დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების შვილი, ბრუკლინ ბეკჰემი, ცოლთან ნიკოლა პულცთან ერთად პაპარაცებმა ბევერლი ჰილსში შენიშნეს. წყვილი რესტორანში სავახშმოდ მიდიოდა.
ფოტოგრაფების ყურადღება ნიკოლას სამოსმა მიიპყრო. მოდელმა თავის უნაკლო ფიგურას შავი გამჭვირვალე კომბინიზონით გაუსვა ხაზი.
სამოსს ბრილიანტის საყურე შეუსაბამა. ამავდროულად, საინტერესოა, რომ ბრუკლინს რომანტიკული ვახშმისთვის მოკრძალებულად, მაისური და კოსტიუმი ეცვა.
წყვილმა ქორწინების ერთი წლის იუბილე ახლახან, დევიდთან და ვიქტორიასთან ერთად, ოჯახურ გარემოში აღნიშნა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ ინფორმაცია, თითქოს ვიქტორიასა და ნიკოლას შორის კონფლიქტია, მხოლოდ ჭორია.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა