სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები  - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
ცნობილია როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები  - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი 2023 წლის გა­მოც­დე­ბის დე­ტა­ლურ გან­რიგს აქ­ვეყ­ნებს. ერთი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 3 ივ­ლისს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყე­ბა, 26 ივ­ლისს კი ფი­ზი­კის გა­მოც­დით დას­რულ­დე­ბა.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საგ­ნი­სა და უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში 6 ივ­ლი­სი­დან ჩა­ერ­თვე­ბი­ან. 12 ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი, მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი კი სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დას 27-28 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დის თა­რი­ღის, გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის დრო­ი­სა და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მი­სა­მარ­თის შე­სა­ხებ მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­გა­მოც­დო ბა­რათ­ზე. გა­მო­საც­დე­ლე­ბი ბა­რა­თე­ბის ამო­ბეჭდ­ვას სა­კუ­თა­რი სა­რე­გის­ტრა­ციო გვერ­დი­დან 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2023 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის, სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის გა­მოც­დი­სა და უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დი­სათ­ვის სულ 75 ათას­ზე მეტი მსურ­ვე­ლი და­რე­გის­ტრირ­და.

რე­გის­ტრა­ცი­ის დე­ტა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა:

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის და­რე­გის­ტრირ­და გა­მო­საც­დელ­თა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 45 000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი;

სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 3 000-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა;

სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 10 000-ზე მეტ­მა მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გა­ი­ა­რა;

მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის გა­მოც­და­ზე 16 000-ზე მეტი აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტრირ­და;

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე 2 500-მდე პი­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

2023 წლის არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა აბი­ტუ­რი­ენ­ტთა არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ის­ტო­რია აირ­ჩია 22 200-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

მა­თე­მა­ტი­კა - 15 700-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

ბი­ო­ლო­გია - 3 600-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

ქი­მია - 2 600-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

გე­ოგ­რა­ფია - 2 200-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

ფი­ზი­კა - 700-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

ლი­ტე­რა­ტუ­რა - 1 300-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა - 2 000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა;

სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა კი 300-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა აირ­ჩია.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა აპე­ლა­ცი­ის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მომ­დევ­ნო დღის ჩათ­ვლით შე­გეძ­ლე­ბათ. კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვი აგ­ვის­ტოს თვე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

2023 წელს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სულ 24 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა. ცენ­ტრე­ბი იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­ში, ფოთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, გორ­ში, ოზურ­გეთ­ში, რუს­თავ­ში, თე­ლავ­სა და ხუ­ლო­ში. წელს პირ­ვე­ლად სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა ამ­ბრო­ლა­ურ­შიც.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ასე­ვე აც­ნო­ბებს გა­მო­საც­დე­ლებს, რომ წელს აღარ მოქ­მე­დებს გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მსგავ­სად, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­მო­საც­დე­ლე­ბი უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ ცენ­ტრის ცხელ ხაზს ნო­მერ­ზე (995 32) 2 47 33 33 და გა­მოც­დის და­წყე­ბამ­დე წა­რად­გი­ნონ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში (მის.: ე. მინ­დე­ლის N 9), რათა იმა­ვე სე­სი­ა­ზე ჩა­უ­ტარ­დეთ გა­მოც­და სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სა­გა­მოც­დო სექ­ტორ­ში“, - ნათ­ქვა­მია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ცნობილია როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები  - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ცნობილია როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები  - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

"შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის დეტალური სტატისტიკა:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;

სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული.

2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;

მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;

ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

აბიტურიენტების საყურადღებოდ: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეგეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.