მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა..." - რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვაჟის მუსიკალური ვნებები ომის ფონზე
"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა..." -  რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვაჟის მუსიკალური ვნებები ომის ფონზე

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გუნ­დმა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს უკა­ნო­ნო შვილ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ნის­ტრის შვი­ლი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს.

"ჩვენ ვი­პო­ვეთ შო­ი­გუს ვაჟი არა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ან სან­გარ­ში, გენშტა­ბის თბილ სა­ვარ­ძელ­შიც კი არა... ჩვენ ის "ევ­რო­პა პლუ­სის“ ჰი­ტებ­ში ვი­პო­ვეთ,“ - წერს navalny.com

მი­ნის­ტრის ვაჟი და­ნი­ლა შე­ბუ­ნო­ვი შო­უ­ბიზ­ნე­სის სამ­ყა­რო­ში შე­ბას ან sheba singer-ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

ამ­ბო­ბენ, რომ ბიჭი "რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვია“. სხვა­თა შო­რის, გა­რეგ­ნუ­ლად მა­მა­მისს საკ­მა­ოდ ჰგავს.

ომის მი­უ­ხე­და­ვად, 22 წლის და­ნი­ლა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობს. ადრე ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა სურ­და, შემ­დეგ კი, ნა­ვალ­ნის გუნ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­დეს.

შო­ი­გუს და­ნი­ლა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცო­ლის­გან, რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მი­ნის­ტროს "სტი­უ­არ­დე­სას­გან", ელე­ნა შე­ბუ­ნო­ვას­გან ჰყავს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­ი­გუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღემ­დე იუ­ლი­ა­სა და ქსე­ნი­ას დე­და­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მი­ნისტრს ეს ფაქ­ტი ხელს არ უშ­ლის იმა­ში, რომ ბავ­შვე­ბი სხვა ქა­ლე­ბის­გა­ნაც ჰყავ­დეს. ელე­ნა შე­ბუ­ნო­ვამ შო­ი­გუს სამი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. გო­გო­ნას დაშა ჰქვია, რო­მე­ლიც 15 წლი­საა. სტე­პა­ნი 2011 წელს და­ი­ბა­და, ხოლო და­ნი­ლა 2001-ში,“ - წერს სა­ი­ტი.

რო­გორც ჟურ­ნალ­სი­ტებ­მა მო­იკ­ვლი­ეს, შო­ი­გუს ყვე­ლა შვი­ლი ერ­თსა­და­ი­მა­ვე სკო­ლა­ში, "პრე­ზი­დენ­ტში“ და­დი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ე.წ. მი­ლი­ო­ნე­რე­ბის რა­ი­ონ­ში - რუბ­ლი­ოვ­კა­ზეა. სკო­ლის წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია. შება 19 წლის ასა­კი­დან ბიზ­ნეს­მე­ნობს კი­დეც. მას მოს­კო­ვის ცენ­ტრში ორი დიდი ოფი­სი აქვს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

"იცით, შო­ი­გუს შვი­ლი სექ­ტემ­ბერ­ში, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე 4 დღით ადრე სად გა­ემ­გზავ­რა? - თურ­ქეთ­ში, ე.წ. მივ­ლი­ნე­ბა­ში ის თა­ვის მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერ­თან ერ­თად წა­ვი­და. ეს მა­შინ, რო­დე­საც მის თა­ნა­ტო­ლებს ქუ­ჩებ­ში დას­დევ­დნენ და სახ­ლი­დან ძა­ლით მიჰ­ყავ­დათ ფრონტზე, ამ დროს შება ზღვა­ში ცუ­რავ­და და მა­სა­ჟებს იკე­თებ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

პე­რი­ო­დუ­ლად შო­ი­გუს შვი­ლი გა­მომ­წვევ პოს­ტებ­საც დებს. მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბერ­ში მან ზღვა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­ა­წე­რა: "გა­ვი­გე, რომ მოს­კოვ­ში აცივ­და... აი, და­ი­ჭი­რეთ ცხე­ლი ფოტო“, - წერ­და შება.

მი­ნის­ტრის შვი­ლის მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბა­სა და ომის­თვის თა­ვის არი­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. შო­ი­გუს, რომ­ლის რე­პუ­ტა­ცია ისე­დაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა, ჯერ სი­ძის, შემ­დეგ "ვაგ­ნე­რის“ მე­თა­უ­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის და ახლა უკვე შვი­ლის გამო, არა­ერ­თხელ შე­ექ­მნა უხერ­ხუ­ლო­ბა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

რაშ გვაინტერესებს სხვისი უკანონო შვილები??? საკუთრების უკანონო შვილებს ნუ გააპიარებთ და კანონიერი შვილები, მაგ. უკრაინის გენერალიტეტის ან სხვების, სად არიან, ისიც დაწერეთ! არ შეგვჭამეს ამ რუსეთით, კაცო?? არ გვაინტერესებს! სხვა თემა არა გაქვთ?

