ავტორი:

თბილისში "ბიბლუსის" მეორე ფრენშაიზ მაღაზია გაიხსნა

თბილისში "ბიბლუსის" მეორე ფრენშაიზ მაღაზია გაიხსნა

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ახალი ბიზნეს მოდელის განვითარებას აგრძელებს და თბილისში, ი.სუხიშვილის ქუჩაზე, N36-ში მეორე ფრენშაიზ მაღაზიას ხსნის. ფილიალი პირველ მომხმარებლებს 12 ივნისიდან მიიღებს.

სიახლესთან დაკავშირებით, მაღაზიის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ფასდაკლებითა და სპეციალური შეთავაზებით, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში გავრცელდება.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, ფრენშაიზ ფილიალების გახსნით კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მათივე თქმით, აღნიშნული ბიზნეს მოდელის დანერგვა როგორც თვითონ კომპანიისთვის, ისე ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ის წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ბიბლუსის“, როგორ ბრენდის მიმართ მოთხოვნა იზრდება, რასაც მოწმობს მეორე ფრენშაიზის გახსნა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა დაინტერესებულ პირებთანაც და მომხმარებელი პერიოდულად შეიტყობს საინტერესო სიახლეების შესახებ“, - აღნიშნავენ „ბიბლუსში“.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელია, რომლის მიზანია, წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. „ბიბლუსი ჯგუფი“ ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და წიგნის მაღაზიათა ქსელის გარდა აერთიანებს სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“, „XS Toys-ს“, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეებს - „მულტის“ და კაფეების ქსელს „პიატოს“. კომპანია საქართველოში 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს და ამ ეტაპზე 2 ფრენშაიზითაა წარმოდგენილი.

R