კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით..." - ნანი ბრეგვაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს რუს მომღერალთან ჩაწერა დუეტი
"დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით..." - ნანი ბრეგვაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს რუს მომღერალთან ჩაწერა დუეტი

ლე­გენ­და­რულ ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან პო­პუ­ლა­რულ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მომ­ღე­რალ­მა ემინ­მა დუ­ე­ტი ჩა­წე­რა. ისი­ნი ცნო­ბილ ქარ­თულ ჰიტს "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნას“ ას­რუ­ლე­ბენ, რო­მელ­საც ბუბა კი­კა­ბი­ძე შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რო­და. კლი­პის რე­ჟი­სო­რი ზაზა ორაშ­ვი­ლია, გა­და­ღე­ბე­ბი კი "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძე­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორ და­თან­ხმდა ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბელს დუ­ეტ­ზე, ამ და სხვა დე­ტა­ლებ­ზე ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მე­დი­ის ნა­წილ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ნანი ბრეგ­ვა­ძემ დუ­ე­ტი რუს მომ­ღე­რალ­თან ჩა­წე­რა, რა­მაც მომ­ღერ­ლის ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია და გვი­თხრა, რომ ყვე­ლა და­წყნარ­დეს, რად­გან ემი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და ის ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­გო­ბა­რი იყო.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანი, კლი­პის გა­და­ღე­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია?

- კლი­პი გა­და­ვი­ღეთ, მაგ­რამ ჯერ ბო­ლომ­დე არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, და­მუ­შა­ვე­ბა უნდა.

- მის შე­მოქ­მე­დე­ბას თუ იც­ნობ­დით, რო­გორ და­თან­ხმდით მას­თან დუ­ე­ტის ჩა­წე­რა­ზე?

- ეს კლი­პი ბუ­ბას და ემინს უნდა ჩა­ე­წე­რათ. რო­დე­საც ბუბა ცო­ცხა­ლი იყო, ემინ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, კლი­პი გა­და­ე­ღოთ "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ზე.“ ის არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და მე­გობ­რობ­დნენ. რო­დე­საც ბუბა გარ­და­იც­ვა­ლა, გა­გიჟ­და კი­ნა­ღამ. მერე მო­ი­ფიქ­რეს, რომ ბუ­ბაც იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბით და დუ­ეტს ჩემ­თან ჩა­წერს. მე ვი­წყებ, მერე ემი­ნი მღე­რის, მერე მე და ემი­ნი და ამის შემ­დეგ ბუბა შე­მო­დის. აქ არა­ფე­რი არ არის ისე­თი, ყვე­ლა ცნო­ბილ მომ­ღე­რალს აქვს დუ­ე­ტის ჩა­წე­რის სურ­ვი­ლი.

- ემი­ნი არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და არა რუსი, რო­გორც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

- არა, რა თქმა უნდა, ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. ეგ კი არა, მა­გას უნ­დო­და, რომ რუ­სუ­ლად ემ­ღე­რა თარ­გმა­ნი და ბუ­ბამ ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთხრა. ამი­ტომ თა­ვა­დაც ქარ­თუ­ლად მღე­რის. რას ჰქვია დავ­თან­ხმდი, დავ­თან­ხმდე­ბო­დი აბა, რა.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხართ გარ­დე­ნი­ა­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში.

- ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე გა­და­ღე­ბებ­ზე. დი­ლის 12 სა­ათ­ზე რომ მი­ვე­დი, ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და გა­და­ღე­ბე­ბი. მე კი­დევ მინ­და შე­ვას­წო­რო ჩემი ნამ­ღე­რი, რად­გან ამ სიმ­ღე­რას არ ვმღე­რო­დი. გუ­შინ ვუ­თხა­რი, რომ არ გა­და­ვა­ღე­ბი­ნებ­დი, თუ ჩემს ნამ­ღერს გა­ვას­წო­რებ­დი, ამი­ტომ ხვალ ჩა­წე­რა მაქვს, ის ად­გი­ლე­ბი უნდა ვიმ­ღე­რო თა­ვი­დან, რო­მე­ლიც არ გა­მო­ვი­და. ტო­ნა­ლო­ბა არ და­ემ­თხვა, ახლა უნდა ვიმ­ღე­რო ამ ბი­ჭის ტო­ნა­ლო­ბა­ში, რაც ცოტა მა­ღა­ლია ჩემ­თვის. წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბია და მერე გა­ა­სუფ­თა­ვე­ბენ.

რო­გორ ვი­ტყო­დი უარს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნაა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ჭია, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მოს­კოვ­ში და ახლა აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოღ­ვა­წე­ობს. კარ­გი გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნია. ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად. და­წყნარ­დეს ყვე­ლა, რუსი არ არის და არც რუ­სუ­ლად ვმღე­რით, ემი­ნიც მშვე­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლით მღე­რის.

რატი აბ­ზი­ა­ნი­ძე (პრო­ექ­ტის ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი):

- ეს გახ­ლავთ ბუბა კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მას მი­ე­ძღვნა. ემი­ნი და ბუბა 15 წელი მე­გობ­რობ­დნენ. ის ცნო­ბი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის, ლე­გენ­და­რუ­ლი მუს­ლიმ მა­გო­მა­ე­ვის გაზ­რდი­ლია. ბა­ტონ ბუ­ბას­თან ერ­თად დუ­ე­ტის ჩა­წე­რა რომ გა­და­წყდა, ემი­ნი 17 იან­ვარს უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად და სამ­წუ­ხა­როდ დე­კემ­ბრის ბო­ლოს ბუბა ცუ­დად გახ­და. შემ­დეგ მო­ვი­ფიქ­რეთ, რომ ქალ­ბა­ტონ ნა­ნის­თან ჩა­ე­წე­რა დუ­ე­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ღე­ბებს, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს არა­ერ­თხელ მოგ­ვად­გა თვალ­ზე ცრემ­ლი. ემი­ნი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ის ხში­რად ჩა­მო­დის ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. მას სა­კუ­თა­რი ფეს­ტი­ვა­ლი აქვს აზერ­ბა­ი­ჯან­ში. სა­დაც ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­საც იწ­ვევს ხოლ­მე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოთოლა კუჭუხიძე
12

რა მოხდებოდა თუნდაც რუსი ყოფილიყო ყველა ეროვნება გაერთიანებული ძალებით ებრძოდა ფაშიზმს მეორე მსოფლიო ომის დროს უზარმაზარ უკრაინასთან ერთად კაცთმოძულეობა ყველაზე ცუდია

გურამ
17

მერე რა რომ რუსულად რომ ემღერათ რაშუაშია პოლიტიკა და სიმღერა ვის მოდის თავში ასეთი სულელური აზრები

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით..." - ნანი ბრეგვაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს რუს მომღერალთან ჩაწერა დუეტი

"დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით..." - ნანი ბრეგვაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს რუს მომღერალთან ჩაწერა დუეტი

ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძესთან პოპულარულმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინმა დუეტი ჩაწერა. ისინი ცნობილ ქართულ ჰიტს "ყვავილების ქვეყანას“ ასრულებენ, რომელსაც ბუბა კიკაბიძე შესანიშნავად მღეროდა. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, გადაღებები კი "გარდენია შევარდნაძეში“ მიმდინარეობდა. როგორ დათანხმდა ქალბატონი ნანი ახალგაზრდა შემსრულებელს დუეტზე, ამ და სხვა დეტალებზე ambebi.ge-ს ესაუბრა.

ცნობილია ისიც, რომ მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ნანი ბრეგვაძემ დუეტი რუს მომღერალთან ჩაწერა, რამაც მომღერლის ყურამდეც მიაღწია და გვითხრა, რომ ყველა დაწყნარდეს, რადგან ემინი აზერბაიჯანელი შემსრულებელია და ის ბუბა კიკაბიძის მეგობარი იყო.

- ქალბატონო ნანი, კლიპის გადაღება უკვე დასრულებულია?

- კლიპი გადავიღეთ, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული, დამუშავება უნდა.

- მის შემოქმედებას თუ იცნობდით, როგორ დათანხმდით მასთან დუეტის ჩაწერაზე?

- ეს კლიპი ბუბას და ემინს უნდა ჩაეწერათ. როდესაც ბუბა ცოცხალი იყო, ემინმა გამოთქვა სურვილი, კლიპი გადაეღოთ "ყვავილების ქვეყანაზე.“ ის არის შესანიშნავი ადამიანი და მეგობრობდნენ. როდესაც ბუბა გარდაიცვალა, გაგიჟდა კინაღამ. მერე მოიფიქრეს, რომ ბუბაც იქნება ჩართული, ადრე გადაღებული კადრებით და დუეტს ჩემთან ჩაწერს. მე ვიწყებ, მერე ემინი მღერის, მერე მე და ემინი და ამის შემდეგ ბუბა შემოდის. აქ არაფერი არ არის ისეთი, ყველა ცნობილ მომღერალს აქვს დუეტის ჩაწერის სურვილი.

- ემინი არის აზერბაიჯანელი შემსრულებელი და არა რუსი, როგორც გავრცელდა ინფორმაცია.

- არა, რა თქმა უნდა, ის აზერბაიჯანელია. ეგ კი არა, მაგას უნდოდა, რომ რუსულად ემღერა თარგმანი და ბუბამ ამაზე კატეგორიული უარი უთხრა. ამიტომ თავადაც ქართულად მღერის. რას ჰქვია დავთანხმდი, დავთანხმდებოდი აბა, რა.

- ძალიან ლამაზი ხართ გარდენიაში გადაღებულ კადრებში.

- ძალიან დავიღალე გადაღებებზე. დილის 12 საათზე რომ მივედი, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა გადაღებები. მე კიდევ მინდა შევასწორო ჩემი ნამღერი, რადგან ამ სიმღერას არ ვმღეროდი. გუშინ ვუთხარი, რომ არ გადავაღებინებდი, თუ ჩემს ნამღერს გავასწორებდი, ამიტომ ხვალ ჩაწერა მაქვს, ის ადგილები უნდა ვიმღერო თავიდან, რომელიც არ გამოვიდა. ტონალობა არ დაემთხვა, ახლა უნდა ვიმღერო ამ ბიჭის ტონალობაში, რაც ცოტა მაღალია ჩემთვის. წვრილმანი დეტალებია და მერე გაასუფთავებენ.

როგორ ვიტყოდი უარს, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. შესანიშნავი ბიჭია, ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში და ახლა აზერბაიჯანში მოღვაწეობს. კარგი გაზრდილი ადამიანია. ძალიან კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით, ემინიც მშვენიერი ქართულით მღერის.

რატი აბზიანიძე (პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი):

- ეს გახლავთ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების შემდეგ, პირველი პროექტი, რომელიც მას მიეძღვნა. ემინი და ბუბა 15 წელი მეგობრობდნენ. ის ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის, ლეგენდარული მუსლიმ მაგომაევის გაზრდილია. ბატონ ბუბასთან ერთად დუეტის ჩაწერა რომ გადაწყდა, ემინი 17 იანვარს უნდა ჩამოსულიყო საქართველოში კლიპის გადასაღებად და სამწუხაროდ დეკემბრის ბოლოს ბუბა ცუდად გახდა. შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ ქალბატონ ნანისთან ჩაეწერა დუეტი.

რაც შეეხება გადაღებებს, იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი, რომ იქ მყოფ ადამიანებს არაერთხელ მოგვადგა თვალზე ცრემლი. ემინი ძალიან კარგი ადამიანია, ის ხშირად ჩამოდის ხოლმე საქართველოში და ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. მას საკუთარი ფესტივალი აქვს აზერბაიჯანში. სადაც ქართველ მომღერლებსაც იწვევს ხოლმე.

წაიკითხეთ ასევე: