პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომას აგრძელებს
სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომას აგრძელებს

სილ­ქნე­ტის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის“ მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს სხვა­დას­ხვა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში და­შა­ვე­ბულ მებ­რძო­ლებს, ვე­ტე­რა­ნი იქ­ნე­ბა ეს თუ მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. ეს მხარ­და­ჭე­რა ემ­სა­ხუ­რე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და მათ სრულ­ფა­სო­ვან ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

როცა 2018 წელს, კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი შე­იქ­მნა, ამ წა­მო­წყე­ბას ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით შე­უ­ერ­თდნენ. სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით, დღე­ი­სათ­ვის 2 500 000 ლა­რამ­დე თან­ხა მოხ­მარ­და დაჭ­რი­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს. თა­ვად სილ­ქნე­ტი ფონ­დის მთა­ვა­რი დო­ნო­რია და ყო­ველ­წლი­უ­რად 300 000 ლარს გა­მო­ყოფს ფონ­დის­თვის.

ყო­ველ­წლი­უ­რად ეს კონ­ტრი­ბუ­ცია მზარ­დია, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ფონდს, აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომებ­ში მებ­რძოლ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­სა და ვე­ტე­რა­ნებს, ვინც მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, აღ­მო­უ­ჩი­ნოს მხარ­და­ჭე­რა და და­ა­ფი­ნან­სოს მათ­თვის სა­ჭი­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სე­ბი, ოპე­რა­ცი­ე­ბი, უზ­რუნ­ველ­ჰყოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ადაპ­ტი­რე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო კურ­სე­ბით და სხვა.

ფონ­დის და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე 300-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია ასო­ბით დაჭ­რილ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­სა და ვე­ტე­რანს, მათ არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს. სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით გა­ღე­ბულ­მა ჯა­მურ­მა თან­ხამ დღე­ი­სათ­ვის 2,073,455.74 ლარი შე­ად­გი­ნა. 2018-დან 2023 წლის ჩათ­ვლით სილ­ქნე­ტის კონ­ტრი­ბუ­ცია 1 000 000 ლა­რია.

მიმ­დი­ნა­რე წლის საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში, ფონდმა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, უკვე უზ­რუნ­ველ­ჰყო 5 დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ცია თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 24 500 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფი­ნანსდა სა­მე­დი­ცი­ნო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ორი კურ­სი და ოთხი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­გორც სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის, ასე­ვე ვე­ტე­რა­ნე­ბი­სათ­ვის. ამი­სათ­ვის ფონ­დის ბი­უ­ჯე­ტი­დან 7 000 ლა­რამ­დე თან­ხა იქნა გა­მო­ყო­ფი­ლი. მთლი­ა­ნად, მიმ­დი­ნა­რე წელს, ფონდმა დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად 210 973 ლარი გა­ი­ღო.

თუკი აქამ­დე ფონ­დის მხარ­და­ჭე­რა ვრცელ­დე­ბო­და დაჭ­რილ მებ­რძო­ლებ­სა და მათ არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზე, 2023 წლი­დან დახ­მა­რე­ბას დაჭ­რილ­თა მე­უღ­ლე­ე­ბიც იღე­ბენ. მათ შო­რის, მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მაც. ამ მიზ­ნით, ფონ­დი იწყებს აქ­ტი­ურ შეხ­ვედ­რებს, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა და­ეხ­მა­რე­ბა ფონ­დის ქალ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს შე­ი­ძი­ნონ ახა­ლი პრო­ფე­სია, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, გახ­დნენ მე­წარ­მე­ე­ბი და თა­ვად შეძ­ლონ ოჯა­ხე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და­უ­ფი­ნანსდათ British Corner-ის ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გა­დი­ან.

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდს“ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დე­ბი უჭე­რენ მხარს. ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დო­ნა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, ასე­ვე უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, ცალ­კე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უერ­თდე­ბი­ან პი­რა­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით.

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდმა“, ბრი­ტა­ნულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ Invictus Games Foundation-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მჯდო­მა­რე კა­ლათ­ბურ­თის ეტ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნდს. გუნ­დი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია და 2014 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს „ინ­ვიქ­ტუ­სის მებ­რძოლ­თა თა­მა­შებ­ში“. წელს „ძლი­ერ­თა თა­მა­შე­ბი“ იმარ­თე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში, დუ­სელ­დორფში. ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის გუნ­დი აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა ამ ას­პა­რე­ზო­ბის­თვის.

