ავტორი:

არეულობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე: მოქალაქემ “ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა და საპროტესტო ბანერი გაშალა

არეულობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე: მოქალაქემ “ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა და საპროტესტო ბანერი გაშალა

პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან.

პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით "არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან" გადმოფინა და სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.

  • სამწუხაროდ, არაადეკვატური მოქალაქეებიც არსებობენ - თქვენი გზავნილი გასაგებია, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალს, რომელმაც სასესიო დარბაზის აივნიდან რუსული რუბლები გადმოყარა და გადმოფინა ნაჭერი წარწერით - "არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".

"როგორც ვხვდები, ქალბატონია. ქალბატონს მინდა მივმართო, რომ როცა თქვენნაირი დამოკიდებულების მქონე მოქალაქეები, რა თემაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას სპეკულაციისთვის იყენებთ, აჩვენებს რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში რადიკალური ადამიანებიც გვყავს. როცა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, აჩვენებს, რომ რეალობის და ადეკვატურობის არანაირი აღქმა არა აქვთ - ყველას და ყველაფერს გადაუვლიან და გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა.