სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ იდეას" - პესკოვი
"ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ იდეას" - პესკოვი

პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ღიაა ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტის­თვის და უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბის გან­ხილ­ვის­თვის, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია ფრა­ზა "უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მა“, ყვე­ლამ იცის ამის შე­სა­ხებ. ის არ მომ­წი­ფე­ბუ­ლა ერთი წლის წინ, მომ­წიფ­და მრა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის მან­ძილ­ზე. ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ გა­რან­ტი­ებ­თან, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს სა­ზღვრებ­თან პო­ტენ­ცი­უ­რი ან­ტი­რუ­სუ­ლი ცენ­ტრის არ­სე­ბო­ბას­თან, რო­მე­ლიც ყო­ველ­მხრივ იკ­ვე­ბე­ბა უცხო­ე­თი­დან, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის, სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან ერ­თად, ჩვე­ნი სა­ზღვრე­ბის­კენ წინსვლას­თან“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, "უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მა“ სხვა­დას­ხვა გზით შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს.

"ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მხარს უჭერს ნე­ბის­მი­ერ იდე­ას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ამ კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას, მათ შო­რის ის მი­ე­სალ­მე­ბა მო­მა­ვალ კონ­ტაქ­ტებს აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, აფ­რი­კის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი, კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვიდ­ნენ, ხვალ კი რუ­სეთს ეწ­ვე­ვი­ან. აფ­რი­კის სამ­შვი­დო­ბო მი­სია შედ­გე­ბა სამ­ხრეთ აფ­რი­კის, ზამ­ბი­ის, კო­მო­რის, კონ­გოს რეს­პუბ­ლი­კის, ეგ­ვიპ­ტის, სე­ნე­გა­ლი­სა და უგან­დას ლი­დე­რე­ბის­გან.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სწორია
4

მოსკოვი მენახოს კიევის მსგავსად ....

ამრიგად
6

უტვინო უნდა იყო ამ ველურ ქვეყანას კიდევ ენდო აქ მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება ლაპარაკი გაიყვანოს ჯარები უკრაინიდა და როდიდან მოხდება ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ იდეას" - პესკოვი

"ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ იდეას" - პესკოვი

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიაა ნებისმიერი კონტაქტისთვის და უკრაინის პრობლემის მოგვარების ვარიანტების განხილვისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ფრაზა "უკრაინის პრობლემა“, ყველამ იცის ამის შესახებ. ის არ მომწიფებულა ერთი წლის წინ, მომწიფდა მრავალი ათწლეულის მანძილზე. ის დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების შესახებ გარანტიებთან, დაკავშირებულია ჩვენს საზღვრებთან პოტენციური ანტირუსული ცენტრის არსებობასთან, რომელიც ყოველმხრივ იკვებება უცხოეთიდან, დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ჩვენი საზღვრებისკენ წინსვლასთან“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, "უკრაინის პრობლემა“ სხვადასხვა გზით შეიძლება მოგვარდეს.

"ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს ნებისმიერ იდეას, რომელიც მიზნად ისახავს ამ კონფლიქტის მოგვარებას, მათ შორის ის მიესალმება მომავალ კონტაქტებს აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში ჩავიდნენ, ხვალ კი რუსეთს ეწვევიან. აფრიკის სამშვიდობო მისია შედგება სამხრეთ აფრიკის, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდას ლიდერებისგან.