ავტორი:

გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი

გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით, მან სიცოცხლის ბოლო წუთები მილანის სან რაფაელის საავადმყოფოში გაატარა.

ბოლო წლებში ბერლუსკონის ჯანმრთელობის არაერთ პრობლემასთან მოუწია გამკლავება. 2016 წელს მას გულის სარქველის ოპერაცია ჩაუტარდა, 2020 წელს კი კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ, ფილტვის ინფექციის გამო იყო ჰოსპიტალიზებული. ის კლინიკაში მოხვდა ა.წ. აპრილშიც, საიდანაც 19 მაისს, 1-თვიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.

აპრილშივე ცნობილი გახდა, რომ ბერლუკსონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მედიამაგნატი პრემიერის თანამდებობაზე 1994 წელს დაინიშნა და მას შემდეგ, 2011 წლამდე, 4 მთავრობას ხელმძღვანელობდა. სილვიო მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, Forza Italia-ს ხელმძღვანელი იყო, რომელიც ამჟამინდელი მმართველი კოალიციის პარტნიორია.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა