ავტორი:

გაზიარებული ფასეულობების ეკოსისტემა: ბიზნესი და სკოლა

გაზიარებული ფასეულობების ეკოსისტემა: ბიზნესი და სკოლა

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ინიციატივით, საქართველოს 15 სკოლაში სწავლების მხარდაჭერის მრავალდონიანი სისტემის პილოტირება მიმდინარეობს. პილოტის მიზანია, დაინერგოს სასწავლო პროცესის მხარდაჭერის მრავლდონიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომების დანერგვას ყველა ბავშვის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. საპილოტე პროგრამის ფინანსური პარტნიორია ბაზისბანკი: ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები დაიბეჭდა და სკოლებს მიეწოდა ბაზისბანკის კონტრიბუციით.

21-ე საუკუნე ახალგაზრდებისგან მაღალი დონის კომპეტენციების ფლობას მოითხოვს. ესენია: კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კრეატიულობა და ინოვატორობა, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა. ამ კომპეტენციებს საფუძველი განათლების დაწყებით საფეხურზე - I-VI კლასებში ეყრება. იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი მოვამზადოთ საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, აუცილებელია მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება.

იმისთვის, რომ ყველა მოსწავლემ, მიუხედავად საჭიროებისა, მიაღწიოს წარმატებას,

მნიშნელოვანია სასწავლო გარემოს ადაპტირება, მაგალითად, საგანმანათლებლო რესურსები, თვალსაჩინო მასალები, გამარტივებული ინსტრუქციები, კავშირის დამყარება ყოფით მოვლენებთან და საგნებთან, დამხმარე საშუალებები ზრდის შედეგების მიღწევის დონეს.

ნენსი პარკსი, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი: ,,ყველა სასკოლო სისტემის მიზანია, მოსწავლეები უზრუნველყოს ხარისხიანი განათლებით და ამით ყოველ მოსწავლეს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა მისცეს. ეს სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ სინამდვილეში, ყველა მოსწავლის განათლება შესაძლოა დიდი გამოწვევა აღმოჩნდეს. დირექტორები, მასწავლებლები და სასკოლო გარემო შესაბამისად უნდა იყონ მომზადებული იმისათვის, რომ შეძლონ მრავალფეროვანი სწავლება. ფინანსური რესურსების ნაკლება არის ის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომლის გამოც სკოლას არ შეუძლია უზრუნველყოს ყველა მოსწავლისთვის - მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის - ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა. ჩვენი პროგრამისა და ბაზისბანკის თანამშრომლობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს, სწავლის დაწყებითი საფეხურიდანვე, მონაწილეობა მიიღოს განათლებული და წარმატებული თაობის გაზრდაში. “

ბაზისბანკისა და USAID-ის პარტნიორობა გრძელდება. თანამშრომლობის ბენეფიციარისთვის - ქართული სკოლებისთვის - აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ნერგავს საუკეთესო პრაქტიკულ ტექნიკას და რესურსებს მასწავლებლებისთვის და უზრუნველყოფს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას საკლასო აქტივობებში.

,,ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მომავალი თაობის განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად. ვფიქრობთ, რომ განათლებაში ინვესტიცია არის ყველაზე სწორი გზა პოზიტიური ზეგავლენისა და მდგრადი ცვლილებებისთვის. “, - აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

NS