რამდენიმე დღის წინ, მარიამ მათიაშვილს საკუთარ დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს. სუხიშვილების სოლისტისთვის საყვარელი ადამიანის ხელში საქორწინო ბეჭდის დანახვა მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა.
მარიამის რჩეული დათო თოფურიაა. ოფიციალური ნიშნობის შემდეგ წყვილი არდადეგებს იტალიაში ატარებს.
"მე ვუთხარი დიახ, საუკეთესო ადამიანს ჩემს ცხოვრებაში”, – წერს მარიამი.
შვილის საჯაროდ გაბედნიერების შემდეგ, მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თეა დარჩიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
- ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულება. მადლობა ღმერთს. მარიამ, დათუნა, მთელი ცხოვრება ამ სიყვარულით და სიკეთით შეფუთულებს გევლოთ, ყველას გასახარად. მიყვარხართ.
გასული წლის ოქტომბერში თეა დარჩიასა და მისი მეუღლის გუჯა მათიაშვილის ვაჟმა მირიანმა იქორწინა. თეას და გუჯას ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი, მარიამი "სუხიშვილების" მოცეკვავეა.
Ambebi.ge-სთან ინტერვიუში მარიამი ყვებოდა, რომ ძმის ქორწილში ცრემლი არ შეშრობია.
წაიკითხეთ ასევე: