მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორჩა, რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია
"მორჩა,  რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბია, რომ­ლის "ეფ ეს ბეს­თვის" გა­და­ცე­მა ისე შე­ფუ­თეს, რო­გორც ბჟა­ნი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა... მორ­ჩა, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და, ბიჭ­ვინ­თა 30 მი­ლი­არდ რუბ­ლად გა­და­ი­ფორ­მეს - ჩვენ კი ვი­ძა­ხოთ, აფხა­ზე­თი არ იყი­დე­ბა! შემ­დეგ კი, შინ კმა­ყო­ფი­ლე­ბი დავ­ბრუნ­დეთ და ახალ ამ­ბებ­ში გა­ვი­გოთ, რო­მელ რუ­სულ კომ­პა­ნი­ას რა გეგ­მე­ბი აქვს აფხა­ზეთ­ში" - წერს აფხა­ზი აქ­ტი­ვის­ტი ელენ ამიჩ­ბა.

abkhaz-auto.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე, აფხა­ზეთ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია იმ­ყო­ფე­ბო­და. ას­ლან ბჟა­ნია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ალექ­სან­დრე ნო­ვაკს შეხ­ვდა, სა­დაც ერ­თობ­ლივ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რეს...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­შინ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნო­ვაკ­მა დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ბიჭ­ვინ­თა­ში 46,5 ჰექ­ტარ­ზე გათ­ვლი­ლი სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის "მოსკვა რე­ზორ­ტის­თვის" გან­კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

  • ეს ის კომ­პლექ­სია, რომ­ლის გარ­შე­მოც აფხა­ზეთ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი იყო ატე­ხი­ლი და არა­ერ­თხელ აქ­ცი­აც გა­ი­მარ­თა

ბჟა­ნია პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მარ­შრუტს, რო­მე­ლიც სო­ხუ­მი­დან ბიჭ­ვინ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რათა რუ­სე­თის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის აფხა­ზე­თის პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა... დე­ლე­გა­ცი­ა­ში იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ქვე­ყა­ნა­ში ომის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე მი­ხა­ილ ბა­ბი­ჩი.

ამას­თა­ნა­ვე, აფხა­ზეთს სტუმ­რობ­დნენ ეკო­ნო­მი­კი­სა და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ რუ­სუ­ლი თან­ხე­ბი უკვე გად­მო­ი­რი­ცხა, ის აფხა­ზურ ბი­უ­ჯეტს მოხ­მარ­დე­ბა და გაპ­რო­ტეს­ტე­ბა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.

კომ­პლექ­სი, 2026 წელს გა­იხ­სნე­ბა. მას­ში რუ­სეთ­მა 30 მი­ლი­არდ რუბ­ლზე მეტი გა­და­ი­ხა­და... კომ­პლექსში შე­დის აპარტ-ჰო­ტე­ლე­ბი, კერ­ძოდ, 450 სას­ტუმ­რო ნო­მე­რი და ხან­გრძლი­ვი ვა­დით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი, მათ შო­რის, ცალ­კე­უ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი...

აღ­ნიშ­ნულ კომ­პლექსში შე­დის, ორ კი­ლო­მეტრზე მეტი სიგ­რძის სა­ნა­პი­რო ზოლი. რო­გორც აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, დე­ლე­გა­ცი­ამ მო­ი­ნა­ხუ­ლა ასე­ვე პან­სი­ო­ნა­ტე­ბის კომ­პლექ­სი “ბიჭ­ვინ­თის კუ­რორ­ტი”, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ასე­ვე რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის სა­მიზ­ნეა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სე­თის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მარ­თულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­და­წყდა. თან­ხის ნა­წი­ლის გა­ხარ­ჯვის დე­ტა­ლე­ბიც ცნო­ბი­ლია. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი გუ­და­უ­თას ეძღვნე­ბა და მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის 70 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დეა გა­მო­ყო­ფი­ლი.

რო­გორც გუ­და­უ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­ლე­რი მე­ლია აცხა­დებს, მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მო­წყო­ბა წლის ბო­ლომ­დე უნდა დას­რულ­დეს...

  • ად­გი­ლობ­რი­ვებს არ სჯე­რათ, რომ გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხა რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. მათი თქმით, თავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლად და დამ­ცი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

"ახლა გა­მო­ვიდ­ნენ იმ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ვინც პა­ტა­რა ბავ­შვებს პლა­კა­ტე­ბი და­ა­კა­ვე­ბი­ნა და ამ სის­ტე­მას­თან ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­და. ახლა ისი­ნი არ ჩა­ნან, იმ ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს, ოჯა­ხის წევ­რებს კი, პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს. რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია მა­ინც შე­მო­ვი­და, აპარ­ტა­მენტ-ჰო­ტე­ლე­ბი მა­ინც აშენ­დე­ბა, მი­წებ­სა და სხვა უძ­რავ ქო­ნე­ბას მა­ინც შე­ი­ძე­ნენ, ძაღ­ლი ყეფს, ქა­რა­ვა­ნი მი­დის... ანუ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ თან­და­თან ძა­ლი­ან ცუდ რა­მეს, მორ­ჩი­ლე­ბას გვა­გუ­ე­ბენ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

"ამ ფუ­ლით, და­ვა­ზუს­ტებ, აფხა­ზე­თის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლით, მხო­ლოდ ერთი - ორი ქუჩა გა­კეთ­დე­ბა, ფა­სა­დუ­რად, ერთი-ორი გზა და­ი­გე­ბა, და­ნარ­ჩე­ნით ვნა­ხავთ, კარგ ად­გი­ლებ­ში წა­მო­ჭი­მულ სამ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებს, რომ­ლის პატ­რო­ნე­ბიც აფხა­ზი და აწ უკვე, რუსი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი იქ­ნე­ბი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გვყავს, ოპო­ზი­ცია უავ­ტო­რი­ტე­ტოა და ჩა­ვარ­და. დას­კვნა თა­ვად გა­ა­კე­თეთ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ემ­ზარ ჩი­რი­კბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
0

რა მორჩა რის მორჩა შემოსულები რა არ იყვნეენ???

