სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს
ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია "დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­ბო­ლოო მო­საზ­რე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი და არ უნდა მოხ­დეს „სის­ტე­მუ­რი“ მიდ­გო­მი­დან გა­დახ­ვე­ვა.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოლი­გარ­ქი­ულ ზე­გავ­ლე­ნას­თან ბრძო­ლის­თვის შე­ი­მუ­შა­ოს მა­კო­რექ­ტი­რე­ბე­ლი, და­მა­ტე­ბი­თი კა­ნო­ნე­ბი და ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს:

ეფექ­ტუ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; უმაღ­ლეს დო­ნე­ზე კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა; სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა; მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პლუ­რა­ლიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბელ­თა გამჭვირ­ვა­ლო­ბა; ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან ბრძო­ლის პო­ლი­ტი­კის დახ­ვე­წა, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის და წარ­მო­ნაქ­მნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის ჩათ­ვლით; პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წე­სე­ბის და კონ­ტრო­ლის არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა; სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა - ძი­რი­თა­დი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბა.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ხაზს უს­ვამს, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა­ზე, მათ შო­რის ეს ეხე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს.

"ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ხაზს უს­ვამს, რომ კერ­ძო პი­რის ხელ­ში ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნის კონ­ცენ­ტრი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ შე­ი­მუ­შა­ვა და შე­მო­ი­ღო ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სხვა ზო­მე­ბი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ამ კონ­ცენ­ტრი­რე­ბის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე. ამ სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის ნაც­ვლად, სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­წყვი­ტა ებ­რძო­ლოს ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის დესტრუქ­ცი­ულ გავ­ლე­ნას „პი­რა­დი მიდ­გო­მით“, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მომ­ზა­დე­ბით. ეს "პი­რა­დი მიდ­გო­მა" მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის „ოლი­გარ­ქე­ბად“ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გო­რე­ბიც არის სიმ­დიდ­რე, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფლო­ბა (და ა. შ.), და უწე­სებს რიგ შე­ზღუდ­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ხე­დილ ვერ­სი­ა­ში შე­ზღუდ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­იხ­სნა, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით პო­ტენ­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­მე­ტე­ბა და დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კვლავ სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას და პო­ლი­ტი­კურ პლუ­რა­ლიზმს. ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ოლი­გარ­ქი­ულ გავ­ლე­ნას­თან ბრძო­ლა­ში უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა არ არ­სე­ბობს და გან­სა­კუთ­რე­ბულ, უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კულ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­გა­ლი­თად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის დროს, პი­რა­დი ხა­სი­ა­თის რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს დრო­ე­ბით და სა­გან­გე­ბო სა­ფუძ­ველ­ზე",- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია თვლის, რომ ეს უნდა იყოს „სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის“ და­მა­ტე­ბა და არა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა.

"ეს ზო­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, კერ­ძოდ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ორ­გა­ნოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მტკი­ცე გა­რან­ტი­ე­ბით და სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რით. ამ­ჟა­მად კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და ეფექ­ტურ პა­სუ­ხად. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ასე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ხი­ფა­თო ინ­სტრუ­მენ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნის­თვის", - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაკარია
0

თუ საბოლოო დასკვნა ასეთი უნდა ყოფილიყო, პირველ ჯერზე რატომ დაგვიწერა გასასწორებელი ეწვსი პუნქტი ვენეციის კომისიამ? ეს კომისია რაც ვიცი იურიდიული შესაბამისობის შემსწავლელია არადა ეს დასკვნა პოლიტიკური დოკუმენტია!

და კიდევ, როგორ გგონიათ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ლიხტენშტეინის კანონპროექტზე მსგავსი რამ რომ დაწერონ, სად "შეანახინებენ" მათ ნაწერს?

ბენდუქა
0

ძალიან საინტერესოა, მოკლედ ეგ ვენეციის კომისია გამოდის რომელ დღეს რა ფეხზეა ამდგარი იმის მიხედვით წერსა დასკვნებს, როგორც ვიცი ეგ კანონი მიღებულია უკრაინაში და მაშინ მოუწონეს, ჩვენ გვეუბნებიან არ მოგვწონსო და რაღაც რუღაცეებიო. მოკლედ მაგარი ქაოსია მსოფლიოში )))))))))))))

მგონი დროა, ვენეციის კომისია გაყვეს რუსულ-უკრაინულ გემს ))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს

ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს

ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს:

ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

"ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით. ეს "პირადი მიდგომა" მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებაზე გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა. შ.), და უწესებს რიგ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ გადახედილ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად ხელისუფლების დამხობის დროს, პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე",- აღნიშნულია დოკუმენტში.

ვენეციის კომისია თვლის, რომ ეს უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა.

"ეს ზომები შემუშავებული უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით. ამჟამად კანონპროექტი არ შეიძლება განიხილოს დემოკრატიულ და ეფექტურ პასუხად. დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი კანონმდებლობა შეიძლება გახდეს სახიფათო ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის", - ნათქვამია დასკვნაში.