ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას "tv9" ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა.
პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება.
"მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, დაფიქსირდა გულის გაჩარება, აქვს დამწვრობა. ჩავუტარეთ პირველადი დახმარება რეანიმაციაში, - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა კახაბერ მუხიგულაშვილმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ.