ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. ამ დროისთვის პროტესტის აღნიშნულ ფორმას 9 მაღაროელმა მიმართა.
მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია დათმობაზე არ წავიდა. გაფიცულები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
"მინიმუმს ვითხოვდით 6 დღის განმავლობაში, ამის მოთხოვნაც არ უნდა დაგვჭირვებოდა, დღეს კი უკვე ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა ხელფასის ზრდა. ასევე, არის უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება, მომარაგება, ისედაც საშიშ პირობებში კიდევ არ უნდა დაგვიზიანდეს ჯანმრთელობა და უნდა იყოს გამართული. არ შევწყვეტთ შიმშილობას ვიდრე შედეგს არ მივიღებთ. ვთხოვთ ხელისუფლებას, დაინტერესდნენ მაღაროელთა მოთხოვნებით“, - აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე.
მაღაროელები კვირაზე მეტია, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.
მოითმინეთ და არჩევნების წინ, მოვლენ თქვენთან, მთავრობის წევრები და "ოცნების" დეპუტატი, დამწუხრებული და ყურადღებიანი სახეებით
.
მოკლედ ამ საქართველოში მუშაობა არავის უნდა, მხოლოდ ისე წამოგორება სადმე და ხელფასი. სუფთა ევროპული აზროვნებაა ))))))