მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიაში დედას ადანაშაულებენ შვილის ძაღლის გალიაში გამოკეტვასა და წამებაში - "ბავშვს აშიმშილებდა და ცივ წყალს ასხამდა"
ავსტრიაში დედას ადანაშაულებენ შვილის ძაღლის გალიაში გამოკეტვასა და წამებაში - "ბავშვს აშიმშილებდა და ცივ წყალს ასხამდა"

ავტრი­ა­ში პო­ლი­ცი­ამ შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ინ­ფორ­მა­ცია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 32 წლის ქალს შვი­ლის წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

  • მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს 12 წლის შვი­ლი ძაღ­ლის გა­ლი­ა­ში ჰყავ­და გა­მო­კე­ტი­ლი, აშიმ­ში­ლებ­და და მხო­ლოდ ეს არ არის, დრო­დად­რო, ფან­ჯრებს აღებ­და და დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ბავ­შვს ცივ წყალს ას­ხამ­და.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ის­თვის გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, ქალი მას შემ­დეგ და­კა­ვე­ბუ­ლია და წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია.

ცნო­ბი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას მა­მამ 22 ნო­ემ­ბერს შე­ა­ტყო­ბი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კაცი ცალ­კე ცხოვ­რობ­და. ბიჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, დედა კი და­ა­კა­ვეს. უც­ნო­ბია, თუ რამ­დე­ნი ხანი ჰყავ­და ქალს ბავ­შვი ასეთ პი­რო­ბებ­ში.

  • "ბიჭს არას­რულ­ფა­სოვ­ნად კვე­ბავ­და და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მე­ბის შე­დე­გად სიკ­ვდილ­თან ახ­ლოს იყო", - აცხა­დებს ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იო­ჰან ბა­უმშლა­გე­რი.

მი­სი­ვე თქმით, შვილს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ას­ხამ­და ცივ წყალს და ამ დროს ფან­ჯრე­ბი ღია ჰქონ­და. ბიჭი ახლა ფი­ზი­კუ­რად გა­მო­ჯან­მრთელ­და, მაგ­რამ "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ის კვლავ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია", - დას­ძი­ნა ბა­უმშლა­გერ­მა.

მე­დი­ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

  • წყა­რო. BBC
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ვფიქრობ დროა მივხვდეთ რომ ყველგან არიან ცუდები და კარგები მიუხედავად ეროვნებისა...

...
20

დედამისი რუსი იქნება, ავსტრიელი მაგას არ ჩაიდენდა, პუტინის კვალი ეძებეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ავსტრიაში დედას ადანაშაულებენ შვილის ძაღლის გალიაში გამოკეტვასა და წამებაში - "ბავშვს აშიმშილებდა და ცივ წყალს ასხამდა"

ავსტრიაში დედას ადანაშაულებენ შვილის ძაღლის გალიაში გამოკეტვასა და წამებაში - "ბავშვს აშიმშილებდა და ცივ წყალს ასხამდა"

ავტრიაში პოლიციამ შემზარავი დანაშაულის შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია. სამართალდამცველები 32 წლის ქალს შვილის წამებასა და მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

  • მათი ინფორმაციით, ქალს 12 წლის შვილი ძაღლის გალიაში ჰყავდა გამოკეტილი, აშიმშილებდა და მხოლოდ ეს არ არის, დროდადრო, ფანჯრებს აღებდა და დღეში რამდენჯერმე ბავშვს ცივ წყალს ასხამდა.

ფაქტის შესახებ პოლიციისთვის გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, ქალი მას შემდეგ დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია.

ცნობილია, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას მამამ 22 ნოემბერს შეატყობინა. აღსანიშნავია, რომ კაცი ცალკე ცხოვრობდა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა კი დააკავეს. უცნობია, თუ რამდენი ხანი ჰყავდა ქალს ბავშვი ასეთ პირობებში.

  • "ბიჭს არასრულფასოვნად კვებავდა და თვეების განმავლობაში წამების შედეგად სიკვდილთან ახლოს იყო", - აცხადებს ავსტრიის პოლიციის წარმომადგენელი, იოჰან ბაუმშლაგერი.

მისივე თქმით, შვილს დღეში რამდენჯერმე ასხამდა ცივ წყალს და ამ დროს ფანჯრები ღია ჰქონდა. ბიჭი ახლა ფიზიკურად გამოჯანმრთელდა, მაგრამ "ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ის კვლავ განადგურებულია", - დასძინა ბაუმშლაგერმა.

მედიის ცნობით, გამოძიება, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

  • წყარო. BBC