ვახტანგი -71
49

არ დამბლოკოთ!!!

პროპაგანდისტული სტატიაა, რომელიც ემსახურება შოიგუს და მისი სახით რუსეთის გაშავებას!

დავიჯერო, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების შვილები თურმე ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლობენ?

ჭირი წაუღია რუსეთს, უკრაინას და ყველა სხვა ქვეყანას, რომელთა გულისთვის ეს სამყარო შეიძლება რომ განადგურდეს!

მე თუ მკითხავთ არა მარტო შოიგუს ვაჟიშვილმა, არამედ ყველა მაღალჩინოსნების შვილებმაც უნდა მოიხადონ პატრიოტული ვალი თავიანთი ქვეყნების დაცვისათვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა..." - რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვაჟის მუსიკალური ვნებები ომის ფონზე

"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა..." -  რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვაჟის მუსიკალური ვნებები ომის ფონზე

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკანონო შვილზე გამოძიება ჩაატარა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რითაა დაკავებული მინისტრის შვილი რუსეთ-უკრაინის ომის დროს.

"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა... ჩვენ ის "ევროპა პლუსის“ ჰიტებში ვიპოვეთ,“ - წერს navalny.com

მინისტრის ვაჟი დანილა შებუნოვი შოუბიზნესის სამყაროში შებას ან sheba singer-ის სახელით არის ცნობილი.

ამბობენ, რომ ბიჭი "რუსული შოუბიზნესის ამომავალი ვარსკვლავია“. სხვათა შორის, გარეგნულად მამამისს საკმაოდ ჰგავს.

ომის მიუხედავად, 22 წლის დანილა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ადრე ფეხბურთელობა სურდა, შემდეგ კი, ნავალნის გუნდის ინფორმაციით, არაერთი მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ წარმატებული მომღერალი გახდეს.

შოიგუს დანილა არაოფიციალური ცოლისგან, რუსეთის საგანგებო-სამაშველო სამინისტროს "სტიუარდესასგან", ელენა შებუნოვასგან ჰყავს.

"მიუხედავად იმისა, რომ შოიგუ ოფიციალურად დღემდე იულიასა და ქსენიას დედაზეა დაქორწინებული, მინისტრს ეს ფაქტი ხელს არ უშლის იმაში, რომ ბავშვები სხვა ქალებისგანაც ჰყავდეს. ელენა შებუნოვამ შოიგუს სამი შვილი გაუჩინა. გოგონას დაშა ჰქვია, რომელიც 15 წლისაა. სტეპანი 2011 წელს დაიბადა, ხოლო დანილა 2001-ში,“ - წერს საიტი.

როგორც ჟურნალსიტებმა მოიკვლიეს, შოიგუს ყველა შვილი ერთსადაიმავე სკოლაში, "პრეზიდენტში“ დადიოდნენ, რომელიც მოსკოვში ე.წ. მილიონერების რაიონში - რუბლიოვკაზეა. სკოლის წლიური გადასახადი დაახლოებით, 2 მილიონი რუბლია. შება 19 წლის ასაკიდან ბიზნესმენობს კიდეც. მას მოსკოვის ცენტრში ორი დიდი ოფისი აქვს გაქირავებული.

"იცით, შოიგუს შვილი სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადებამდე 4 დღით ადრე სად გაემგზავრა? - თურქეთში, ე.წ. მივლინებაში ის თავის მუსიკალურ პროდიუსერთან ერთად წავიდა. ეს მაშინ, როდესაც მის თანატოლებს ქუჩებში დასდევდნენ და სახლიდან ძალით მიჰყავდათ ფრონტზე, ამ დროს შება ზღვაში ცურავდა და მასაჟებს იკეთებდა", - წერს გამოცემა.

პერიოდულად შოიგუს შვილი გამომწვევ პოსტებსაც დებს. მაგალითად, სექტემბერში მან ზღვაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: "გავიგე, რომ მოსკოვში აცივდა... აი, დაიჭირეთ ცხელი ფოტო“, - წერდა შება.

მინისტრის შვილის მდიდრულ ცხოვრებასა და ომისთვის თავის არიდებას სოციალურ ქსელებში უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. შოიგუს, რომლის რეპუტაცია ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, ჯერ სიძის, შემდეგ "ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის და ახლა უკვე შვილის გამო, არაერთხელ შეექმნა უხერხულობა.

ავტორი: ანრი კურტანიძე