საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე
"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე კი­ნო­ცენ­ტრში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს.

მისი თქმით, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის და­ნიშ­ვნა არ შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც დო­ლი­ძემ "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, "არ შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან იუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ".

"ქარ­თუ­ლი კინო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუ არ ეყო­ლე­ბა სპონ­სო­რე­ბი. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა და მორ­ჩა. არ შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან იყ­ვნენ იუ­რის­ტე­ბი, გა­მო­რი­ცხუ­ლია ეს ამ­ბა­ვი. იუ­რის­ტი უწყე­ბა­ში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იუ­რის­ტე­ბით გა­ივ­სოს, არა? რაც ხდე­ბა კი­ნო­ცენ­ტრში, ეგ არის და­უშ­ვე­ბე­ლი. მე მგო­ნია, რომ ეს არ არის კარ­გი მთავ­რო­ბის­თვის, ზურ­გში ჩარ­ტყმულ და­ნას ჰგავს", - ამ­ბობს ქეთი დო­ლი­ძე "ფორ­მუ­ლას­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უწყე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ისი­ნი ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რას მო­ი­თხო­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, დი­რექ­ტო­რი კონ­კურ­სის გზით უნდა ირ­ჩე­ო­დეს, ხოლო ახა­ლი დი­რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნამ­დე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უნდა შე­ჩერ­დეს.

კი­ნო­ცენ­ტრში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­წყე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფე­ის­ბუ­კის პი­რად გვერ­დებ­ზე კვი­რას, 11 ივ­ნისს გა­ავ­რცე­ლეს. კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნინო კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი წერ­და, რომ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მისი შტა­ტი გა­ა­უქ­მა და 12 ივ­ლი­სი­დან სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­ნო­ცენ­ტრში კი­ნო­წარ­მო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ის, POSTV-ის ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნი ბაჩო ოდი­შა­რია, რა­საც კი­ნო­ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
0

რაც უნდა პროფესიონალი კადრი დაინიშნოს კინოცენტრში, ის დამოუკიდებლად დარგს ვერ გაუძღვება, არ მისცემენ ამის საშუალებას, ეგაა პრობლემა, არაპროფესიონალიზმი კიარა. 

ყველა დარგში, ყველა მიმართულებით ასეა!
2

არაპროფესიონალები, დილეტანტები არიან ს ა თ ა ვ ე შ ი !!! იმიტომაც ვართ ასეთ დღეში. მიეცით გასაქანი და დააწინაურეთ პროფესიონალი, მაგრამ უ პ ა ტ რ ო ნ ო კადრები!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე

"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და უკმაყოფილებას გამოთქვამს.

მისი თქმით, არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება, როგორც დოლიძემ "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, "არ შეიძლება ყველგან იურისტები იყვნენ".

"ქართული კინო დამოუკიდებელი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუ არ ეყოლება სპონსორები. არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყვნენ იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს, არა? რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს", - ამბობს ქეთი დოლიძე "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში.

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები უწყებაში მიმდინარე რეაორგანიზაციას აპროტესტებენ. ისინი ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი განცხადებით, დირექტორი კონკურსის გზით უნდა ირჩეოდეს, ხოლო ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ.

რამდენიმე დღის წინ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რასაც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.