თენგო
6

ბიძინისტები ხმას რატომ არ იღებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"მორჩა, რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია

"მორჩა,  რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია

"როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის მიზეზი ბიჭვინთის აგარაკებია, რომლის "ეფ ეს ბესთვის" გადაცემა ისე შეფუთეს, როგორც ბჟანიას ხელისუფლების პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური წარმატება... მორჩა, ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ყველაფერი მოგვარდა, ბიჭვინთა 30 მილიარდ რუბლად გადაიფორმეს - ჩვენ კი ვიძახოთ, აფხაზეთი არ იყიდება! შემდეგ კი, შინ კმაყოფილები დავბრუნდეთ და ახალ ამბებში გავიგოთ, რომელ რუსულ კომპანიას რა გეგმები აქვს აფხაზეთში" - წერს აფხაზი აქტივისტი ელენ ამიჩბა.

abkhaz-auto.ru-ს ინფორმაციით, ამ ცნობების გავრცელებამდე, აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა. ასლან ბჟანია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელ ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა, სადაც ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს...

ადგილობრივების თქმით, მაშინ შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ნოვაკმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის "მოსკვა რეზორტისთვის" განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.

  • ეს ის კომპლექსია, რომლის გარშემოც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და არაერთხელ აქციაც გაიმართა

ბჟანია პირადად ხელმძღვანელობდა მარშრუტს, რომელიც სოხუმიდან ბიჭვინთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რათა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებისთვის აფხაზეთის პოტენციალი დაენახვებინა... დელეგაციაში იყვნენ ისეთებიც, ვინც ქვეყანაში ომის შემდეგ არ ყოფილა. მაგალითად, ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი.

ამასთანავე, აფხაზეთს სტუმრობდნენ ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რუსული თანხები უკვე გადმოირიცხა, ის აფხაზურ ბიუჯეტს მოხმარდება და გაპროტესტება უკვე დაგვიანებულია.

კომპლექსი, 2026 წელს გაიხსნება. მასში რუსეთმა 30 მილიარდ რუბლზე მეტი გადაიხადა... კომპლექსში შედის აპარტ-ჰოტელები, კერძოდ, 450 სასტუმრო ნომერი და ხანგრძლივი ვადით საცხოვრებელი ფართები, მათ შორის, ცალკეული აპარტამენტები...

აღნიშნულ კომპლექსში შედის, ორ კილომეტრზე მეტი სიგრძის სანაპირო ზოლი. როგორც აფხაზური მედია წერს, დელეგაციამ მოინახულა ასევე პანსიონატების კომპლექსი “ბიჭვინთის კურორტი”, რომელიც დიდი ხანია ასევე რუსული ბიზნესის სამიზნეა.

გამოცემის ცნობით, საკითხი საბოლოოდ, რუსეთის დღესთან დაკავშირებულ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაწყდა. თანხის ნაწილის გახარჯვის დეტალებიც ცნობილია. პირველი პროექტი გუდაუთას ეძღვნება და მისი რეაბილიტაციისთვის 70 მილიონ რუბლამდეა გამოყოფილი.

როგორც გუდაუთის მუნიციპალიტეტის საბჭოს წარმომადგენელი ვალერი მელია აცხადებს, მისი ინფრასტრუქტურული მოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს...

  • ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ გადმორიცხული თანხა რეგიონის განვითარებას მოხმარდება. მათი თქმით, თავს მოტყუებულად და დამცირებულად მიიჩნევენ.

"ახლა გამოვიდნენ იმ აქციის ორგანიზატორები, ვინც პატარა ბავშვებს პლაკატები დააკავებინა და ამ სისტემასთან ბრძოლისკენ მოუწოდა. ახლა ისინი არ ჩანან, იმ ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს კი, პრობლემები შეუქმნეს. რუსული კომპანია მაინც შემოვიდა, აპარტამენტ-ჰოტელები მაინც აშენდება, მიწებსა და სხვა უძრავ ქონებას მაინც შეიძენენ, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის... ანუ არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ თანდათან ძალიან ცუდ რამეს, მორჩილებას გვაგუებენ" - წერს ადგილობრივი ირაკლი სუხუმსკი.

"ამ ფულით, დავაზუსტებ, აფხაზეთის გაყიდვიდან შემოსული ფულით, მხოლოდ ერთი - ორი ქუჩა გაკეთდება, ფასადურად, ერთი-ორი გზა დაიგება, დანარჩენით ვნახავთ, კარგ ადგილებში წამოჭიმულ სამსართულიან სახლებს, რომლის პატრონებიც აფხაზი და აწ უკვე, რუსი ჩინოვნიკები იქნებიან. სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს, ოპოზიცია უავტორიტეტოა და ჩავარდა. დასკვნა თავად გააკეთეთ" - წერს ადგილობრივი ემზარ ჩირიკბა.