პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე გერმანიაში, ერთ-ერთ კომპანიაში პროექტის მენეჯერია... მე არ ვმუშაობ, რადგან ოჯახზე ვარ ორიენტირებული" - ერთ დროს ცნობილი მოდელის გერმანული ცხოვრება
"ჩემი მეუღლე გერმანიაში, ერთ-ერთ კომპანიაში პროექტის მენეჯერია... მე არ ვმუშაობ, რადგან ოჯახზე ვარ ორიენტირებული" - ერთ დროს ცნობილი მოდელის გერმანული ცხოვრება

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მო­დე­ლი თიკო ნატ­როშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2005-2006 წლებ­ში პა­რი­ზის მა­ღა­ლი მო­დის კვი­რე­ულ­ზე აღ­მოჩ­ნდა. მა­შინ ამ მოვ­ლე­ნას ქარ­თულ პრე­სა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. თიკო ნატ­როშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. მო­დე­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ინ­ტე­რე­სო წარ­სულ­ზე გერ­მა­ნი­ი­დან გვე­სა­უბ­რა.

- თიკო, რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა? ურ­თუ­ლე­სი, ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი 90-იანი წლე­ბი იყო, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნე­ბის, მო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი...

- დიახ.. ახლა ბევ­რად მეტი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ ზოგი სფე­რო მი­დუ­მე­ბუ­ლია, თით­ქოს ჩაკ­ვდა... 90-იან წლებ­ში თა­ვად არ მო­მიხ­და სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ თვალს ვა­დევ­ნებ­დი. მა­შინ რა­ღაც სი­ახ­ლე იყო, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ფე­რა­დოვ­ნე­ბას ქმნი­და. მო­დის სფე­რო­ში სი­ახ­ლე­ე­ბის ერთ-ერთი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, წი­ნამ­ძღო­ლი - ნა­ტა­ლია სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი იყო. იმ პე­რი­ო­დის ლა­მაზ გო­გო­ებს თავი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლიმ" მო­უ­ყა­რა, თა­ი­გუ­ლი­ვით შექ­მნა. მე ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვი ამ სა­ა­გენ­ტო­ში, რო­დე­საც იყ­ვნენ - თიკა ფა­ცა­ცია, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, სხვა­თა შო­რის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი გან­ცდა იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ამ სა­ა­გენ­ტო­ში მოვ­ხვდი. არა­სო­დეს არ მქო­ნია ამ­ბი­ცია, სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში?

- რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ყო­ველ­თვის მაკ­ლდა. არ ვფიქ­რობ­დი, რომ ის სტან­დარ­ტე­ბი მქონ­და, რომ­ლი­თაც პო­დი­უ­მის მო­თხოვ­ნებს და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი, თუნ­დაც ერთ დი­ზა­ი­ნერს მა­ინც მო­ვე­წო­ნე­ბო­დი... დე­და­ჩე­მის მე­გო­ბა­რი სულ მი­მე­ო­რებ­და ნა­ტა­ლი­ას­თან უნდა წა­გიყ­ვა­ნოო, მაგ­რამ უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი. უკვე დიდი ვი­ყა­ვი, და­ახ­ლო­ე­ბით 18 წლის, ჩემი პრო­ფე­სია - ჟურ­ნა­ლის­ტო­ბაც არ­ჩე­უ­ლი მქონ­და. დე­დას მე­გო­ბა­რი კი იმ­დე­ნად გუ­ლით მთხოვ­და, მო­მე­რი­და და მხო­ლოდ ამ რი­დის გამო წავ­ყე­ვი. კარ­გად მახ­სოვს ნა­ტას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა... ერთ-ერთ კას­ტინგზე იმ­დე­ნი ცნო­ბი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, ჩემს თავს ვუ­თხა­რი - თიკო, ვის და­ე­კარ­გეო... ამ­დე­ნად არა­ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე ვარ. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელს მიშ­ლის...

ცოტა ხანს სტუ­დი­ა­ში ვი­ა­რე და შემ­დეგ ნა­ტას ვუ­თხა­რი, იმ ასაკ­ში არ ვარ, რა­ღაც ვი­ოც­ნე­ბო, ფან­ტა­ზია შე­ვიქ­მნა ჩემი თა­ვის შე­სა­ხებ და თუ ჩემ­გან მო­დე­ლი არ დად­გე­ბა, უნდა წა­ვი­დე-თქო, მაგ­რამ ნა­ტამ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დარ­ჩეო.. რო­გორც ჩანს, მას მი­აჩ­ნდა, რომ ამ სფე­რო­ში ჩემს სათ­ქმელს ვი­ტყო­დი... მარ­თლაც სა­წყის პე­რი­ოდ­ში­ვე, მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის - ირაკ­ლი ნა­სი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე პა­რიზ­ში აღ­მოვ­ჩნდი...

- იმ­დრო­ინ­დელ პრე­სა­ში ამ ფაქტს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა...პა­რიზ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ეტყო­ბა, ესეც ჩემი არა­ამ­ბი­ცი­უ­რო­ბის გამო მოხ­და... დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, რომ კი­დევ უფრო მე­ტის მიღ­წე­ვა შე­მეძ­ლო. მახ­სოვს, პა­რიზ­ში გო­გო­ე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, შენ ისევ აქ უნდა დაბ­რუნ­დეო... ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი უფრო ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და, მან სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის სფე­რო­ში თქვა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი კი არ ჰქონ­და, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გას­ვლის ბევ­რი შან­სი აქვთ... ჩემს დროს არ იყო ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე პა­რიზ­ში მოვ­ხვდი. არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე ვთქვათ, არ დავ­ბრმავ­დი და თავი იმით და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლე, რაც მო­მე­ცა. ის კი სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დელ პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და... ირაკ­ლი ნა­სი­ძეს­თან მოხ­ვედ­რის ის­ტო­რია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა! ირაკ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი, კო­ლექ­ცი­ას აქ ქმნი­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ პა­რიზ­ში უნდა წა­რედ­გი­ნა...

- რო­მელ წელს იყა­ვით პა­რიზ­ში?

- ორ­ჯერ ვი­ყა­ვი, 2005-2006 წლებ­ში... ირაკ­ლის 2005 წელს პა­რიზ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­ნე­ბა ჰქონ­და, მისი კო­ლექ­ცია პა­რი­ზის მა­ღა­ლი მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში იქ­მნე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ლი უნდა აერ­ჩია და მახ­სოვს, შე­სარ­ჩე­ვად უამ­რა­ვი გოგო ვი­ყა­ვით, ცნო­ბი­ლე­ბი, არაც­ნო­ბი­ლე­ბი... მე ჯერ კი­დევ დამ­წყე­ბი მო­დე­ლი ვი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, შემ­დეგ თა­ვად ირაკ­ლიმ აღ­ნიშ­ნა, კუ­თხე­ში რომ ვი­დე­ქი, ისევ იმ სა­ხით, თიკო ვის და­ე­კარ­გეო...

შერ­ჩე­ვა­ზე ირაკ­ლიმ მი­თხრა, თუ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­რე­თო და შემ­დეგ ირაკ­ლის ვუყ­ვე­ბო­დი, კი არ გა­ვი­ა­რე, ისე გა­ვა­ჭე­ნე, კე­დელს ლა­მის თა­ვით და­ვე­ჯა­ხე... და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის შემ­დეგ ნატა სა­მა­და­ლაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, გთხოვ ახ­ლა­ვე გა­ი­ქე­ცი, ირაკ­ლი ნა­სი­ძე გე­ლო­დე­ბაო... მყის­ვე წა­ვე­დი, მახ­სოვს ირაკ­ლი მო­დე­ლებ­თან რო­გორ მუ­შა­ობ­და, რა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო, რაც სა­უბ­რის ცალ­კე თე­მაა... ირაკ­ლიმ მი­თხრა, თქვენ დაგ­ტო­ვეთ, გე­ლო­დე­ბო­დიო, როცა ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რიც კი არ იცო­და... ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი მყარ­დე­ბა, ირაკ­ლი დი­ზა­ი­ნერ­ზე მე­ტად უფრო ხე­ლო­ვა­ნია და შე­იძ­ლე­ბა პო­პუ­ლის­ტურს გვერ­დი აუ­ა­როს, სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ი­ჭი­როს.

პა­რიზ­ში იმ დროს აღ­მოვ­ჩნდი, რუ­სეთ­მა რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზი გა­დაგ­ვიჭ­რა და ლა­მის ქვე­ყა­ნა გა­ი­ყი­ნა. თბი­ლი­სი­დან მი­რე­კავ­დნენ და მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, მანდ დარ­ჩი, აღარ ჩა­მოხ­ვი­დეო... რა­საკ­ვირ­ვე­ლია პა­რიზ­ში სულ სხვა გა­რე­მო დამ­ხვდა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო იყო, სამი დღით ადრე რომ ვი­ზა­ჟის­ტი მო­დი­ო­და, ყვე­ლა მო­დელ­ზე გეგ­მავ­და, რო­გო­რი მა­კი­ა­ჟი უნდა ჰქო­ნო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო პე­რი­ო­დი, როცა მა­კი­აჟს თა­ვად ვი­კე­თებ­დით და ძვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლე­ბი იმა­საც იხ­სე­ნე­ბენ, სა­კუ­თა­რი, ან ნა­თხო­ვა­რი ფეხ­საც­მე­ლე­ბით რომ გა­დი­ოდ­ნენ ჩვე­ნე­ბა­ზე... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ დროს პა­რიზ­ში შენ­ზე, თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ზრუ­ნავს. აც­ნო­ბი­ე­რებ, რამ­დე­ნად სა­ო­ცარ გა­რე­მო­ში მოხ­ვდი. ჩვე­ნე­ბა პა­რი­ზის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სას­ტუმ­რო­ში გა­ი­მარ­თა რო­გორც 2005, ასე­ვე 2006 წელს... ალ­ბათ შორი გზი­დან რომ ჩა­ვე­დი, პა­ტი­ვი მერ­გო და ორი­ვე ჩვე­ნე­ბა­ზე ფი­ნალ­ში გა­მო­ვე­დი. ორი­ვე­ჯერ ულა­მა­ზე­სი კაბა მეც­ვა. არ ვიცი რამ­დე­ნი ათა­სი სვა­როვ­სკის თავ­ლით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი და სულ ხე­ლით შექ­მნი­ლი.

ამ სფე­რო­ში ახ­ლა­დფე­ხად­გმუ­ლი ვი­ყა­ვი, იქ ყვე­ლა­ფერს ვე­ღარ აღ­ვიქ­ვამ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩემს თავს "ფე­შენ ტი­ვი­ზე" რომ ვუ­ყუ­რებ­დი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად დიდი რამ იყო, ქარ­თვე­ლი, ახალ­ბე­და მო­დე­ლი პა­რი­ზის მა­ღა­ლი მო­დის კვი­რე­ულ­ზე...ახლა ამის ბევ­რი პრე­ცე­დენ­ტია და აღა­რა­ვის უკ­ვირს, მა­შინ კი დიდი მოვ­ლე­ნა იყო. ჩემი ფოტო მო­დის ჟურ­ნალ­ში -„ოფი­სი­ე­ლი“ და­ი­ბეჭ­და“. ვი­ცით, რომ ეს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მო­დის ჟურ­ნა­ლია და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ და­ბეჭ­დი­ლი ფოტო არც მაქვს. ჟურ­ნალ­ში რომ ფოტო და­ი­ბეჭ­და, ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც სხვა ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის­გან გა­ვი­გე.

