სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ, მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული “ფეიკია” - აბაშიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
“ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ, მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული “ფეიკია” - აბაშიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ზუ­რაბ აბა­ში­ძე, ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტ მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს ადას­ტუ­რებს.

რო­გორც ზუ­რაბ აბა­ში­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი 2 წლის წინ შედ­გა, მაგ­რამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის “ფე­ი­კია”.

“რაც შე­ე­ხე­ბა მარკ ზილ­ბერ­კვიტს, ის არის კერ­ძო პირი, მე მას ვიც­ნობ იმ პე­რი­ო­დი­დან, რო­დე­საც მოს­კოვ­ში ელ­ჩად ვმუ­შა­ობ­დი. ზილ­ბერ­კვი­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი არას­დროს ყო­ფი­ლა, არც ახ­ლაა და მგო­ნი, სა­ერ­თოდ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და.

მე ვა­დას­ტუ­რებ, რომ 2 წლის წინ მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მქონ­და, მაგ­რამ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ეს სა­უ­ბა­რი არის და­ჩე­ხი­ლი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, “ფე­ი­კი”. ეტყო­ბა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამონ­ტა­ჟებ­დნენ ისე, რო­გორც აწყობ­დათ. რო­დე­საც მო­რი­გი, უკა­ნო­ნო გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ბა­ტონ კა­რა­სინ­თან გა­მო­ამ­ზე­უ­რეს, მა­შინ ვთქვი: სა­უ­ბარ­საც ვა­დას­ტუ­რებ და სა­უბ­რის ში­ნა­არსსაც ვა­დას­ტუ­რებ.

ამ­ჯე­რად ვამ­ბობ: დიახ, სა­უ­ბა­რი შედ­გა, მაგ­რამ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის “ფე­ი­კია”, ამი­ტომ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ.

სა­უ­ბა­რი არის და­ჩე­ხი­ლი, “ფე­ი­კი”. 2 წელი საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ და­ა­მონ­ტა­ჟო ისე, რო­გორც გინ­და”, - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

Youtube-ზე გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტ მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პოზ­ნერს თბი­ლის­ში ახ­ლდა. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე მათ, ვინც პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, „ნა­ცის­ტე­ბის ჯგუფს“ უწო­დებს და პოზ­ნერს ბო­დიშს უხ­დის. ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, 2021 წლის 1-ელი აპ­რი­ლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და დღეს გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგ
69

წარმოიდგინეთ ვის ხელში ვართ.

ეს რაც გამომზეურდა და ისიც ამ არაფრისგადამწყვეტ კაცზე.

ახლა წარმოიდგინეთ დანარჩენები რას შვებიან.

შევარდნაძემ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო გაყიდა და საქართველო დსთ-ში შეიყვანა, იმაზე უარესს გააკეთებენ ესენი.

მეგი
9

რომ არა ზურა აბაშიძე დღეს აესე არ ვიქნებოდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ, მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული “ფეიკია” - აბაშიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

“ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ, მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული “ფეიკია” - აბაშიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე, ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სატელეფონო საუბარი 2 წლის წინ შედგა, მაგრამ გავრცელებული ჩანაწერი შინაარსობრივად არის “ფეიკია”.

“რაც შეეხება მარკ ზილბერკვიტს, ის არის კერძო პირი, მე მას ვიცნობ იმ პერიოდიდან, როდესაც მოსკოვში ელჩად ვმუშაობდი. ზილბერკვიტი ოფიციალური პირი არასდროს ყოფილა, არც ახლაა და მგონი, საერთოდ ამერიკაში წავიდა.

მე ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს საუბარი არის დაჩეხილი, დამონტაჟებული, “ფეიკი”. ეტყობა 2 წლის განმავლობაში ამონტაჟებდნენ ისე, როგორც აწყობდათ. როდესაც მორიგი, უკანონო გზით მოპოვებული სატელეფონო საუბარი ბატონ კარასინთან გამოამზეურეს, მაშინ ვთქვი: საუბარსაც ვადასტურებ და საუბრის შინაარსსაც ვადასტურებ.

ამჯერად ვამბობ: დიახ, საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსობრივად არის “ფეიკია”, ამიტომ შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ.

საუბარი არის დაჩეხილი, “ფეიკი”. 2 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა”, - განაცხადა აბაშიძემ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს და პოზნერს ბოდიშს უხდის. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლის 1-ელი აპრილით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.