მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია" - სახალხო დამცველი
"ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია" - სახალხო დამცველი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამ გან­ცხა­დე­ბით იო­სე­ლი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ თსუ-ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდებს "ყვე­ლა­ნა­ი­რი ორი­ენ­ტა­ცია აქვთ არე­უ­ლი“.

"ადა­მი­ა­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნიშ­ნე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

გარ­და ამი­სა, იო­სე­ლი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ე­ლე­ბის პრო­ტესტს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და, რომ დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის მე­დი­ა­ცია მო­ახ­დი­ნოს.

"ყო­ველ­თვის მზად ვართ, მე­დი­ა­ტო­რის როლი შე­ვას­რუ­ლოთ ასეთ პრო­ცეს­ში, მაგ­რამ აქ, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, პრობ­ლე­მა არის კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის და ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თოს - მო­ახ­დი­ნოს მე­დი­ა­ცია დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის, რომ მათი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და შე­თან­ხმე­ბა მოხ­დეს კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე. ჩვე­ნი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რა დრო­საც სტუ­დენ­ტებ­მა კო­ბა­ხი­ძეს კი­ბე­ზე ჩას­ვლი­სას რუ­სუ­ლი ვა­ლუ­ტა ეს­რო­ლეს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი, სწო­რედ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან არი­ან აფი­ლი­რე­ბუ­ლე­ბი და ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი სტუ­დენ­ტო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ამ ახალ­გაზ­რდებს ყვე­ლა­ნა­ი­რი ორი­ენ­ტა­ცია არე­უ­ლი აქვთ.

"მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მო­ექ­ცნენ სწორ რელ­სებ­ზე, სა­ჭი­როა, რომ ბი­ჭებ­მა ცო­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნონ, გო­გო­ე­ბი და­ქორ­წინ­დნენ, გამ­რავ­ლდნენ და ა.შ. მათი ყვე­ლა­ნა­ი­რი ორი­ენ­ტა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, უნდა გა­მოს­წორ­დეს, ეს არის ჩვე­ნი ამო­ცა­ნა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამის­თვის, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
7

ორიენტაციის მინიშნებაზე უარესი არ არის ქუჩაში ჭრელი დროშების ფრიალი?

ანტონ განძიელი
6

რას ნიშნავს ორიენტაციაზე მინიშნება მიუღებელია? ერცხვინებათ? სათაკილოა? ვინმე აძალებთ?

სადაა გამოხატვის თავისუფლება?

მე ჰეტეროსექსუალი ვარ, მიყვარს ქეიფი, მოგზაურობა, წიგნები, ლამაზი ქალები ... და ეს მთელმა ქვეყანამ იძახოს თუ უნდა და ვისაც არ მოსწონს, თავისი მოსაწონი იძახოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია" - სახალხო დამცველი

"ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია.

ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს "ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

"ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანი გამოეხმაურა ჭიათურის მაღაროელების პროტესტს და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიაცია მოახდინოს.

"ყოველთვის მზად ვართ, მედიატორის როლი შევასრულოთ ასეთ პროცესში, მაგრამ აქ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრობლემა არის კერძო სუბიექტებს შორის და ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ამ თვალსაზრისით მაქსიმალური გააკეთოს - მოახდინოს მედიაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს და შეთანხმება მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია "ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.

"მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.