Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე დიდი სიკვდილის შემდეგ, ახალი ცხოვრების დაწყებაში მეგობარი დამეხმარა - ის ნათლულის ყოფილი ქმარია" - ნელი აგირბა ოჯახზე, ტრამვებსა და "თავიდან დაბადებაზე"
"ყველაზე დიდი სიკვდილის შემდეგ, ახალი ცხოვრების დაწყებაში მეგობარი დამეხმარა - ის ნათლულის ყოფილი ქმარია" - ნელი აგირბა ოჯახზე, ტრამვებსა და "თავიდან დაბადებაზე"

"ჩემი პი­როვ­ნე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის "ნაკ­რე­ბია", ვი­საც შევ­ხვედ­რი­ვარ. ცხოვ­რე­ბის გზას ყუ­რა­დღე­ბით რომ ჩავ­ყვე, ბევრ ადა­მი­ანს გა­ვიხ­სე­ნებ. რაც უფრო მე­ტად ვსწავ­ლობ და ვაკ­ვირ­დე­ბი პი­როვ­ნე­ბას, მას­ში მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ნელი აგირ­ბა და იმ ადა­მი­ა­ნებს იხ­სე­ნებს, რომ­ლებ­მაც მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

ოჯა­ხი

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია (პო­ზი­ტი­უ­რად თუ ნე­გა­ტი­უ­რად), ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მაჩ­ვე­ნა, მას­წავ­ლა და ჯერ კი­დევ მას­წავ­ლის.

დიდ­წი­ლად, ჩემი ახ­ლან­დე­ლი ფორ­მა მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ასაკ­ში ისი­ნიც სხვა­ნა­ი­რე­ბი იყ­ვნენ და მეც სხვა­ნა­ი­რი ვი­ყა­ვი. მათი ფრა­ზე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი, რე­აქ­ცი­ე­ბი სულ თან მდევს. 13 წლის ვი­ყა­ვი, ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი მძაფ­რი ტკი­ვი­ლი რომ მქონ­და. სა­შინ­ლად მტკი­ო­და უპა­სუ­ხო შე­კი­თხვე­ბი: ვინ ვარ, რა­ტომ ვარ, სა­ი­დან ვარ?.. ერთხელ დე­დას ვკი­თხე, ცხოვ­რე­ბის აზრი რა არის-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა, - ცხოვ­რე­ბის აზრი თა­ვად ცხოვ­რე­ბა არი­სო. მა­შინ ნათ­ქვამს ვერ მი­ვუხ­ვდი და ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის ძებ­ნა ისევ წიგ­ნებ­ში გან­ვაგ­რძე, ბევრ ფი­ლო­სო­ფი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ­დი. ბოლო წლე­ბია, რაც მივ­ხვდი, რა მი­თხრა. თა­ვად შენ­ში შიგ­ნით ძი­ე­ბის გა­რე­შე, მსგავს შე­კი­თხვებ­ზე პა­სუხს გა­რეთ ვერ იპო­ვი; შენ­ში თუ მო­ი­ძევ, მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი ხდე­ბა და ერ­თი­ა­ნად ცხად­დე­ბა. მად­ლო­ბა დე­დას მა­შინ და მად­ლო­ბა მას ახლა.

მა­მას ბევ­რი შიში ჰქონ­და და ის ში­შე­ბი მეც გად­მო­მე­დო; წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რე, ბო­ლოს გა­იფ­ცქვნა 4 წლის ასა­კი­დან ჩარ­ჩე­ნი­ლი ფრა­ზე­ბიც კი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მაპ­როგ­რა­მებ­და.

- მა­მას ამ თე­მა­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­დი?

- არა, მის­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კი. სა­უ­ბა­რი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ გა­უ­გო და მიხ­ვდე, რომ სა­პა­ტი­ე­ბე­ლიც არა­ფე­რია. პლა­ტო­ნი ერთ-ერთი მებ­რძო­ლის ამ­ბავს ჰყვე­ბა, რო­მე­ლიც სა­ი­ქი­ო­დან ბრუნ­დე­ბა, იქ აჩ­ვე­ნე­ბენ რა ხდე­ბა, რო­გორ ხდე­ბა სუ­ლე­ბის და ცხოვ­რე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა; ეს სამ­ხედ­რო ნა­ნახს უყ­ვე­ბა ადა­მი­ა­ნებს. მო­ნა­თხრობ­ში ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია, სა­დაც ამ­ბობს: მე­ო­რე ეტაპ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­ჩევთ თქვენს ბედს და თქვენს დე­მო­ნებ­საც. ადრე ისი­ნი გირ­ჩევ­დნენ, ახლა თქვენ ირ­ჩევთ, ღმერ­თს რომ აღა­რა­ფე­რი და­აბ­რა­ლო­თო. ასე რომ, მე ყვე­ლაფ­რის მად­ლი­ე­რი ვარ.

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ბე­ბია და ბა­ბუა, მათ­თან გარ­კვე­უ­ლი დრო გა­ვა­ტა­რე. კა­ცის მხრი­დან უფრო დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი, ტკი­ვი­ლი იყო, ქა­ლის მხრი­დან - მეტი სიბ­რძნე და მზრუნ­ვე­ლო­ბა.

პე­და­გო­გე­ბი

- ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თი­ნო დე­ვი­ძე იყო. პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა გან­ცდას­თან, - თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვი­ყა­ვი და ქარ­თულ სკო­ლა­ში მი­მიყ­ვა­ნეს. ამ დროს ქარ­თუ­ლად მხო­ლოდ სამი წი­ნა­და­დე­ბა ვი­ცო­დი: "ჩემი კარ­გი ბა­ბუა", "არ ვიცი" და "წყა­ლი მინ­და". მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ოც­რად მარ­ტი­ვად შე­მიყ­ვა­ნა სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ჩემ­ში მღელ­ვა­რე­ბა გა­აქ­რო, მერე პრობ­ლე­მა სა­ერ­თოდ არ მქო­ნია, მას შემ­დეგ დას­წავ­ლა შე­მიყ­ვარ­და. ეს უნა­რი ისე გან­მი­ვი­თა­რა, ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად ვსწავ­ლობ. მას მერე, რაც ბა­თუმ­ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ის ჩემი შვი­ლე­ბის პე­და­გო­გია. ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი, კრე­ა­ტი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვეა.

მუ­სი­კა­ლურ­ში ზღაპ­რუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და: მუ­სი­კა, რო­გორც თა­მა­ში, ისე შე­მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა ნოტს თა­ვი­სი სახე და კოს­ტი­უ­მი ჰქონ­და, ასე გვას­წავ­ლიდ­ნენ. ვერა გა­ბაი სა­ო­ცა­რი პე­და­გო­გი იყო, ახლა ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს. ნო­ტე­ბი იყ­ვნენ პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ჩვენ მათ­თან ვურ­თი­ერ­თობ­დით. ისე ვის­წავ­ლე, ვერც მივ­ხვდი. კომ­პო­ზი­ცი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სოსო ბარ­და­ნაშ­ვი­ლი დაგ­ვსვამ­და ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან და გვე­ტყო­და, აბა, და­უ­კა­რით, დათ­ვი რო­გო­რია? "ბაჯ-ბაჯ-ბაჯ" - ვუკ­რავ­დით, მერე ჩიტს ჩა­მო­აფ­რენ­და, მერე გვე­ტყო­და, - გა­ზა­ფხუ­ლი მო­ვი­დე­სო და ჩანჩქე­რი ჩა­მო­იშ­ხუ­ი­ლებ­და. ეკა ქი­ქა­ვას მე­ცა­დი­ნე­ო­ბით სამ ხმა­ში კარ­ნახს ვწერ­დით. ჩემი მშობ­ლე­ბი რომ და­შორ­დნენ, მა­შინ 2 წელი მუ­სი­კა­ლურ­ში ვერ ვი­ა­რე, ბე­ბი­ას­თან ვცხოვ­რობ­დი, იქ კი ინ­სტრუ­მენ­ტიც არ მქონ­და. მას­წავ­ლე­ბელ­მა სახ­ლში მო­მა­კი­თხა, ასე არ შე­იძ­ლე­ბაო და სას­წავ­ლე­ბელ­ში წა­მიყ­ვა­ნა. გა­მი­მარ­თლა, ნინო ჩხა­ი­ძე იყო ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას­თან მოვ­ხვდი და სა­ო­ცა­რი, ძა­ლი­ან ღრმა სამ­ყა­რო გა­იხ­სნა. 5 სა­ა­თი ვის­ხე­დით, ვუკ­რავ­დით, ვარ­ჩევ­დით. თით­ქოს ვხე­დავ­დით, რო­გორ შე­ვე­დით გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რო­გორ შე­მო­ვი­და ცი­ცი­ნა­თე­ლა, ეს რო­გო­რი გან­ცდაა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა გაგ­ვიხ­სნა; ეს იყო მუ­სი­კა, რო­გორც უნი­ვერ­სა­ლუ­რი ენა...

მშობ­ლებ­თან ერ­თად

მე­ო­რე ინ­სტრუ­მენ­ტი არფა ავირ­ჩიე, თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­დი­ო­და ირი­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი და უკ­რავ­და. ირი­ნა ახლა ჩემი მე­გო­ბა­რია. სა­ო­ცა­რი დედა ჰყავ­და - ნუნუ ჩი­გო­გი­ძე. ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­ეძ­ლო, შენ­ში სამ­ყა­რო გა­და­ეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, სი­კე­თი­თა და სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირ­და, მისი სი­ტყვე­ბი მეხ­მა­რე­ბო­და. მას­თან შეხ­ვედ­რა ცხოვ­რე­ბის სა­ჩუ­ქა­რი იყო.

ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბელ ნატო ჭკუ­ა­სელ­თან ახლა ჩემი შვი­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ, ის ზე­ცი­უ­რი არ­სე­ბაა, ფე­რი­აა, არ გვას­წავ­ლი­და, რა რო­გორ უნდა დაგ­ვე­ხა­ტა, გვას­წავ­ლი­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხატ­ვის მი­მართ.

თა­ვი­დან და­ბა­დე­ბე­ბი

- 15 წლის ასაკ­ში მყავ­და მე­გო­ბა­რი ბა­ა­დურ კორ­ძა­ია, ის ჩემი ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლი იყო, ასა­კით ჩემ­ზე უფ­რო­სი. ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სის დროს ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრა, ეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოვ­ლი­ლი მაქვს. შენი ამ­ბე­ბი და­წე­რე, მას­წავ­ლე­ბელს წე­რი­ლი გა­მო­ა­ტა­ნე და პა­სუხს მეც ამ ფორ­მით გა­მო­გიგ­ზავ­ნიო. ჩემი მტკივ­ნე­უ­ლი ძი­ე­ბე­ბი მას­თან დი­ა­ლოგ­ში გა­ვა­ტა­რე. ის რთულ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი და მხარ­დამ­ჭე­რი იყო. მე რომ 17 წლის ვი­ყა­ვი, ბა­ა­დურ­მა თავი მო­იკ­ლა. ამ ფაქ­ტმა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი დაძ­რა. მა­ნამ­დეც მქონ­და სუ­ი­ცი­დუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბე­ბი, უად­გი­ლო­ბის გან­ცდა, იყო შეგ­რძნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლო­ბი­დან მაგ­დებ­და. მერე მეც თვით­მკვლე­ლო­ბა ვცა­დე... ბა­ა­დუ­რი სულ ჩემ­თან იყო. რე­ა­ლო­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა, ტკი­ვი­ლი, დე­და­მი­წის მო­წყვე­ტი­ლო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად გა­მა­გე­ბი­ნა...

ნელი აგირ­ბა და ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი

მერე ვიმ­კურ­ნა­ლე, უკი­დუ­რე­სად დავ­მი­წდი და ისიც გა­ვი­გე, რო­გო­რია ზე­ცას მო­წყვე­ტი­ლო­ბა, მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ბა­ა­დურს, სა­კუ­თა­რი გზა რომ გა­მი­ზი­ა­რა.

მერე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ილო ბე­როშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა. მთე­ლი პე­რი­ო­დი, სა­ნამ ილოს შევ­ხვდე­ბო­დი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ამო­ვარ­დნი­ლი ტიპი ვარ და ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლას­თვის არის ცუდი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
15

ეს არ ყოფილა დალაგებული

123
7

ეგზისტენციალიზმი და რამე?!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ყველაზე დიდი სიკვდილის შემდეგ, ახალი ცხოვრების დაწყებაში მეგობარი დამეხმარა - ის ნათლულის ყოფილი ქმარია" - ნელი აგირბა ოჯახზე, ტრამვებსა და "თავიდან დაბადებაზე"

"ყველაზე დიდი სიკვდილის შემდეგ, ახალი ცხოვრების დაწყებაში მეგობარი დამეხმარა - ის ნათლულის ყოფილი ქმარია" - ნელი აგირბა ოჯახზე, ტრამვებსა და "თავიდან დაბადებაზე"

"ჩემი პიროვნება ყველა იმ ადამიანის "ნაკრებია", ვისაც შევხვედრივარ. ცხოვრების გზას ყურადღებით რომ ჩავყვე, ბევრ ადამიანს გავიხსენებ. რაც უფრო მეტად ვსწავლობ და ვაკვირდები პიროვნებას, მასში მით უფრო მეტი ადამიანის ამოცნობა შემიძლია", - ამბობს ჟურნალისტი ნელი აგირბა და იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს.

ოჯახი

- ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია (პოზიტიურად თუ ნეგატიურად), ამ ყველაფერმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ მაჩვენა, მასწავლა და ჯერ კიდევ მასწავლის.

დიდწილად, ჩემი ახლანდელი ფორმა მშობლების დამსახურებაა. ცხოვრების სხვადასხვა ასაკში ისინიც სხვანაირები იყვნენ და მეც სხვანაირი ვიყავი. მათი ფრაზები, ქმედებები, რეაქციები სულ თან მდევს. 13 წლის ვიყავი, ეგზისტენციალური მძაფრი ტკივილი რომ მქონდა. საშინლად მტკიოდა უპასუხო შეკითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ, საიდან ვარ?.. ერთხელ დედას ვკითხე, ცხოვრების აზრი რა არის-მეთქი? მიპასუხა, - ცხოვრების აზრი თავად ცხოვრება არისო. მაშინ ნათქვამს ვერ მივუხვდი და ამ შეკითხვაზე პასუხის ძებნა ისევ წიგნებში განვაგრძე, ბევრ ფილოსოფიურ ლიტერატურას ვკითხულობდი. ბოლო წლებია, რაც მივხვდი, რა მითხრა. თავად შენში შიგნით ძიების გარეშე, მსგავს შეკითხვებზე პასუხს გარეთ ვერ იპოვი; შენში თუ მოიძევ, მერე ყველაფერი გასაგები ხდება და ერთიანად ცხადდება. მადლობა დედას მაშინ და მადლობა მას ახლა.

მამას ბევრი შიში ჰქონდა და ის შიშები მეც გადმომედო; წლების განმავლობაში ვატარე, ბოლოს გაიფცქვნა 4 წლის ასაკიდან ჩარჩენილი ფრაზებიც კი, რომელიც მთელი ცხოვრება მაპროგრამებდა.

- მამას ამ თემაზე ელაპარაკებოდი?

- არა, მისთვის რთული იქნება ამაზე ლაპარაკი. საუბარი არ არის აუცილებელი, რომ გაუგო და მიხვდე, რომ საპატიებელიც არაფერია. პლატონი ერთ-ერთი მებრძოლის ამბავს ჰყვება, რომელიც საიქიოდან ბრუნდება, იქ აჩვენებენ რა ხდება, როგორ ხდება სულების და ცხოვრების გადანაწილება; ეს სამხედრო ნანახს უყვება ადამიანებს. მონათხრობში ერთი საინტერესო მომენტია, სადაც ამბობს: მეორე ეტაპზე ადამიანები ირჩევთ თქვენს ბედს და თქვენს დემონებსაც. ადრე ისინი გირჩევდნენ, ახლა თქვენ ირჩევთ, ღმერთს რომ აღარაფერი დააბრალოთო. ასე რომ, მე ყველაფრის მადლიერი ვარ.

არასდროს დამავიწყდება ბებია და ბაბუა, მათთან გარკვეული დრო გავატარე. კაცის მხრიდან უფრო დიდი წინააღმდეგობები, სიყვარული, ტკივილი იყო, ქალის მხრიდან - მეტი სიბრძნე და მზრუნველობა.

პედაგოგები

- ჩემი პირველი მასწავლებელი ქეთინო დევიძე იყო. პირველი შეხება განცდასთან, - თურმე ყველაფერი შესაძლებელია. რუსულენოვანი ვიყავი და ქართულ სკოლაში მიმიყვანეს. ამ დროს ქართულად მხოლოდ სამი წინადადება ვიცოდი: "ჩემი კარგი ბაბუა", "არ ვიცი" და "წყალი მინდა". მასწავლებელმა საოცრად მარტივად შემიყვანა სწავლის პროცესში, ჩემში მღელვარება გააქრო, მერე პრობლემა საერთოდ არ მქონია, მას შემდეგ დასწავლა შემიყვარდა. ეს უნარი ისე განმივითარა, ყველაფერს მარტივად ვსწავლობ. მას მერე, რაც ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად, ის ჩემი შვილების პედაგოგია. ძალიან თავისუფალი, კრეატიული და თანამედროვეა.

მუსიკალურში ზღაპრული მასწავლებლები მყავდა: მუსიკა, როგორც თამაში, ისე შემოიყვანეს ბავშვების ცხოვრებაში. ყველა ნოტს თავისი სახე და კოსტიუმი ჰქონდა, ასე გვასწავლიდნენ. ვერა გაბაი საოცარი პედაგოგი იყო, ახლა ისრაელში ცხოვრობს. ნოტები იყვნენ პერსონაჟები და ჩვენ მათთან ვურთიერთობდით. ისე ვისწავლე, ვერც მივხვდი. კომპოზიციის მასწავლებელი სოსო ბარდანაშვილი დაგვსვამდა ფორტეპიანოსთან და გვეტყოდა, აბა, დაუკარით, დათვი როგორია? "ბაჯ-ბაჯ-ბაჯ" - ვუკრავდით, მერე ჩიტს ჩამოაფრენდა, მერე გვეტყოდა, - გაზაფხული მოვიდესო და ჩანჩქერი ჩამოიშხუილებდა. ეკა ქიქავას მეცადინეობით სამ ხმაში კარნახს ვწერდით. ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, მაშინ 2 წელი მუსიკალურში ვერ ვიარე, ბებიასთან ვცხოვრობდი, იქ კი ინსტრუმენტიც არ მქონდა. მასწავლებელმა სახლში მომაკითხა, ასე არ შეიძლებაო და სასწავლებელში წამიყვანა. გამიმართლა, ნინო ჩხაიძე იყო ახალი მასწავლებელი. მასთან მოვხვდი და საოცარი, ძალიან ღრმა სამყარო გაიხსნა. 5 საათი ვისხედით, ვუკრავდით, ვარჩევდით. თითქოს ვხედავდით, როგორ შევედით გამოქვაბულში, როგორ შემოვიდა ციცინათელა, ეს როგორი განცდაა და აბსოლუტურად სხვა განზომილება გაგვიხსნა; ეს იყო მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა...

მშობლებთან ერთად

მეორე ინსტრუმენტი არფა ავირჩიე, თბილისიდან ჩამოდიოდა ირინა მასწავლებელი და უკრავდა. ირინა ახლა ჩემი მეგობარია. საოცარი დედა ჰყავდა - ნუნუ ჩიგოგიძე. ძალიან სწრაფად შეეძლო, შენში სამყარო გადაეტრიალებინა, სიკეთითა და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მისი სიტყვები მეხმარებოდა. მასთან შეხვედრა ცხოვრების საჩუქარი იყო.

ხატვის მასწავლებელ ნატო ჭკუასელთან ახლა ჩემი შვილები სწავლობენ, ის ზეციური არსებაა, ფერიაა, არ გვასწავლიდა, რა როგორ უნდა დაგვეხატა, გვასწავლიდა დამოკიდებულებას ხატვის მიმართ.

თავიდან დაბადებები

- 15 წლის ასაკში მყავდა მეგობარი ბაადურ კორძაია, ის ჩემი ქიმიის მასწავლებლის შვილი იყო, ასაკით ჩემზე უფროსი. ეგზისტენციალური კრიზისის დროს ველაპარაკე და მითხრა, ეგ ყველაფერი გამოვლილი მაქვს. შენი ამბები დაწერე, მასწავლებელს წერილი გამოატანე და პასუხს მეც ამ ფორმით გამოგიგზავნიო. ჩემი მტკივნეული ძიებები მასთან დიალოგში გავატარე. ის რთულ პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მხარდამჭერი იყო. მე რომ 17 წლის ვიყავი, ბაადურმა თავი მოიკლა. ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რთული პროცესები დაძრა. მანამდეც მქონდა სუიციდური წინასწარგანწყობები, უადგილობის განცდა, იყო შეგრძნებები, რომლებიც რეალობიდან მაგდებდა. მერე მეც თვითმკვლელობა ვცადე... ბაადური სულ ჩემთან იყო. რეალობის მიუღებლობა, ტკივილი, დედამიწის მოწყვეტილობა ძალიან კარგად გამაგებინა...

ნელი აგირბა და ირაკლი ძიმისტარაშვილი

მერე ვიმკურნალე, უკიდურესად დავმიწდი და ისიც გავიგე, როგორია ზეცას მოწყვეტილობა, მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ცხოვრება. დიდი მადლობა ბაადურს, საკუთარი გზა რომ გამიზიარა.

მერე ჩემს ცხოვრებაში ილო ბეროშვილი გამოჩნდა. მთელი პერიოდი, სანამ ილოს შევხვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოებისგან ამოვარდნილი ტიპი ვარ და ჩემი მდგომარეობა ყველასთვის არის ცუდი...წაიკითხეთ სრულად