ავტორი:

ნაომი უოტსი დაქორწინდა - ფოტოები მსახიობის "ინსტაგრამგვერდიდან"

ნაომი უოტსი დაქორწინდა - ფოტოები მსახიობის "ინსტაგრამგვერდიდან"

ნაომი უოტსი და მისი კოლეგა მსახიობი, ბილი ქრუდაპი ოფიციალურად დაქორწინდნენ. სასიხარულო ინფორმაცია ნაომიმ "ინსტაგრამზე" დაადასტურა და ფოტო ატვირთა, რომელშიც ის და მისი მეუღლე სასამართლოს წინ, კიბეზე დგანან. ფოტოზე ნაომის 5 000$-იანი Oscar de la Renta-ს მაქმანებიანი საქორწილო კაბა აცვია და ხელში თაიგული უკავია, ბილი კი ლურჯ კოსტიუმშია გამოწყობილი.

ნაომი უოტსის "ინსტაგრამის" პოსტს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის გვინეტ პელტროუ, ჯასტინ თერო, ოლივია უაილდი და მირანდა კერი. ისინი წყვილს დაქორწინებას ულოცავდნენ და პატარძალს კომპლიმენტებით ამკობდნენ.

ნაომიმ განსაკუთრებული დღის კიდევ რამდენიმე ფოტო "ინსტაგრამის" სთორიში ატვირთა. როგორც ჩანს, წყვილმა დღე საკმაოდ ვიწრო სამეგობრო წრეში აღნიშნა. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ნაომიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წყვილი მსახიობ მარკ რუფალოსა და მის ცოლთან, სანი ქოინთან ერთად არის აღბეჭდილი.

ქრუდაპი და უოტსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მანამდე ნაომი მსახიობ ლივ შრაიბერზე 11 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ისინი ერთმანეთს 2016 წელს გაცილდნენ, თუმცა ორი ვაჟი ჰყავთ. ნაომის მსგავსად, ეს ქრუდაპისთვისაც მეორე ქორწინებაა. მანამდე ბილი კოლეგა მსახიობს, მერი-ლუიზ პარკერს ხვდებოდა, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა