სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - მოხუცი კაცის დევნა, წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს" - გია ვოლსკი
"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - მოხუცი კაცის დევნა, წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს" - გია ვოლსკი

"90 წლის პოზ­ნე­რი არც ოკუ­პან­ტია და სა­ერ­თოდ არა­ფერს წარ­მო­ად­გენს - პოზ­ნერს ვინ ეკი­თხე­ბა რა­მეს, მო­ხუ­ცი კა­ცის დევ­ნა, რაც არ უნდა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს ჩემ­თვის მისი პი­როვ­ნე­ბა, არ წარ­მო­ად­გენს ღირ­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, რაც ჩვენს ერს გა­აჩ­ნია", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ზუ­რაბ აბა­ში­ძე პოზ­ნერ­ზე ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს ესა­უბ­რე­ბა და და­ჩე­ხი­ლი სა­უ­ბა­რი პოზ­ნერ­ზე მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

"ამ თე­მა­ზე ზუ­რაბ აბა­ში­ძე ელა­პა­რა­კე­ბა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც საქ­მის კურ­სში არ არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბას, 90 წლის პოზ­ნე­რი არც ოკუ­პან­ტია და სა­ერ­თოდ არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, მის მი­მართ მე პი­რა­დად ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ 90 წლის კაცს და მას­თან თან­მხლე­ბი ბევ­რი ქარ­თვე­ლის ყოფ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რაც ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის, კვერ­ცხე­ბით დევ­ნა არ არის იმ ღირ­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც ჩვენს ერს და ნა­ცი­ას გა­აჩ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს, ბევ­რი ინ­ტე­რე­სი მათი გა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", მათ შო­რის, თა­ვის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ჩარ­თვით, დღე­საც ზუს­ტად იმ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს რაც მოს­კოვს უნდა. ასე რომ, 90 წლის პოზ­ნერ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა კო­მენ­ტა­რი ჰქონ­და და­ჩე­ხი­ლი მი­თუ­მე­ტეს ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს­თან ზუ­რაბ აბა­ში­ძეს, ეს უკვე მე­ო­ცე და მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. პოზ­ნერს ან რუ­სეთ­ში ვინ ეკი­თხე­ბა რა­მეს, ან ის­რა­ელ­ში, მო­ხუ­ცი კა­ცის დევ­ნა, რაც არ უნდა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს ჩემ­თვის მისი პი­როვ­ნე­ბა, არ წარ­მო­ად­გენს ღირ­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, რაც ჩვენს ერს გა­აჩ­ნია,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

Youtube-ზე გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტ მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პოზ­ნერს თბი­ლის­ში ახ­ლდა. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე მათ, ვინც პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, „ნა­ცის­ტე­ბის ჯგუფს“ უწო­დებს. ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, 2021 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და დღეს გავ­რცელ­და.

თა­ვად ზუ­რაბ აბა­ში­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ „ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და­ჩე­ხი­ლი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ფე­ი­კია”.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
5

ოთხმოცდაათი წლის კაცს, ქალის გაუპატიურებას ვერ დააბრალებ მხოლოდ. სხვა შემთხვევაში, ასაკი არაფერ შუაშია.

კოტე შავშიშვილი
4

მტერი ასაკის ხანდაზმულობით კი არა, არამედ მისი ქმედებებით განისაზღვრება და თქვენც სულ უნდა გახსოვდეთ ეს, ბატონო ვოლსკი, გამუდმებით!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - მოხუცი კაცის დევნა, წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს" - გია ვოლსკი

"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - მოხუცი კაცის დევნა, წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს" - გია ვოლსკი

"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - პოზნერს ვინ ეკითხება რამეს, მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ჩემთვის მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ჩვენს ერს გააჩნია", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძე პოზნერზე ამერიკის მოქალაქეს ესაუბრება და დაჩეხილი საუბარი პოზნერზე მეასეხარისხოვანია.

"ამ თემაზე ზურაბ აბაშიძე ელაპარაკება ამერიკის მოქალაქეს, რომელიც საქმის კურსში არ არის, საქართველოში რა ხდება. რაც შეეხება ჩემს შეხედულებას, 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ 90 წლის კაცს და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, რაც ჩემთვის სასიამოვნო არ არის, კვერცხებით დევნა არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რაც ჩვენს ერს და ნაციას გააჩნია. რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, ბევრი ინტერესი მათი გატარებული აქვს "ნაცმოძრაობას", მათ შორის, თავის ტელევიზიების ჩართვით, დღესაც ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, 90 წლის პოზნერთან დაკავშირებით რა კომენტარი ჰქონდა დაჩეხილი მითუმეტეს ამერიკის მოქალაქესთან ზურაბ აბაშიძეს, ეს უკვე მეოცე და მეასეხარისხოვანია. პოზნერს ან რუსეთში ვინ ეკითხება რამეს, ან ისრაელში, მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ჩემთვის მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ჩვენს ერს გააჩნია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

თავად ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია”.