გო­მე­სი­სა და მისი თხე­ვა­დი „ბლა­შის“ ან რი­ა­ნას მუქი ფე­რის ტო­ნა­ლუ­რი კრე­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და).

მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და იხ­ვე­წე­ბა კა­ნის მოვ­ლი­სა და მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბის ტექ­ნი­კაც, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უფრო მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, მის­დე­ვენ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რჩე­ვებს და სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა, რომ დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დებს ხსნის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა, არა­თუ აქ­ტუ­ა­ლო­ბას კარ­გავს, არა­მედ კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, სა­დაც პი­რის­პირ შე­გიძ­ლია შეხ­ვდე Makeup არ­ტის­ტებს, მი­სა­ღებ ფა­სად შე­ი­ძი­ნო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და უბ­რა­ლოდ დატ­კბე იმ ეს­თე­ტი­კით, რაც ასეთ ფეს­ტი­ვა­ლებს ახა­სი­ა­თებს.

თა­ვის მოვ­ლი­სა და მა­კი­ა­ჟის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი იმ­დე­ნად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, რომ ბა­ზა­რი ფაქ­ტობ­რი­ვად, მათი კარ­ნა­ხით ვი­თარ­დე­ბა. ამ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი­სა და მო­თხოვ­ნის გამო ბა­ზარ­ზე ვერ აღ­მო­ა­ჩენთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც პრო­დუქტს შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და მისი მოქ­მე­დე­ბის აღ­წე­რის გა­რე­შე და­დებს შო­უ­რუმ­ში, გა­ი­ზარ­და სი­ლა­მა­ზის მას­ტერკლა­სე­ბი­სა და მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და, ბო­ლოს, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც მი­ვი­და სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ეტა­პამ­დე, რო­მელ­საც პირ­ვე­ლად PSP ჩა­ა­ტა­რებს.

რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი და რა გვე­ლო­დე­ბა ქარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს 23-24-25 ივ­ნისს?

Cosmoprof - ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა

კოს­მე­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე მეტს აშშ-ში ხარ­ჯა­ვენ და მას­შტა­ბუ­რი სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის კულ­ტუ­რაც აქვთ. აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა მო­თა­მა­შეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც მწარ­მო­ებ­ლე­ბი, ისე მათი ბრენდ ამ­ბა­სა­დო­რე­ბი, Makeup არ­ტის­ტე­ბი, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი, ინფლუ­ენ­სე­რე­ბი...

ფეს­ტი­ვა­ლი აშშ-ში წელს მე-20-დ გა­ი­მარ­თე­ბა და ისევ არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წევს. მას­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, თა­ვის მოვ­ლი­სა და მა­კი­ა­ჟის ტრენ­დე­ბი, ისე ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინო­ვა­ცი­ე­ბი, წარ­მო­ე­ბას­თან, ლო­გის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი და სხვა.

2022 წლის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და 32 000 რი­თე­ი­ლე­რი, 1 100 სა­გა­მო­ფე­ნო ბრენ­დი და მო­წყო­ბი­ლი იყო 9 ქვეყ­ნის პა­ვი­ლი­ო­ნი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ დამ­სწრე­თა აუ­რა­ცხელ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Cosmoprof-ის ფეს­ტი­ვა­ლი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა ხოლ­მე.

აშშ-ში არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლია The makeup show, სა­დაც იკ­რი­ბე­ბი­ან makeup არ­ტის­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ხვდე­ბი­ან ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. აქ ახალ კო­ლა­ბო­რა­ცი­ებ­თან, გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც მი­ი­ღე­ბა.

ასე­ვე, სი­ლა­მა­ზის ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი აშშ-ში არ აკ­ლდე­ბი­ან International salon and spa expo-ს, რო­მელ­საც 40 000-ზე მეტი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ეს­წრე­ბა და სა­ლო­ნი­სა და სპა პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვდის.

Salon International - ლონ­დო­ნი

სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ თე­მა­ტი­კას თმა, მისი მოვ­ლა, სტი­ლი და ტრენ­დე­ბი წარ­მო­ად­გენს. ერთ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში შეკ­რე­ბი­ლი თმის მოვ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მწარ­მო­ებ­ლე­ბი, სტი­ლის­ტე­ბი, სა­ლო­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, მე­ნე­ჯე­რე­ბი, ტექ­ნი­კო­სე­ბი, კო­ლო­რის­ტე­ბი, რი­თე­ი­ლე­რე­ბი და მათი პრო­დუქ­ტი­თა და სერ­ვი­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ცვლი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს­წრე­ბი­ან მას­ტერკლა­სებს და ერ­თმა­ნეთს ახალ პრო­დუქ­ტებს აც­ნო­ბენ.

ფეს­ტი­ვალ­ზე შეხ­ვდე­ბით ცნო­ბილ სა­ხე­ებს, რო­მელ­თა თმის მოვ­ლის რუ­ტი­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა პი­რის­პირ შე­გეძ­ლე­ბათ.

MakeUP in Paris - საფ­რან­გე­თი

სად შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი თუ არა პა­რიზ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის დე­და­ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც თა­ვის მოვ­ლის ტრენ­დებს მთელს მსოფ­ლი­ოს კარ­ნა­ხობს?!

პა­რიზ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა უამ­რა­ვი სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლი თუ გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კას ეძღვნე­ბა. მათ შო­რის არის MakeUP in Paris, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს მიმ­წო­დებ­ლებს და პო­პუ­ლა­რულ თა­ვის მოვ­ლი­სა და მა­კი­ა­ჟის ბრენ­დებს და ყვე­ლა მათ­განს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, პი­რის­პირ შეხ­ვდნენ მომ­ხმა­რებ­ლებს, გა­ი­ზი­ა­რონ მათი მო­საზ­რე­ბე­ბი და თა­ვის მხრივ, გა­აც­ნონ ინო­ვა­ცი­ე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბია: Cosmetic 360, სა­დაც ერ­თმა­ნეთ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას ცვლი­ან და სი­ახ­ლე­ებს ეც­ნო­ბი­ან კოს­მე­ტი­კი­სა და სუ­ნა­მოს მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რი­თე­ი­ლე­რე­ბი და სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბი; Tendances Creatives – Toulouse 2023, რო­მე­ლიც ასე­ვე კოს­მე­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს აერ­თი­ა­ნებს და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში PSP-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პირ­ველ მას­შტა­ბურ სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვალს, აქ ერ­თი­ან­დე­ბი­ან კოს­მე­ტი­კი­სა და თა­ვის მოვ­ლის ბრენ­დე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ცნო­ბი­ლი Makeup არ­ტის­ტე­ბი, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი, ინფლუ­ენ­სე­რე­ბი და უბ­რა­ლოდ სი­ლა­მა­ზის ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, თვა­ლი გა­და­ავ­ლონ უკვე კარ­გად ნაც­ნობ და აღი­ა­რე­ბულ პრო­დუქ­ტებს, თა­ვის მოვ­ლის ინო­ვა­ცი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს და სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ; ასე­ვე, გა­ი­ა­რონ მას­ტერკლა­სი Makeup არ­ტის­ტებ­თან, კონ­სულ­ტა­ცია დერ­მა­ტო­ლო­გებ­თან, შე­ად­გი­ნონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოვ­ლის რუ­ტი­ნა, ისარ­გებ­ლონ სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სით, მი­ი­ღონ სა­ჩუქ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო დრო გა­ა­ტა­რონ და შე­ი­ძი­ნონ უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ, სა­დაც ყვე­ლას სი­ლა­მა­ზე აერ­თი­ა­ნებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

3 ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ტარდება სილამაზის ფესტივალი  და რით იქნება გამორჩეული პირველი ქართული Beauty Fair?

3 ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ტარდება სილამაზის ფესტივალი  და რით იქნება გამორჩეული პირველი ქართული Beauty Fair?

სილამაზის ინდუსტრიაში ტრენდები ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება რომელიმე გავლენიანი ინფლუენსერის მიერ „ინსტაგრამზე“ ატვირთულ ერთ ფოტოს ახალი პროდუქტების გაყიდვების ბუმი მოჰყვეს (მაგალითად, როგორც ეს სელენა გომესისა და მისი თხევადი „ბლაშის“ ან რიანას მუქი ფერის ტონალური კრემების შემთხვევაში მოხდა).

მუდმივად ვითარდება და იხვეწება კანის მოვლისა და მაკიაჟის გაკეთების ტექნიკაც, მომხმარებლები უფრო მეტად ინფორმირებულები ხდებიან პროდუქტების შესახებ, მისდევენ სერტიფიცირებული პროფესიონალების რჩევებს და სწორედ ამით აიხსნება, რომ დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული პროდუქტები გაყიდვების რეკორდებს ხსნის.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია სილამაზის ინდუსტრიაში ინფორმაციის გაცვლის ძირითადი საშუალებაა, არათუ აქტუალობას კარგავს, არამედ კიდევ უფრო პოპულარული ხდება სილამაზის ფესტივალები, სადაც პირისპირ შეგიძლია შეხვდე Makeup არტისტებს, მისაღებ ფასად შეიძინო ძვირადღირებული პროდუქტები და უბრალოდ დატკბე იმ ესთეტიკით, რაც ასეთ ფესტივალებს ახასიათებს.

თავის მოვლისა და მაკიაჟის მიმართ ინტერესი მაღალია საქართველოში, მომხმარებელი კი იმდენად ინფორმირებულია, რომ ბაზარი ფაქტობრივად, მათი კარნახით ვითარდება. ამგვარი ინტერესისა და მოთხოვნის გამო ბაზარზე ვერ აღმოაჩენთ პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, რომელიც პროდუქტს შემადგენლობისა და მისი მოქმედების აღწერის გარეშე დადებს შოურუმში, გაიზარდა სილამაზის მასტერკლასებისა და მისი მონაწილეების რაოდენობა და, ბოლოს, ჩვენი ქვეყანაც მივიდა სილამაზის ფესტივალების ეტაპამდე, რომელსაც პირველად PSP ჩაატარებს.

რომელ ქვეყნებში ტარდება ყველაზე მასშტაბური სილამაზის ფესტივალები და რა გველოდება ქართულ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს 23-24-25 ივნისს?

Cosmoprof - ჩრდილოეთ ამერიკა

კოსმეტიკაში ყველაზე მეტს აშშ-ში ხარჯავენ და მასშტაბური სილამაზის ფესტივალების კულტურაც აქვთ. აღნიშნულ ღონისძიებაზე ინდუსტრიის ყველა მოთამაშეა წარმოდგენილი, როგორც მწარმოებლები, ისე მათი ბრენდ ამბასადორები, Makeup არტისტები, დერმატოლოგები, ინფლუენსერები...

ფესტივალი აშშ-ში წელს მე-20-დ გაიმართება და ისევ არნახულ მასშტაბებს მიაღწევს. მასზე წარმოდგენილი იქნება როგორც არსებული პროდუქცია, თავის მოვლისა და მაკიაჟის ტრენდები, ისე ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, წარმოებასთან, ლოგისტიკასთან დაკავშირებული სიახლეები და სხვა.

2022 წლის ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 32 000 რითეილერი, 1 100 საგამოფენო ბრენდი და მოწყობილი იყო 9 ქვეყნის პავილიონი, რომ არაფერი ვთქვათ დამსწრეთა აურაცხელ რაოდენობაზე.

აღსანიშნავია, რომ Cosmoprof-ის ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება ხოლმე.

აშშ-ში არანაკლებ მნიშვნელოვანი ფესტივალია The makeup show, სადაც იკრიბებიან makeup არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ხვდებიან ინდუსტრიის წარმომადგენლებს. აქ ახალ კოლაბორაციებთან, განვითარების ახალ ხედვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღება.

ასევე, სილამაზის ენთუზიასტები აშშ-ში არ აკლდებიან International salon and spa expo-ს, რომელსაც 40 000-ზე მეტი ლიცენზირებული პროფესიონალი ესწრება და სალონისა და სპა პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაწვდის.

Salon International - ლონდონი

სილამაზის ფესტივალის მთავარ თემატიკას თმა, მისი მოვლა, სტილი და ტრენდები წარმოადგენს. ერთ საგამოფენო სივრცეში შეკრებილი თმის მოვლის სპეციალისტები, მწარმოებლები, სტილისტები, სალონების მფლობელები, მენეჯერები, ტექნიკოსები, კოლორისტები, რითეილერები და მათი პროდუქტითა და სერვისით დაინტერესებული პირები ცვლიან ინფორმაციას, ესწრებიან მასტერკლასებს და ერთმანეთს ახალ პროდუქტებს აცნობენ.

ფესტივალზე შეხვდებით ცნობილ სახეებს, რომელთა თმის მოვლის რუტინის შესახებ ინფორმაციის მიღება პირისპირ შეგეძლებათ.

MakeUP in Paris - საფრანგეთი

სად შეიძლება იმართებოდეს საინტერესო სილამაზის ფესტივალები თუ არა პარიზში, ხელოვნების დედაქალაქში, რომელიც თავის მოვლის ტრენდებს მთელს მსოფლიოს კარნახობს?!

პარიზში ყოველწლიურად ტარდება უამრავი სილამაზის ფესტივალი თუ გამოფენა, რომელიც სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება. მათ შორის არის MakeUP in Paris, რომელიც აერთიანებს მიმწოდებლებს და პოპულარულ თავის მოვლისა და მაკიაჟის ბრენდებს და ყველა მათგანს საშუალებას აძლევს, პირისპირ შეხვდნენ მომხმარებლებს, გაიზიარონ მათი მოსაზრებები და თავის მხრივ, გააცნონ ინოვაციები და სიახლეები.

ასევე მნიშვნელოვანი და გახმაურებული ფესტივალებია: Cosmetic 360, სადაც ერთმანეთში ინფორმაციას ცვლიან და სიახლეებს ეცნობიან კოსმეტიკისა და სუნამოს მწარმოებლები, რითეილერები და სფეროთი დაინტერესებული სხვა პირები; Tendances Creatives – Toulouse 2023, რომელიც ასევე კოსმეტიკის მოყვარულებს აერთიანებს და სხვა.

რაც შეეხება საქართველოში PSP-ს მიერ ორგანიზებულ პირველ მასშტაბურ სილამაზის ფესტივალს, აქ ერთიანდებიან კოსმეტიკისა და თავის მოვლის ბრენდების ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები, ცნობილი Makeup არტისტები, დერმატოლოგები, ინფლუენსერები და უბრალოდ სილამაზის ენთუზიასტები.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, თვალი გადაავლონ უკვე კარგად ნაცნობ და აღიარებულ პროდუქტებს, თავის მოვლის ინოვაციურ საშუალებებს და სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ; ასევე, გაიარონ მასტერკლასი Makeup არტისტებთან, კონსულტაცია დერმატოლოგებთან, შეადგინონ ინდივიდუალური მოვლის რუტინა, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მიიღონ საჩუქრები, უბრალოდ სასიამოვნო დრო გაატარონ და შეიძინონ უნიკალური გამოცდილება იქ, სადაც ყველას სილამაზე აერთიანებს.

R