სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველას სათითაოდ "ტაბაკა" შეგვიწვა... მაშინ შავი პური გვენატრებოდა" - როგორ იხსენებს ლეო ანთაძე თანაკლასელის დედას, ნატო ვაჩნაძეს?
"სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველას სათითაოდ "ტაბაკა" შეგვიწვა... მაშინ შავი პური გვენატრებოდა" - როგორ იხსენებს ლეო ანთაძე თანაკლასელის დედას, ნატო ვაჩნაძეს?

14 ივ­ნი­სი ნატო ვაჩ­ნა­ძის და­ბა­დე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა, და­ბა­დე­ბი­დან 119-ე წელი და გარ­დაც­ვა­ლე­ბის 70-ე წლის­თა­ვია.

„ნატო ვაჩ­ნა­ძე სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნი. მისი გა­რეგ­ნო­ბის და მხატ­ვრუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, იგი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­და­იქ­ცა ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დად. კი­ნოს სამ­ყა­რომ ჰო­ლი­ვუ­დის სტილ­ში ბრწყინ­ვა­ლე­ბა და სი­დი­ა­დე მო­უ­ტა­ნა. მისი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად გა­იხ­სნა მე­მო­რი­ა­ლუ­რი სახლ-მუ­ზე­უ­მი, და­უდ­გეს ძეგლი და ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს...“ - აცხა­დე­ბენ ნატო ვაჩ­ნა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში. სოფ. გურ­ჯა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ისა­უბ­რე­ბენ ნატო ვაჩ­ნა­ძის ცხოვ­რე­ბა­ზე და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, წა­ი­კი­თხა­ვენ ლექ­სებს, გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სია...

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ნატო ვაჩ­ნა­ძეს ლეო ან­თა­ძე იხ­სე­ნებს:

- მათ სახ­ლში გა­ვი­ზარ­დე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე და ელ­და­რი ბა­ღი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, სკო­ლა­ში ერთ მერ­ხზე ვის­ხე­დით... ელ­დარ­თან ძა­ლი­ან ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ნატო ვაჩ­ნა­ძე ყო­ველ­თვის სა­ოც­რად თბი­ლად გვხვდე­ბო­და. მარ­თლაც სა­ო­ცა­რი, დი­დე­ბუ­ლი ქალი იყო! მა­მა­ჩე­მი ფილ­მებს ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას­თან ერ­თად იღებ­და, მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ და მამა და ნატო ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ.

- ბავ­შვს რამ­დე­ნად და­გა­მახ­სოვ­რდათ მისი სი­ლა­მა­ზე, რო­გო­რი დარ­ჩა თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში?

- ნატო ვაჩ­ნა­ძე ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, მაგ­რამ დე­და­ჩე­მიც ლა­მა­ზი იყო და დე­დას ვე­უბ­ნე­ბო­დი, შენ ნატო ვაჩ­ნა­ძე­ზე ლა­მა­ზი ხარ-მეთ­ქი, რა­ზეც დე­და­ჩე­მი სი­ცი­ლით კვდე­ბო­და... მარ­თლაც ლა­მა­ზი ქალი იყო და თა­ნაც ბავ­შვის­თვის დედა ხომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია.

ნატო ვაჩ­ნა­ძე ეკ­რან­ზეც ულა­მა­ზე­სი იყო, ცხოვ­რე­ბა­შიც, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მისი მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თი და­მა­მახ­სოვ­რდა. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რეთ, 42 ბავ­შვი სახ­ლში მიგ­ვიწ­ვია და ყვე­ლას­თვის სა­თი­თა­ოდ "ტა­ბა­კა" შეწ­ვა. უგემ­რი­ე­ლე­სი იყო, მა­ნამ­დე არც ვი­ცო­დი "ტა­ბა­კა" რა იყო... იმ დროს ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბა იყო, შავი პური გვე­ნატ­რე­ბო­და.

- ის დღე გახ­სოვთ, როცა ნატო ვაჩ­ნა­ძის და­ღუპ­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა?

- მარ­თლაც უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო... ელ­და­რი ჩემი მე­გო­ბა­რი იყო და მეც, მთელ­მა კლას­მა ისე გან­ვი­ცა­დეთ, მთე­ლი დღე ელ­დარ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვამ­შვი­დებ­დით, მაგ­რამ რას გავ­ხდე­ბო­დით?! თა­ნაც, რო­გორც ვიცი, მხო­ლოდ ნეკი იპოვ­ნეს, მთლი­ა­ნად დამ­წვა­რი იყო და ბეჭ­დით ამო­იც­ნეს. დღე­საც ხში­რად მახ­სენ­დე­ბა, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია ფილ­მს - „ის კი­დევ დაბ­რუნ­დე­ბას“ რომ იღებ­და... ამ ფილმში მთა­ვარ როლს ნატო ვაჩ­ნა­ძე თა­მა­შობ­და. გა­და­ღე­ბი­სას ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ამ თქვა, ცუ­დად ვარ, მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რე­თო. გა­და­იყ­ვა­ნეს, მინ­დორ­ზე და­აწ­ვი­ნეს და რა­ტომ­ღაც რუ­სუ­ლად შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი თქვა - „მშვი­დო­ბით, სამ­შობ­ლოვ, მშვი­დო­ბით, შვი­ლე­ბო, მშვი­დო­ბით, მე­გობ­რე­ბო“... ეს თქვა და იქვე, ველ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. იმ ფილ­მის გა­და­ღე­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო და შემ­დეგ გა­და­ღე­ბა მა­მა­ჩემ­მა გა­აგ­რძე­ლა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
2

რაღაც ვერსიები გამიგონია კიდევ. ბერიას მისწონდაო. ამ სტატიაში არაფერია ნახსენები. 

სიფო
12

ასეთი მანკიერი იყო საბჭოთა წყობა. ბავშვებს შავი პური ენატრებოდათ, ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველას სათითაოდ "ტაბაკა" შეგვიწვა... მაშინ შავი პური გვენატრებოდა" - როგორ იხსენებს ლეო ანთაძე თანაკლასელის დედას, ნატო ვაჩნაძეს?

"სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველას სათითაოდ "ტაბაკა" შეგვიწვა... მაშინ შავი პური გვენატრებოდა" - როგორ იხსენებს ლეო ანთაძე თანაკლასელის დედას, ნატო ვაჩნაძეს?

14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა, დაბადებიდან 119-ე წელი და გარდაცვალების 70-ე წლისთავია.

„ნატო ვაჩნაძე სილამაზის ეტალონი. მისი გარეგნობის და მხატვრულობის წყალობით, იგი დამსახურებულად გადაიქცა ქართული კინოს ლეგენდად. კინოს სამყარომ ჰოლივუდის სტილში ბრწყინვალება და სიდიადე მოუტანა. მისი სახელის უკვდავსაყოფად გაიხსნა მემორიალური სახლ-მუზეუმი, დაუდგეს ძეგლი და ვარსკვლავი გაუხსნეს...“ - აცხადებენ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში. სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლის აქტიური მონაწილეები თანამშრომლებთან ერთად ისაუბრებენ ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე, წაიკითხავენ ლექსებს, გაიმართება დისკუსია...

"კვირის პალიტრასთან" ნატო ვაჩნაძეს ლეო ანთაძე იხსენებს:

- მათ სახლში გავიზარდე. მოგეხსენებათ, მე და ელდარი ბაღიდან ერთად მოვდივართ, სკოლაში ერთ მერხზე ვისხედით... ელდართან ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით და ნატო ვაჩნაძე ყოველთვის საოცრად თბილად გვხვდებოდა. მართლაც საოცარი, დიდებული ქალი იყო! მამაჩემი ფილმებს ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად იღებდა, მეორე რეჟისორი გახლდათ და მამა და ნატო ძალიან მეგობრობდნენ.

- ბავშვს რამდენად დაგამახსოვრდათ მისი სილამაზე, როგორი დარჩა თქვენს მეხსიერებაში?

- ნატო ვაჩნაძე ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ დედაჩემიც ლამაზი იყო და დედას ვეუბნებოდი, შენ ნატო ვაჩნაძეზე ლამაზი ხარ-მეთქი, რაზეც დედაჩემი სიცილით კვდებოდა... მართლაც ლამაზი ქალი იყო და თანაც ბავშვისთვის დედა ხომ ყველაზე ლამაზია.

ნატო ვაჩნაძე ეკრანზეც ულამაზესი იყო, ცხოვრებაშიც, მაგრამ განსაკუთრებით მისი მეგობრული ხასიათი დამამახსოვრდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველასთვის სათითაოდ "ტაბაკა" შეწვა. უგემრიელესი იყო, მანამდე არც ვიცოდი "ტაბაკა" რა იყო... იმ დროს ისეთი გაჭირვება იყო, შავი პური გვენატრებოდა.

- ის დღე გახსოვთ, როცა ნატო ვაჩნაძის დაღუპვამ მთელი საქართველო შეძრა?

- მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო... ელდარი ჩემი მეგობარი იყო და მეც, მთელმა კლასმა ისე განვიცადეთ, მთელი დღე ელდართან ჩახუტებულები ვიყავით, ვამშვიდებდით, მაგრამ რას გავხდებოდით?! თანაც, როგორც ვიცი, მხოლოდ ნეკი იპოვნეს, მთლიანად დამწვარი იყო და ბეჭდით ამოიცნეს. დღესაც ხშირად მახსენდება, ნიკოლოზ შენგელაია ფილმს - „ის კიდევ დაბრუნდებას“ რომ იღებდა... ამ ფილმში მთავარ როლს ნატო ვაჩნაძე თამაშობდა. გადაღებისას ნიკოლოზ შენგელაიამ თქვა, ცუდად ვარ, მანქანა გააჩერეთო. გადაიყვანეს, მინდორზე დააწვინეს და რატომღაც რუსულად შემდეგი სიტყვები თქვა - „მშვიდობით, სამშობლოვ, მშვიდობით, შვილებო, მშვიდობით, მეგობრებო“... ეს თქვა და იქვე, ველზე გარდაიცვალა. იმ ფილმის გადაღება ახალი დაწყებული იყო და შემდეგ გადაღება მამაჩემმა გააგრძელა...წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: