სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა შეცდომებიც ჩვენ დაგვიშვია, მწარედ მოგვიტრიალდა - ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, აუცილებლად მოგიბრუნდებათ" - კირკიტაძე უმრავლესობას
"რა შეცდომებიც ჩვენ დაგვიშვია, მწარედ მოგვიტრიალდა - ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით,  აუცილებლად მოგიბრუნდებათ" - კირკიტაძე უმრავლესობას

თუ მარ­თლა გულ­წრფე­ლად გსურთ ევ­რო­პულ გზა­ზე გვქონ­დეს პროგ­რე­სი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ნიკა გვა­რა­მია და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა და­ვით კირ­კი­ტა­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ევ­რო­კავ­შირ­ში არ ელი­ან ისეთ ქვეყ­ნებს, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი ჰყავს.

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი ხალ­ხი, ჩვე­ნი ის­ტო­რია და მო­მავ­ლის ხედ­ვა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ ჩვენ გავ­ხდეთ ევ­რო­პის კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი. იქ არის ჩვე­ნი ად­გი­ლი. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, აქ რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა გა­მო­ვი­და და ისა­უბ­რა რა­ღაც პროგ­რეს­ზე, შეც­დო­მა უწო­და იმას, რომ ჩვენ აქამ­დე არ გვაქვს ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რის სტა­ტუ­სი და ვი­თომ არ­სე­ბო­ბენ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვპირ­დე­ბი­ან ამ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას. მაგ­რამ, თქვენ ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში არ ელო­დე­ბი­ან ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­საც ჰყავთ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი, ევ­რო­კავ­შირ­ში არ არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით აკა­ვე­ბენ ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტებს და დიახ, თქვენ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და შუ­რის­ძი­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გყავთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, აბ­სურ­დუ­ლი, სა­სა­ცი­ლო ბრა­ლით და არა­ერ­თხელ მო­გი­წო­დეს გა­სულ კვი­რა­ში თქვენ, რომ ამ სა­კითხს მის­დგო­მო­დით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად. მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ან ამ დარ­ბაზ­ში, ან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა ისე, რო­გორც წა­ად­გე­ბო­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა ევა­ლე­ბა, მინ­და შე­ვახ­სე­ნო ერთი რამ და ეს არის ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა - ეს დაგ­ვე­მარ­თა ჩვენ, და­ე­მარ­თა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც, იმის წი­ნა­საც, რომ რა შეც­დო­მე­ბიც დაგ­ვიშ­ვია, პირ­ველ რიგ­ში, ეს იყო სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს შეც­დო­მა მოგ­ვიტ­რი­ალ­და ჩვენ ყვე­ლა­ზე მწა­რედ და ყვე­ლა­ზე მწა­რედ ვიწ­ვნევთ ამის შე­დე­გებს. ის შეც­დო­მა, რო­მელ­საც თქვენ უშ­ვებთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით, ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ ადა­მი­ანს მივ­მარ­თავ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიბ­რუნ­დე­ბათ ძა­ლი­ან მწა­რედ!

თუ მარ­თლა გულ­წრფე­ლად გსურთ ევ­რო­პულ გზა­ზე ჩვენ გვქონ­დეს პროგ­რე­სი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ნიკა გვა­რა­მია და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიძ­გი იმი­სათ­ვის, რომ ერ­თობ­ლი­ვად ყვე­ლამ, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და ოპო­ზი­ცი­ამ, ევ­რო­პუ­ლი კო­ლე­გე­ბი და­ვარ­წმუ­ნოთ იმა­ში, რომ ჩვენ მარ­თლა ვიმ­სა­ხუ­რებთ სტა­ტუსს, ჩვენ ვართ მარ­თლა ძი­რძვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

რას ბოდავ თქვენ პატიმრებს ლუქსში ამყოფწბდით??თქვენ ჯერ არაფერზე გიგიათ პასუხიბრაშიც ევროპა ამერიკაა დამნაშავე ,თქვენ დღეს ყველაზე კომფორტულად ხართ საუბედუროთ

კაკო
2

მწარედ კი არ უნდა მოგიტრიალდეთ, უნდა დაისაჯოთ კანონით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რა შეცდომებიც ჩვენ დაგვიშვია, მწარედ მოგვიტრიალდა - ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, აუცილებლად მოგიბრუნდებათ" - კირკიტაძე უმრავლესობას

"რა შეცდომებიც ჩვენ დაგვიშვია, მწარედ მოგვიტრიალდა - ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით,  აუცილებლად მოგიბრუნდებათ" - კირკიტაძე უმრავლესობას

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ ელიან ისეთ ქვეყნებს, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.

"ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია და მომავლის ხედვა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი. იქ არის ჩვენი ადგილი. ჩემდა გასაოცრად, აქ რამდენიმე კოლეგა გამოვიდა და ისაუბრა რაღაც პროგრესზე, შეცდომა უწოდა იმას, რომ ჩვენ აქამდე არ გვაქვს ასოცირებული წევრის სტატუსი და ვითომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც გვპირდებიან ამ შეცდომის გამოსწორებას. მაგრამ, თქვენ ხომ ყველაზე კარგად აცნობიერებთ, რომ ევროკავშირში არ ელოდებიან ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები, ევროკავშირში არ არიან ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით აკავებენ ყოფილ პრეზიდენტებს და დიახ, თქვენ პოლიტიკური მოტივით, პირადი ანგარიშსწორებით და შურისძიებით დაკავებული გყავთ მიხეილ სააკაშვილი, აბსურდული, სასაცილო ბრალით და არაერთხელ მოგიწოდეს გასულ კვირაში თქვენ, რომ ამ საკითხს მისდგომოდით უფრო სერიოზულად. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან ამ დარბაზში, ან საქართველოს ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა ისე, როგორც წაადგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ევალება, მინდა შევახსენო ერთი რამ და ეს არის ბუნების კანონზომიერება - ეს დაგვემართა ჩვენ, დაემართა წინა ხელისუფლებასაც, იმის წინასაც, რომ რა შეცდომებიც დაგვიშვია, პირველ რიგში, ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული, ეს შეცდომა მოგვიტრიალდა ჩვენ ყველაზე მწარედ და ყველაზე მწარედ ვიწვნევთ ამის შედეგებს. ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს მივმართავ, აუცილებლად მოგიბრუნდებათ ძალიან მწარედ!

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები. ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“,- განაცხადა კირკიტაძემ.