ავტორი:

ხერსონში ქართული ლეგიონის მიერ გადარჩენილი ბავშვები და ცხოველები - რას წერს და რა კადრებს აქვეყნებს მამუკა მამულაშვილი

ხერსონში ქართული ლეგიონის მიერ გადარჩენილი ბავშვები და ცხოველები - რას წერს და რა კადრებს აქვეყნებს მამუკა მამულაშვილი

მას შემდეგ რაც უკრაინის ხერსონის ოლქში, კახოვკის კაშხალზე მიტანილი იერიშის შედეგად კაშხალი დაზიანდა, ხერსონში დასახლებული პუნქტები დაიტბორა. სამაშველო ოპერაციაში კი უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი.

ლეგიონის მეთაური მამუკა მუმულაშვილი "ტვიტერზე" წერს:

"ჩვენი რაზმი ხერსონის ევაკუაციის მისიაში! 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და შინაური ცხოველი ევაკუირებული და გადარჩენილია“, - წერს მამულაშვილი.

Our squads at Kherson evacuation mission! More than 150 civilians and pets were evacuated and saved! pic.twitter.com/sws6hefims
— Mamuka Mamulashvili (@Mamulashvili_M) June 11, 2023

მოგვიანებით მან კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ევაკუირებული ხერსონელი ბიჭია აღბეჭდილი.

Kherson saved kids 🫡😄 pic.twitter.com/FO908bNtlz
— Mamuka Mamulashvili (@Mamulashvili_M) June 12, 2023

ცნობისთვის, კახოვკის კაშხალზე შეტევა 6 ივნისს განხორციელდა. უკრაინამ და რუსეთმა კაშხლის დამბომბვაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 3 700-ზე მეტი სახლი დაიტბორა და იმის მიუხედავად, რომ რუსული ძალები საარტილერიო დაბომბვას განაგრძობენ, მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. მაშველებმა 2700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 228 ბავშვი გამოიყვანეს.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას, მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა, ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ დატბორილი ტერიტორიებიდან 7100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.