ის რთუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, ხელს გვიშ­ლი­და, გა­მოგ­ვეც­ნო სად ვი­ყა­ვით და რამ­დე­ნი შეგ­ვეძ­ლო... და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბა ვართ. მე პი­რა­დად ვერ მივ­ხვდი, თუ რამ­დე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და იმ ყვე­ლა­ფერს მო­ე­ტა­ნა. ტე­ლე­ვი­ზი­ით ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და... ერთ-ერთ, ქარ­თულ ტე­ლე­არხზე ჩემს შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი თიკო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და. სი­უ­ჟეტ­ში ჩემს ყელ­ზე ყელ­სა­ბა­მი ჩანს, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად უძ­ვირ­ფა­სე­სი იყო, სულ ბრი­ლი­ან­ტე­ბით შემ­კუ­ლი. ეს ყელ­სა­ბა­მი თვა­ლით არ მი­ნა­ხავს, ჩვე­ნე­ბა­ზე გას­ვლის წინ გა­მი­კე­თეს და რო­გორც კი კუ­ლი­სებ­ში შე­მოვ­ბრუნ­დი, მა­შინ­ვე ვი­ღაც კი­სერ­ში მწვდა და მომხსნა... ყელ­სა­ბა­მი ფო­ტო­ე­ბის და სი­უ­ჟე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვნა­ხე. სამ­კა­უ­ლე­ბი სხვებ­საც ეკე­თათ, მაგ­რამ მე რა გა­მი­კე­თეს, ის არ ვიცი და სხვე­ბის ხომ სა­ერ­თოდ... თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი მიყ­ვე­ბო­და, მა­სა­ლას რომ ვშიფ­რავ­დი, ჩან­და ჩვე­ნე­ბა­ზე რომ გო­გოს სა­ყუ­რე მოძ­ვრა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ლა­მის მოკ­ვდაო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ რა აუ­ა­რე­ბელ სიმ­დიდ­რე­ზეა სა­უ­ბა­რი. კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვით იყო მთე­ლი ეს სამ­კა­უ­ლე­ბი შე­მო­ტა­ნი­ლი და გა­ტა­ნი­ლი. ერთი სი­ტყვით, ეს იყო მარ­თლაც უბრწყინ­ვა­ლე­სი და ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც ირაკ­ლი ნა­სი­ძე და მე ოჯა­ხე­ბით ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- რას გვე­ტყვი შენს გერ­მა­ნულ ცხოვ­რე­ბა­ზე? რას საქ­მი­ა­ნობთ შენ და შენი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე გაბ­რი­ელ ხა­ბუ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რია ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში. სამი შვი­ლი გვყავს, მათე - 12 წლის, კახი - 10 წლის, ლუკა - 4 წლის. ჩემი დიპ­ლო­მი - ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გერ­მა­ნი­ა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მაქვს. შე­მიძ­ლია ამ პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შაო. გერ­მა­ნუ­ლი ენაც მა­ღალ დო­ნე­ზე ვის­წავ­ლე, კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე... ანუ ამ წუ­თას ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვარ ოჯახ­ზე და და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვარ უმ­ცრო­სი შვი­ლის გრა­ფიკ­ზე. ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე არ ვმუ­შა­ობ. დრო­დად­რო ვუბ­რუნ­დე­ბი სწავ­ლას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bela
173

მიხარია, ჩემი ყოფილი თანამშრომელი, საუკეთესო ადამიანი გაგა კარგად რომ არის..აქაც,ენერგიული და ნიჭიერი ადამიანი იყო.. .წარმატებები მას, ოჯახთან ერთად

111
253

გაიხარეთ ხალხო, ყველა კეთილ ადამიანს და პოზიტივ ადამიანს სიკეთე და გახარება..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩემი მეუღლე გერმანიაში, ერთ-ერთ კომპანიაში პროექტის მენეჯერია... მე არ ვმუშაობ, რადგან ოჯახზე ვარ ორიენტირებული" - ერთ დროს ცნობილი მოდელის გერმანული ცხოვრება

"ჩემი მეუღლე გერმანიაში, ერთ-ერთ კომპანიაში პროექტის მენეჯერია... მე არ ვმუშაობ, რადგან ოჯახზე ვარ ორიენტირებული" - ერთ დროს ცნობილი მოდელის გერმანული ცხოვრება

ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს უმშვენიერესი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც 2005-2006 წლებში პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე აღმოჩნდა. მაშინ ამ მოვლენას ქართულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოყვა. თიკო ნატროშვილი ამჯერად მეუღლესთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. მოდელი და ჟურნალისტი საინტერესო წარსულზე გერმანიიდან გვესაუბრა.

- თიკო, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა? ურთულესი, ჩაბნელებული 90-იანი წლები იყო, მაგრამ ხელოვნების, მოდის მიმართულებით - ძალიან მნიშვნელოვანი...

- დიახ.. ახლა ბევრად მეტი საშუალებაა, მაგრამ ზოგი სფერო მიდუმებულია, თითქოს ჩაკვდა... 90-იან წლებში თავად არ მომიხდა სამოდელო სფეროში ყოფნა, მაგრამ თვალს ვადევნებდი. მაშინ რაღაც სიახლე იყო, რაც განსაკუთრებულ ფერადოვნებას ქმნიდა. მოდის სფეროში სიახლეების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, წინამძღოლი - ნატალია სამადალაშვილი იყო. იმ პერიოდის ლამაზ გოგოებს თავი სამოდელო სააგენტო "ნატალიმ" მოუყარა, თაიგულივით შექმნა. მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ სააგენტოში, როდესაც იყვნენ - თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, სხვათა შორის ძალიან უცნაური განცდა იყო, როდესაც პირველად ამ სააგენტოში მოვხვდი. არასოდეს არ მქონია ამბიცია, სამოდელო სფეროში ვყოფილიყავი.

- როგორ აღმოჩნდით სამოდელო სფეროში?

- როგორც მოგახსენეთ, არასოდეს მიოცნებია, თავდაჯერებულობა ყოველთვის მაკლდა. არ ვფიქრობდი, რომ ის სტანდარტები მქონდა, რომლითაც პოდიუმის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებდი, თუნდაც ერთ დიზაინერს მაინც მოვეწონებოდი... დედაჩემის მეგობარი სულ მიმეორებდა ნატალიასთან უნდა წაგიყვანოო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. უკვე დიდი ვიყავი, დაახლოებით 18 წლის, ჩემი პროფესია - ჟურნალისტობაც არჩეული მქონდა. დედას მეგობარი კი იმდენად გულით მთხოვდა, მომერიდა და მხოლოდ ამ რიდის გამო წავყევი. კარგად მახსოვს ნატასთან პირველი შეხვედრა... ერთ-ერთ კასტინგზე იმდენი ცნობილი, წარმატებული მოდელი იყო, ჩემს თავს ვუთხარი - თიკო, ვის დაეკარგეო... ამდენად არაამბიციური ადამიანი ვიყავი და ახლაც ასე ვარ. ეს გარკვეულწილად ხელს მიშლის...

ცოტა ხანს სტუდიაში ვიარე და შემდეგ ნატას ვუთხარი, იმ ასაკში არ ვარ, რაღაც ვიოცნებო, ფანტაზია შევიქმნა ჩემი თავის შესახებ და თუ ჩემგან მოდელი არ დადგება, უნდა წავიდე-თქო, მაგრამ ნატამ, აუცილებლად უნდა დარჩეო.. როგორც ჩანს, მას მიაჩნდა, რომ ამ სფეროში ჩემს სათქმელს ვიტყოდი... მართლაც საწყის პერიოდშივე, მსოფლიოში წარმატებული ქართველი დიზაინერის - ირაკლი ნასიძის ჩვენებაზე პარიზში აღმოვჩნდი...

- იმდროინდელ პრესაში ამ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა...პარიზში როგორ აღმოჩნდით?

- ეტყობა, ესეც ჩემი არაამბიციურობის გამო მოხდა... დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შემეძლო. მახსოვს, პარიზში გოგოები მეუბნებოდნენ, შენ ისევ აქ უნდა დაბრუნდეო... ნატა სამადალაშვილი უფრო ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობდა, მან საქართველოს მოდის სფეროში თქვა თავისი სათქმელი, საერთაშორისო კონტაქტები კი არ ჰქონდა, ახლა საქართველოში მოდელებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ბევრი შანსი აქვთ... ჩემს დროს არ იყო ამის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ მე პარიზში მოვხვდი. არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ძალიან დავიბენი, ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, არ დავბრმავდი და თავი იმით დავიკმაყოფილე, რაც მომეცა. ის კი საქართველოს იმდროინდელ პირობებში ძალიან ბევრს ნიშნავდა... ირაკლი ნასიძესთან მოხვედრის ისტორია ძალიან საინტერესოა! ირაკლი საქართველოში იყო ჩამოსული, კოლექციას აქ ქმნიდა, რომელიც შემდეგ პარიზში უნდა წარედგინა...

- რომელ წელს იყავით პარიზში?

- ორჯერ ვიყავი, 2005-2006 წლებში... ირაკლის 2005 წელს პარიზში ძალიან საინტერესო ჩვენება ჰქონდა, მისი კოლექცია პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში იქმნებოდა. საქართველოში მოდელი უნდა აერჩია და მახსოვს, შესარჩევად უამრავი გოგო ვიყავით, ცნობილები, არაცნობილები... მე ჯერ კიდევ დამწყები მოდელი ვიყავი. სხვათა შორის, შემდეგ თავად ირაკლიმ აღნიშნა, კუთხეში რომ ვიდექი, ისევ იმ სახით, თიკო ვის დაეკარგეო...

შერჩევაზე ირაკლიმ მითხრა, თუ შეიძლება გაიარეთო და შემდეგ ირაკლის ვუყვებოდი, კი არ გავიარე, ისე გავაჭენე, კედელს ლამის თავით დავეჯახე... დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნატა სამადალაშვილმა დამირეკა, გთხოვ ახლავე გაიქეცი, ირაკლი ნასიძე გელოდებაო... მყისვე წავედი, მახსოვს ირაკლი მოდელებთან როგორ მუშაობდა, რა საინტერესო პროცესი იყო, რაც საუბრის ცალკე თემაა... ირაკლიმ მითხრა, თქვენ დაგტოვეთ, გელოდებოდიო, როცა ჩემი სახელი და გვარიც კი არ იცოდა... ზოგჯერ ადამიანებს შორის სულიერი კავშირი მყარდება, ირაკლი დიზაინერზე მეტად უფრო ხელოვანია და შეიძლება პოპულისტურს გვერდი აუაროს, სხვა ღირებულებები დაიჭიროს.

პარიზში იმ დროს აღმოვჩნდი, რუსეთმა რომ საქართველოში გაზი გადაგვიჭრა და ლამის ქვეყანა გაიყინა. თბილისიდან მირეკავდნენ და მეხუმრებოდნენ, მანდ დარჩი, აღარ ჩამოხვიდეო... რასაკვირველია პარიზში სულ სხვა გარემო დამხვდა. ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო, სამი დღით ადრე რომ ვიზაჟისტი მოდიოდა, ყველა მოდელზე გეგმავდა, როგორი მაკიაჟი უნდა ჰქონოდა. საქართველოში იყო პერიოდი, როცა მაკიაჟს თავად ვიკეთებდით და ძველი თაობის მოდელები იმასაც იხსენებენ, საკუთარი, ან ნათხოვარი ფეხსაცმელებით რომ გადიოდნენ ჩვენებაზე... წარმოიდგინეთ, ამ დროს პარიზში შენზე, თითოეულ დეტალზე რამდენიმე პროფესიონალი ზრუნავს. აცნობიერებ, რამდენად საოცარ გარემოში მოხვდი. ჩვენება პარიზის ფეშენებელურ სასტუმროში გაიმართა როგორც 2005, ასევე 2006 წელს... ალბათ შორი გზიდან რომ ჩავედი, პატივი მერგო და ორივე ჩვენებაზე ფინალში გამოვედი. ორივეჯერ ულამაზესი კაბა მეცვა. არ ვიცი რამდენი ათასი სვაროვსკის თავლით დამშვენებული და სულ ხელით შექმნილი.

ამ სფეროში ახლადფეხადგმული ვიყავი, იქ ყველაფერს ვეღარ აღვიქვამდი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო შემდეგ ტელევიზიით ჩემს თავს "ფეშენ ტივიზე" რომ ვუყურებდი. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი რამ იყო, ქართველი, ახალბედა მოდელი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე...ახლა ამის ბევრი პრეცედენტია და აღარავის უკვირს, მაშინ კი დიდი მოვლენა იყო. ჩემი ფოტო მოდის ჟურნალში -„ოფისიელი“ დაიბეჭდა“. ვიცით, რომ ეს ერთ-ერთი წამყვანი მოდის ჟურნალია და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ დაბეჭდილი ფოტო არც მაქვს. ჟურნალში რომ ფოტო დაიბეჭდა, ეს ინფორმაციაც სხვა ქართველი დიზაინერისგან გავიგე.

ის რთული გარემოებები, რაც იმ დროს საქართველოში იყო, ხელს გვიშლიდა, გამოგვეცნო სად ვიყავით და რამდენი შეგვეძლო... დაკარგული თაობა ვართ. მე პირადად ვერ მივხვდი, თუ რამდენი შესაძლებლობები შეიძლებოდა იმ ყველაფერს მოეტანა. ტელევიზიით ბევრი საინტერესო სიუჟეტი გავიდა... ერთ-ერთ, ქართულ ტელეარხზე ჩემს შესახებ სიუჟეტი თიკო ფეიქრიშვილმა მოამზადა. სიუჟეტში ჩემს ყელზე ყელსაბამი ჩანს, რომელიც იმდენად უძვირფასესი იყო, სულ ბრილიანტებით შემკული. ეს ყელსაბამი თვალით არ მინახავს, ჩვენებაზე გასვლის წინ გამიკეთეს და როგორც კი კულისებში შემოვბრუნდი, მაშინვე ვიღაც კისერში მწვდა და მომხსნა... ყელსაბამი ფოტოების და სიუჟეტის საშუალებით ვნახე. სამკაულები სხვებსაც ეკეთათ, მაგრამ მე რა გამიკეთეს, ის არ ვიცი და სხვების ხომ საერთოდ... თიკო ფეიქრიშვილი მიყვებოდა, მასალას რომ ვშიფრავდი, ჩანდა ჩვენებაზე რომ გოგოს საყურე მოძვრა და ნერვიულობისგან ლამის მოკვდაო... წარმოიდგინეთ, თუ რა აუარებელ სიმდიდრეზეა საუბარი. კბილებამდე შეიარაღებული დაცვით იყო მთელი ეს სამკაულები შემოტანილი და გატანილი. ერთი სიტყვით, ეს იყო მართლაც უბრწყინვალესი და ძალიან დასამახსოვრებელი ჩვენება, რის შემდეგაც ირაკლი ნასიძე და მე ოჯახებით ძალიან დავახლოვდით და დღემდე ასე გრძელდება.

მეუღლესთან ერთად

- რას გვეტყვი შენს გერმანულ ცხოვრებაზე? რას საქმიანობთ შენ და შენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე გაბრიელ ხაბულიანი პროექტის მენეჯერია ერთ-ერთ კომპანიაში. სამი შვილი გვყავს, მათე - 12 წლის, კახი - 10 წლის, ლუკა - 4 წლის. ჩემი დიპლომი - ჟურნალისტიკის გერმანიაში აღიარებული და დადასტურებული მაქვს. შემიძლია ამ პროფესიით ვიმუშაო. გერმანული ენაც მაღალ დონეზე ვისწავლე, კურსები გავიარე... ანუ ამ წუთას ორიენტირებული ვარ ოჯახზე და დამოკიდებული ვარ უმცროსი შვილის გრაფიკზე. ამიტომ ამ ეტაპზე არ ვმუშაობ. დროდადრო ვუბრუნდები სწავლას.