ავტორი:

"დღეს იტალიის ისტორიის ნაწილი კარგავს მთავარ გმირს... მადლობა, პრეზიდენტო!" - კახა კალაძის სამძიმარი სილვიო ბერლუსკონის ოჯახს

"დღეს იტალიის ისტორიის ნაწილი კარგავს მთავარ გმირს... მადლობა, პრეზიდენტო!" - კახა კალაძის სამძიმარი სილვიო ბერლუსკონის ოჯახს

თბილისის მერი კახა კალაძე სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. კალაძე "ინსტაგრამში" ბერლუსკონისთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ძვირფასო სილვიო, დღეს ფეხბურთის და იტალიის ისტორიის ნაწილი კარგავს მთავარ გმირს, ადამიანს, რომელმაც შესაძლებელი გახადა "მილანის" წარმართვა ყველა საკლუბო ტიტულის დასაპყრობად, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ყველაფრისთვის, გამარჯვებული ადამიანი! ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის ისტორია დაწერა. მადლობა, პრეზიდენტო! გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბერლუსკონის ოჯახს" - წერს კალაძე.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

მანამდე იტალიის ყოფილი პრემიერი, იმავე კლინიკიდან 19 მაისს, 1-თვიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბერლუკსონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

ასევე იხილეთ: