მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა ჩეჩნეთის ლიდერის მარჯვენა ხელი და რუსეთის გმირი ადამ დელიმხანოვი? - რამზან კადიროვმა უკრაინულ დაზვერვას თხოვნით მიმართა
სად გაქრა ჩეჩნეთის ლიდერის მარჯვენა ხელი და რუსეთის გმირი ადამ დელიმხანოვი? - რამზან კადიროვმა უკრაინულ დაზვერვას თხოვნით მიმართა

14 ივ­ნისს, უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვან წყა­რო­ებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტი და რამ­ზან კა­დი­რო­ვის მარ­ჯვე­ნა ხელი ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვი და­იჭ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი წერ­დნენ, დე­ლიმ­ხა­ნო­ვი პრი­მორსკში იმ­ყო­ფე­ბო­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა ოკუ­პან­ტე­ბის ცო­ცხალ ძა­ლას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­ნი­ტო­რინ­გებ­და. მათ იცოდ­ნენ, რომ ად­გილ­ზე "ახ­მა­ტის“ წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მათ­ზე არ­ტი­ლე­რი­ამ იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რი­გებ­ში მებ­რძო­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გის, კი­რილ სა­ზო­ნო­ვის თქმით, იე­რი­ში იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ დაჭ­რი­ლიც არა­ვინ დარ­ჩა, ყვე­ლა გა­ნად­გურ­და. მისი თქმით, ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც არ მი­სუ­ლა.

სწო­რედ სა­ზო­ნო­ვი წერ­და, რომ დე­ლიმ­ხა­ნო­ვიც იქ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამ თავ­დას­ხმის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­დი­რო­ვის მარ­ჯვე­ნა ხელი კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ო­და, რა­მაც რამ­ზა­ნიც კი შე­ა­ში­ნა.

"დე­ლიმ­ხა­ნოვ­თან პი­რა­დად მეც ვერ გავ­დი­ვარ კონ­ტაქ­ტზე. ვთხოვ უკ­რა­ი­ნულ დაზ­ვერ­ვას, მოგ­ვა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლად რა პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში და რა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს, რათა ჩემი ძვირ­ფა­სი ძმა რო­გორ­ღაც ვი­პო­ვო.

ჯილ­დო გუ­ლუხ­ვი იქ­ნე­ბა და ძა­ლი­ან გთხოვთ ამა­ში ერ­თად ვი­მოქ­მე­დოთ,“ - წერს რამ­ზა­ნი ტე­ლეგ­რამ­ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დუ­მის დე­პუ­ტატ­მა ვო­ლო­დინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დე­ლიმ­ხა­ნო­ვი ცო­ცხა­ლია და პი­რა­დად ელა­პა­რა­კა მას. თუმ­ცა ადა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვს 2019 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Soso
1

ვინ ოდნავ მაინც ერკვევა ჩეჩნეთის მართველობის სისტემაში ადამ დელიმხანოვი ძალიან დიდი ფიგურაა კადიროვზეც მეტი შეიძლება , დელიმხანოვი იყო ხიდი კადიროვსა და ძველ საველე მეთაურებს შორის დუდაევის მასხადოვის მებრძოლებთან პირადად შეარიგა კადიროვს, დიდი გავლენა და პატივისცემა გააჩნია სანამ ცოცხალია ჩეჩნეთში მშვიდობა იქნება მერე არყდება ომი შიდა დაპირისპირებით

ჩორნა
7

გადავხედე კომენტარებს და სრული უცოდინარობაა და აზრის ვერ გამოტანა..

ადამიანებო, ომია! ორივე ვერსია შეიძლება იყოს მართალი.შეიძლება მოკვდა და შეიძლება ცოცხალია!

იყო დიდი მსხვერპლი და შესაძლებელია ისიც მოკვდა. რაზე გიჟდებით ვერ ვხვდები.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სად გაქრა ჩეჩნეთის ლიდერის მარჯვენა ხელი და რუსეთის გმირი ადამ დელიმხანოვი? - რამზან კადიროვმა უკრაინულ დაზვერვას თხოვნით მიმართა

სად გაქრა ჩეჩნეთის ლიდერის მარჯვენა ხელი და რუსეთის გმირი ადამ დელიმხანოვი? - რამზან კადიროვმა უკრაინულ დაზვერვას თხოვნით მიმართა

14 ივნისს, უკრაინულენოვან წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სათათბიროს დეპუტატი და რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი ადამ დელიმხანოვი დაიჭრა და გარდაიცვალა.

როგორც უკრაინელები წერდნენ, დელიმხანოვი პრიმორსკში იმყოფებოდა. უკრაინული დაზვერვა ოკუპანტების ცოცხალ ძალას რამდენიმე საათის განმავლობაში ამონიტორინგებდა. მათ იცოდნენ, რომ ადგილზე "ახმატის“ წევრებიც იმყოფებოდნენ, მათზე არტილერიამ იერიში მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლი, უკრაინელი პოლიტოლოგის, კირილ საზონოვის თქმით, იერიში იმდენად ძლიერი იყო, რომ დაჭრილიც არავინ დარჩა, ყველა განადგურდა. მისი თქმით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც არ მისულა.

სწორედ საზონოვი წერდა, რომ დელიმხანოვიც იქ იმყოფებოდა.

ამ თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში კადიროვის მარჯვენა ხელი კონტაქტზე არ გამოდიოდა, რამაც რამზანიც კი შეაშინა.

"დელიმხანოვთან პირადად მეც ვერ გავდივარ კონტაქტზე. ვთხოვ უკრაინულ დაზვერვას, მოგვაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულად რა პოზიციაზე მიიტანეს იერიში და რა ზიანი მიაყენეს, რათა ჩემი ძვირფასი ძმა როგორღაც ვიპოვო.

ჯილდო გულუხვი იქნება და ძალიან გთხოვთ ამაში ერთად ვიმოქმედოთ,“ - წერს რამზანი ტელეგრამზე.

მოგვიანებით, დუმის დეპუტატმა ვოლოდინმა განაცხადა, რომ დელიმხანოვი ცოცხალია და პირადად ელაპარაკა მას. თუმცა ადამი სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს 2019 წელს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