რო­გორ შე­ვუ­ერ­თდეთ ქველ­მოქ­მე­დე­ბას:

0 901 777 771 ნო­მერ­ზე სილ­ქნე­ტის მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლი­დან შე­მო­სუ­ლი თითო ზა­რით სრუ­ლად ირი­ცხე­ბა ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე 1 ლარი. ნო­მე­რი აქ­ტი­უ­რია სხვა ქსე­ლე­ბის აბო­ნენ­ტე­ბის­თვი­საც.

დო­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, ფონ­დის ვებ გვერ­დი­და­ნაც www.wwsf.ge.

R

ადამიანი
0

დახოცილი თორაძეების ,,დახმარების ფონდი" არ აქვს მაგ ,,კომოანიას" ? ან ნაცების მიერ ვდახიცილთა და დაინვალუდებულთა დახმარების ფონდი?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომას აგრძელებს

სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომას აგრძელებს

სილქნეტის მიერ დაარსებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიზანია, დაეხმაროს სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანი იქნება ეს თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. ეს მხარდაჭერა ემსახურება ბენეფიციარების რეაბილიტაციას და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

როცა 2018 წელს, კომპანია სილქნეტის ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი შეიქმნა, ამ წამოწყებას ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქეები მნიშვნელოვანი შემოწირულობებით შეუერთდნენ. საერთო ძალისხმევით, დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს. თავად სილქნეტი ფონდის მთავარი დონორია და ყოველწლიურად 300 000 ლარს გამოყოფს ფონდისთვის.

ყოველწლიურად ეს კონტრიბუცია მზარდია, რაც საშუალებას აძლევს ფონდს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, ვინც მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო, აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დააფინანსოს მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსები, ოპერაციები, უზრუნველჰყოს მედიკამენტებით, საცხოვრებელი ფართის ადაპტირებით, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებით და სხვა.

ფონდის დაარსებიდან დღემდე 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფინანსებული. დახმარება გაეწია ასობით დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესა და ვეტერანს, მათ არასრულწლოვან შვილებს. საერთო ძალისხმევით გაღებულმა ჯამურმა თანხამ დღეისათვის 2,073,455.74 ლარი შეადგინა. 2018-დან 2023 წლის ჩათვლით სილქნეტის კონტრიბუცია 1 000 000 ლარია.

მიმდინარე წლის საქმიანობის ფარგლებში, ფონდმა, თავდაცვის სამინისტროსთან თანადაფინანსებით, უკვე უზრუნველჰყო 5 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ოპერაცია თურქეთის კლინიკაში. სამედიცინო მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ 24 500 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოში დაფინანსდა სამედიცინო რეაბილიტაციის ორი კურსი და ოთხი ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ვეტერანებისათვის. ამისათვის ფონდის ბიუჯეტიდან 7 000 ლარამდე თანხა იქნა გამოყოფილი. მთლიანად, მიმდინარე წელს, ფონდმა დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად 210 973 ლარი გაიღო.

თუკი აქამდე ფონდის მხარდაჭერა ვრცელდებოდა დაჭრილ მებრძოლებსა და მათ არასრულწლოვან შვილებზე, 2023 წლიდან დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც იღებენ. მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამაც. ამ მიზნით, ფონდი იწყებს აქტიურ შეხვედრებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან. ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა დაეხმარება ფონდის ქალ ბენეფიციარებს შეიძინონ ახალი პროფესია, ცოდნა და გამოცდილება, გახდნენ მეწარმეები და თავად შეძლონ ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა.

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციარებს დაუფინანსდათ British Corner-ის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომელსაც ამჟამად სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები გადიან.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ სხვადასხვა ორგანიზაცია და საერთაშორისო ფონდები უჭერენ მხარს. ფონდთან თანამშრომლობენ საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დონაციაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, ასევე უცხოური კომპანიები, ცალკეული ბიზნესმენები და მოქალაქეები უერთდებიან პირადი შემოწირულობით.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“, ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, მჯდომარე კალათბურთის ეტლები შეიძინა, რომელიც გადაეცემა დაჭრილ მებრძოლთა გუნდს. გუნდი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და 2014 წლიდან მონაწილეობს „ინვიქტუსის მებრძოლთა თამაშებში“. წელს „ძლიერთა თამაშები“ იმართება სექტემბერში, დუსელდორფში. ჩვენი მებრძოლების გუნდი აქტიურად ემზადება ამ ასპარეზობისთვის.

როგორ შევუერთდეთ ქველმოქმედებას:

0 901 777 771 ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელიდან შემოსული თითო ზარით სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე 1 ლარი. ნომერი აქტიურია სხვა ქსელების აბონენტებისთვისაც.

დონაციის განხორციელება შესაძლებელია, ასევე, ფონდის ვებ გვერდიდანაც www.wwsf.ge.

R

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"