Youtube-ზე ვრცელდება აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა.
ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლის 1-ელი აპრილით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.
გავრცელებულ ჩანაწერს უკვე ეხმაურებიან პოლიტიკოსები. "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არასერიოზული იქნება მხოლოდ ზურაბ აბაშიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რადგან მთლიანად „ქართული ოცნება“ არის ჩართული რუსეთთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებში და ეს დასტურდება უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენითაც.
"ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი ვასალური დამოკიდებულება აქვს ქართულო ოცნების ხელისუფლებას პუტინის რეჟიმის მიმართ. ეს ადასტურებს ფაქტებს, რომელიც მანამდე არაერთხელ გაჟღერდა: გომელაურის, შსს- ის მაღალჩინოსნების კავშირებს "ეფესბეს" მაღალჩინოსნებთან, ლავროვის შვილის ვიზიტი - ყველაფერი ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ქვეყანას მართავს არა „ქართული ოცნება“, არამედ რუსული ოცნება. ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი და ამ პრიზმიდან უნდა შევაფასოთ ქართული ოცნების საქმიანობა. დღეს ქვეყანას მართავს ვასალური რეჟიმი "რუსული ოცნების", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდეს.
"როგორც ჩანს, კომუნიკაციები არსებობდა და საინტერესოა, ეს კომუნიკაცია არსებობდა თუ არა იქამდე, ან ამის შემდეგაც. ძალიან მძიმეა საუბრის ნახვა, სადაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ბოდიშებს უხდის რუს პროპაგანდისტებს.
მე გამიჭირდება ვთქვა, ასეთი რამე მოხდა, თუ არა ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტის შემთხვევაშიც, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, რადგან როგორც ჩანს, ასეთი რამ ადრე მომხდარა, თუმცა მნიშვნელოვანია დადასტურდეს ჩანაწერის ავთენტურობა" , - განაცხადა დაუშვილმა.
სტუმარმასპინძელი ერთდროს სამაგიდო წიგნი იყო ქართველების...და კიდევ ბეჟაშვილო შემახსენე შენ გაზრდას აგვისტოს ომიდან რადროიყო გასული თქვენი ბანდა ბელადიანად რუსებს რომ ხვდებოდით ლარსზე ზარზეიმით??? თუ მეჩვენება რამე???
ვაი თქვენს პატრონს, პოზნერთან როგორც ხოშტარიას ბანდა მოიქცა, არ არის საბოდიშო? მაშინ დაერიეთ ყველა რუსს რომელიც თბილისში დადის და დაგვიბრუნებია ტერიტორიები. ღირსება თავა არ უნდა დაკარო, როცა სხვისგან ითხოვ. პ.ს. რუსეთი ოკუპანტია და მათი პოლიტიკური ისთაბლიშმენთი დედამოხნული საბჭოთა გადმონაშთი! პ.პ.ს. ხოშტარიების მთელი ოჯახი სამარცხვინოა და ძველი კაგებეშნიკის გადმონაშთი!