ავტორი:

ბათუმში დაიხურა 23 წლის მამაკაცის სასამართლო სხდომა, ის 15 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირსა და მის თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული - რა ხდება ცნობილი?

ბათუმში დაიხურა 23 წლის მამაკაცის სასამართლო სხდომა, ის 15 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირსა და მის  თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული -  რა ხდება ცნობილი?

ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ სხდომა დახურა.

მოსამართლის თამარ ბეჟანიშვილის თქმით, გადაწყვეტილება გარდაცვლილი არასრულწლოვნის ინტრესებიდან გამომდინარე მიიღო.

23 წლის ბრალდებულმა ლ.ნ.- მ სასამართლოს განუცხადა, რომ იგი წარსულში ნასამართლევი იყო.

თავად დაცვის მხარის ადვოკატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ბრალდებულს გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრულწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.