ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი საზოგადოებაში ბოლო დროს იშვიათად ჩნდება და პაპარაცების კამერებს ერიდება.
თუმცა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა. მელანია ჟურნალისტებმა მაშინ შენიშნეს, როცა მეუღლის, აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბადების დღის წვეულებაზე მიდიოდა.
მედიას უყურადღებოდ არ დაუტოვებია მისი მდიდრული სამოსი. მელანიას Gucci-ს 3200$-იანი თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ამავე ფერის Hermès- ის ხელჩანთა შეუხამა.
53 წლის მელანიას მისი და დონალდ ტრამპის ვაჟი, 17 წლის ბარონი ახლდა თან. ლურჯ კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ბარონი დედასთან ერთად გაემართა მამის დაბადების დღის აღსანიშნავად.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის 77-ე დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში გაიმართა.
ოჯახთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, წლევანდელი წვეულება ნაკლებ პომპეზური იყო. ცნობილია, რომ ტრამპს საკუთარი დაბადების დღე სძულს და განსაკუთრებულად არასდროს აღნიშნავს.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
კარგი კაბაა,მე არ დავიწუნებდი,მელანიას უხდება ყველაფერი,ახალგაზრდობაში ეს იყო ჩემი სტილი და ამბობდნენ გიხდებაო,ასე რომ აქ კომენტარებს უშნო ტანის ქაალები წერენ ეტყობა.
არაფერი განსაკუთრებული,ჩვეულებრივი თეთრი კაბაა, ანალოგიური კაბებით დადიან მედდები სამსახურში, ამას უბრალოდ გუჩის მარკა მიაკრეს და გახდა $3200-იანი