ავტორი:

დღის ფოტო - თვითმფრინავი ტყის ხანძრების კვამლში გახვეული მზის ფონზე

დღის ფოტო - თვითმფრინავი ტყის ხანძრების კვამლში გახვეული მზის ფონზე

თვითმფრინავი ტყის ხანძრების კვამლში გახვეული მზის ფონზე - "როიტერსი" აქვეყნებს ფოტოგრაფ ლეაჰ მილისის ფოტოს, რომელიც ვაშინგტონშია გადაღებული.

შეგახსენებთ, კანადაში 160-მდე ტყის ხანძარი მძვინვარებს. ამის გამო, ბოლო რამდენიმე დღეა აშშ-სა და კანადის მოსახლეობას ურჩევენ, მოგზაურობები გადადონ, რადგან დიდი რაოდენობით კვამლი ხელს უშლის გადაადგილებას. ფრენების გადადებას ურჩევენ ნიუ-იორკში, ბუფალოში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში, კონეკტიკატსა და ოჰაიოში მცხოვრებ მოსახლეობას.

ასობით ტყის ხანძარმა საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობასაც, რადგან ჩამოთვლილ ქალაქებში ჰაერის ხარისხი "არაჯანსაღადაა" კლასიფიცირებული. ამის გამო მოსახლეობას ურჩევენ, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და ან თუ გარეთ გავლენ, პირბადე გაიკეთონ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა