პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიზღუდება - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი?
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიზღუდება - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი?

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2013 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი 2024 წლის 1-ლი იან­ვრი­დან შე­ი­ზღუ­დე­ბა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რე­გუ­ლა­ცია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის ძა­ლა­ში 2024 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან უნდა შე­ვი­დეს. ხოლო ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის 2025 წლის 1-ლი იან­ვრი­დან.

"ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხი ყვე­ლას გვა­წუ­ხებს. ჩვენს ქა­ლაქ­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში და ასე­ვე მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა. დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჩა­ა­ტა­რა. მინ­და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­გაც­ნოთ. ჩვენ დიდი ხა­ნია, რამ­დე­ნი­მე წე­ლია საწ­ვავ­ზე სტან­დარ­ტი და­ვა­წე­სეთ და ევრო 5-ის სტან­დარ­ტის საწ­ვა­ვი შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას მო­ნი­ტო­რინგს მუდ­მი­ვად უტა­რებს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო. დი­ზე­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ევრო 5-ის სტან­დარ­ტის დი­ზე­ლი შე­მო­დის. ხა­რის­ხის რუ­ტი­ნუ­ლად შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა. დღეს ერთი-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა რაც დარ­ჩა არის ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბევრ გა­უ­მარ­თავ ავ­ტო­მო­ბილ­თან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და ვფიქ­რობთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც. ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ევრო 5-ის სტან­დარ­ტი შე­მო­ვი­ღოთ. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ 2013 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი შე­ი­ზღუ­დე­ბა. რე­გუ­ლა­ცია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის ძა­ლა­ში 2024 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან უნდა შე­ვი­დეს. ხოლო ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის 2025 წლის 1-ლი იან­ვრი­დან. ამა­ზე ჯერ კი­დევ ვმსჯე­ლობთ. ამ თა­რი­ღე­ბი­დან ქვე­ყა­ნა­ში ვე­ღარ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ევრო 5-ის სტან­დარტზე უფრო ცუდი ხა­რის­ხის ავ­ტო­მო­ბი­ლი. მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ­სე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ისე­ვე რო­გორც რე­ექ­სპორ­ტი­სა და ტრან­ზი­ტის მიზ­ნე­ბის­თვის შე­მო­სულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო რე­გუ­ლა­რუ­ლად ზო­მავს ჰა­ე­რის ხა­რისხს და ქვე­ყა­ნა­ში ორი პრობ­ლე­მუ­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა, მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი და აზო­ტის ორ­ჟან­გი.

"ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზომ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ აზო­ტის ორ­ჟან­გით ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის უმ­თავ­რე­სი წყა­რო არის სწო­რედ ეს მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი. ამ და­ბინ­ძუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში: თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, ზეს­ტა­ფონ­ში, მარ­ნე­ულ­ში, ხა­შურ­ში, ახალ­ცი­ხე­სა და ჭი­ა­თუ­რა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე მძაფ­რად დე­და­ქა­ლაქ­ში დგას, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლა­ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს. თბი­ლის­ში ნორ­მე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა 25 -იდან 13 ლო­კა­ცი­ა­ზე ფიქ­სირ­დე­ბა და ამ ქუ­ჩებ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბა ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა და­საშ­ვებ ნორ­მას. ჩვენ გა­სულ წელს გავ­ზო­მეთ ჰა­ე­რის ხა­რის­ხი და ბოლო პე­რი­ოდ­ში გაზ­რდი­ლია მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა და ამი­ტომ მას სჭირ­დე­ბა დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. გა­დავ­ხე­დეთ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას. რე­გი­ონ­ში არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩა, რო­მელ­მაც ევრო 5-ის სტან­დარტზე არ გა­და­იყ­ვა­ნა ავ­ტო­პარ­კი. ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მა­ნამ­დე უკვე შე­მო­ღე­ბუ­ლი აქვთ სხვა ქვეყ­ნებს. მათ შო­რის ჩვენს მე­ზობ­ლებს სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში. ევ­რო­პა­ში დიდი ხა­ნია ეს სტან­დარ­ტია და­წე­სე­ბუ­ლი,“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

კარგია რომ რაღაც ნაბიჯი იდგმება მაგ მიმართულებით, თუმცა ეს არ არი საკმარისი და იმის საშიშროება დიდია რომ რისთვისაც კეთდება ის დადებით ეფექტი არ მოიტანოს და ტყუილად ვიღაცეები დაზარალდნენ. ამიტომ თუ აკეთებ, უნდა ბოლომდე გააკეთო. მაინც ვიღაცა დარჩება უკმაყოფილო მაგრამ ვიღაც კმაყოფილიც უნდა დარჩეს და რეალურად დაინახოს რისთვის გაკეთდა, მათ შორის ისცი ვინც ფინანსურად შეიძლება დაზარალდეს. ისიც რომ დაინახავს ის უკმაყოფილებაც მალე გაუვლის.

რჩევა!!!!
1

ადრე ბნელ საბჭოეთში მახსოვს, რომ ბავშვებს სკოლებში ჩაწერის მისამართების მიხედვით იღებდნენ. ეხლაც იგივე უნდა გაკეთდეს. და მათშორის კერძო სკოლებსაც უნდა ეხებოდეს. და საერთოდ ჩაწერა უნდა აღდგეს და სხვა რეგულაციებიც მიებას.სხვანაირად არაფერ ეშველება გაუთავებელ საცობებს და აქედან გამომდინარე ჰაერის დაბინძურებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიზღუდება - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი?

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიზღუდება - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი?

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიზღუდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ლი იანვრიდან.

"ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას მონიტორინგს მუდმივად უტარებს გარემოს ეროვნული სააგენტო. დიზელი იყო დარჩენილი, მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის. ხარისხის რუტინულად შემოწმება ხდება. დღეს ერთი-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ბევრ გაუმართავ ავტომობილთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ლი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომობილებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად ზომავს ჰაერის ხარისხს და ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი გამოიკვეთა, მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი.

"ბოლო 4 წლის განმავლობაში გაზომვების შედეგები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. ამ დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება მსხვილ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხესა და ჭიათურაში. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25 -იდან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის მოცულობა და ამიტომ მას სჭირდება დროული რეაგირება. გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა ავტოპარკი. ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ სხვა ქვეყნებს. მათ შორის ჩვენს მეზობლებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ევროპაში დიდი ხანია ეს სტანდარტია დაწესებული,“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.