მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის
2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის კახა კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ში სი­ახ­ლეა და ის 2-ეტა­პი­ა­ნის ნაც­ვლად, 3-ეტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფებს, რო­მელ­საც რე­გის­ტრა­ცი­ი­სას პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა, და­ე­მა­ტე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა შვი­ლე­ბი.

ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა.

"კი­დევ ერთი სი­ახ­ლე შე­ე­ხე­ბა 2023 -2024 წლის სა­აღ­მზრდე­ლო წელს სა­ბავ­შვო ბაღ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ში ცვლი­ლე­ბებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ამ პრო­ცეს­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბათ რე­გის­ტრა­ცი­ი­სას, ამ ჯგუ­ფებს და­ე­მა­ტე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა შვი­ლე­ბი, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნებ­საც ისე­ვე სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა და პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, მათი მო­ვა­ლე­ო­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად შეს­რუ­ლე­ბი­სას, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს.

ასე­ვე, თუ დღემ­დე მოქ­მე­დი წე­სით რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ორ ეტა­პად, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და პირ­ველ ეტაპ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას, ხოლო მე­ო­რე ეტაპ­ზე სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცი­ას, აღ­ნიშ­ნუ­ლი წესი იც­ვლე­ბა და იქ­ნე­ბა სამ-ეტა­პი­ა­ნი რე­გის­ტრა­ცია, პირ­ველ ეტაპ­ზე და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბავ­შვე­ბი, მე­ო­რე -ეტაპ­ზე და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, ხოლო მე­სა­მე ეტაპ­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის­თვის მივ­მარ­თავთ საკ­რე­ბუ­ლოს და დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ უკვე ივ­ლის­ში გა­მო­ვა­ცხა­დებთ რე­გის­ტრა­ცი­ას",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, გრძელ­დე­ბა ახა­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბაც.

"სექ­ტემ­ბერ­ში სამი ახა­ლი სა­ბავ­შვო ბაღი შე­მოგ­ვე­მა­ტე­ბა, სა­ერ­თო ჯამ­ში ამ ეტაპ­ზე 10 სა­ბავ­შვო ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბა და 2 სა­ბავ­შვო ბა­ღის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პროგ­რა­მის გაგ­რძე­ლე­ბა",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში სიახლეა და ის 2-ეტაპიანის ნაცვლად, 3-ეტაპიანი იქნება.

გარდა ამისა, კალაძის განმარტებით, სოციალური ჯგუფებს, რომელსაც რეგისტრაციისას პრიორიტეტი ენიჭება, დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"კიდევ ერთი სიახლე შეეხება 2023 -2024 წლის სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებებს. მოგეხსენებათ ამ პროცესში გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ რეგისტრაციისას, ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა, მათი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს.

ასევე, თუ დღემდე მოქმედი წესით რეგისტრაცია მიმდინარეობდა ორ ეტაპად, რაც ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაციას, აღნიშნული წესი იცვლება და იქნება სამ-ეტაპიანი რეგისტრაცია, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები, მეორე -ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ უკვე ივლისში გამოვაცხადებთ რეგისტრაციას",- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაც.

"სექტემბერში სამი ახალი საბავშვო ბაღი შემოგვემატება, საერთო ჯამში ამ ეტაპზე 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის გაგრძელება",- განაცხადა კალაძემ.