მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცდომები, რომელიც კანის პარსვის დროს არ უნდა დაუშვა - როგორი საპარსი უნდა შეარჩიოს მამაკაცმა?
შეცდომები, რომელიც კანის პარსვის დროს არ უნდა დაუშვა - როგორი საპარსი უნდა შეარჩიოს მამაკაცმა?

ზამ­თარ­ში კანი შრე­ბა და პარსვის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად გა­ღი­ზი­ან­დეს, ზა­ფხულ­ში კი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო უფრო არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ფერი და გა­მო­ნა­ყა­რი გვა­წუ­ხებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწო­რი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ვაგ­ვა­როთ.

ზა­ფხულ­ში ვარ­ჯიშ­მა, სხვა სა­ხის ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვამ ან მზე­ზე გა­რუ­ჯვამ შე­იძ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გა­ამ­წვა­ვოს, თუმ­ცა პარსვამ­დე კა­ნის სწო­რად მომ­ზა­დე­ბი­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი სა­პარ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ პარსვი­სას მა­მა­კა­ცე­ბი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათი თა­ვი­დან არი­დე­ბა?

კა­ნის მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე პარსვა

უკეთ მომ­ზა­დე­ბა წარ­მა­ტე­ბის მეტ შანსს და ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბას ნიშ­ნავს. პარსვის და­წყე­ბამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხის კანი კარ­გად კარ­გად და­ვი­ბა­ნოთ თბი­ლი წყლით და გა­ვა­სუფ­თა­ოთ ჭუ­ჭყი­სა და მკვდა­რი უჯრე­დე­ბის­გან (უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ცხე­ლი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა არ და­ვა­ზი­ა­ნოთ კა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და ბაქ­ტე­რი­ე­ბის მი­მართ უფრო მო­წყვლა­დი არ გავ­ხა­დოთ. ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა), შემ­დეგ ნელი მოძ­რა­ო­ბით, ნა­ზად გა­ვიმ­შრა­ლოთ კანი და სა­ნამ ბო­ლომ­დე გა­მოშ­რე­ბა და და­ი­ჭი­მე­ბა, და­ვი­წყოთ პარსვის პრო­ცე­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწრა­ფად პარსვი­სას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის შან­სი იზ­რდე­ბა, ამი­ტომ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი და დე­ლი­კა­ტუ­რი მიდ­გო­მა უკე­თეს შე­დეგს მოგ­ვცემს.

ძვე­ლი სა­პარ­სი პი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა

რაც არ უნდა ხა­რის­ხი­ან სა­პარსს სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ­დეთ, ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი დაბ­ლაგ­ვდე­ბა. ვა­და­გა­სუ­ლი სა­პარ­სი პირი ფხაჭ­ნის კანს და გაჭ­რის შან­სი იზ­რდე­ბა, რაც ზა­ფხულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ დის­კომ­ფორტთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რი­სა და გავ­რცე­ლე­ბის, შე­სა­ბა­მი­სად, გვი­ან შე­ხორ­ცე­ბის შან­სი უფრო იზ­რდე­ბა.

ამო­სუ­ლი თმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით პარსვა

ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­დეს, მაგ­რამ თმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით პარსვა კანს აზი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ყე­ლის ზო­ნა­ში. ამ დროს ფხაჭ­ნი­სა და და­კაწ­ვრის შან­სი უფრო იზ­რდე­ბა, ამი­ტომ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, თმის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით პარსვა.

უხე­ში სა­პარ­სი პი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა

ადა­მი­ა­ნი პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას სა­ხით ახ­დენს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით თა­ვად ვი­ყოთ კმა­ყო­ფი­ლე­ბი და შემ­დეგ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი შევ­ხვდეთ სხვებს.

უხე­ში და უხა­რის­ხო სა­პარ­სი პი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, შე­დე­გად გა­მოშ­რო­ბას, აქერ­ცვლას, რაც აჩ­ქა­რებს ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნას, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მუდ­მი­ვად დარ­ღვე­ულ კა­ნის ბუ­ნებ­რივ ბა­რი­ერ­სა და ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რის რის­კებ­ზე.

და­მე­თან­ხმე­ბით, ასეთ რის­კზე წას­ვლა არ ღირს, ამი­ტომ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ დე­ლი­კა­ტუ­რი სა­პარ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ზად აცი­ლებს ზე­და­პირს თმას და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მას­ზე და­ტა­ნი­ლი გე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ატე­ნი­ა­ნებს კი­დეც.

იმის გამო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ბევ­რი მა­მა­კა­ცი დგას, შე­იქ­მნა სა­პარ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებს და მას გლუვ და ერ­თგვა­რო­ვან იერს ანი­ჭებს. სა­პარ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია Wilkinson Sword-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მა­მა­კა­ცებ­ში უხე­ში სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი იმ­დე­ნად გახ­შირ­და, რომ პრე­ვენ­ცი­ის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პარ­სი Hydro 5 შექ­მნეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. Hydro 5-ს სა­პარ­სი პი­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა უსაფრ­თხო­ე­ბით და იდე­ა­ლუ­რია მგრძნო­ბი­ა­რე კა­ნის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბის­თვის.

კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ Hydro 5-ის დი­ზა­ინ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს მოძ­რა­ვი თავი, რო­მე­ლიც პარსვას გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლად მი­სად­გომ, კონ­ტუ­რულ ნა­წი­ლებ­ში ამარ­ტი­ვებს. ამას­თან, ის შე­ი­ცავს და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ გელ­საც, რათა სა­პარსმა კან­ზე უკეთ ის­რი­ა­ლოს, რაც ფხაჭ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სრუ­ლად გა­მო­რი­ცხავს.

Wilkinson Sword-მა აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბი სხვა სა­პარს სა­შუ­ა­ლე­ბებ­შიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რის გა­მოც მის­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ტრავ­მუ­ლი პარსვა წარ­სულს ჩა­ა­ბა­რეს.

პარსვის შემ­დეგ სპირ­ტი­სა და პარ­ფი­უ­მის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა

ათე­უ­ლო­ბით წლის წინ პარსვის შემ­დეგ სპირ­ტის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო, რა­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზიც ჰქონ­და - ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცია, თუმ­ცა წარ­სულ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე, მოქ­ნი­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რი სა­პარ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც ნაკ­ლე­ბად იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ვე­ლი პარსვა მა­მა­კა­ცის­თვის კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და.

დღეს, როცა სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, კანი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­პარ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ვა­ნე­ბივ­როთ, ბოლო სა­ფე­ხურ­ზე სპირ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის. არა­მედ დაგ­ვჭირ­დე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მი ან გელი, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს სპირტს, რათა კა­ნის გა­მოშ­რო­ბა და ბა­რი­ე­რის დარ­ღვე­ვა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და პარ­ფი­უმს, რო­მე­ლიც ყოვ­ლად უსარ­გებ­ლო და ალერ­გი­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია.

და­ბო­ლოს, თუ ზა­ფხუ­ლის შვე­ბუ­ლე­ბის მზი­ან სა­ნა­პი­რო­ზე გა­ტა­რე­ბას გეგ­მავთ, გა­რუ­ჯუ­ლი კა­ნის პარსვამ შე­იძ­ლე­ბა დის­კომ­ფორ­ტი შე­გიქ­მნათ, რაც აქერ­ცვლას, სა­ბო­ლო­ოდ კი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და ლა­ქე­ბის შე­საძ­ლო წარ­მოქ­მნას უკავ­შირ­დე­ბა. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, პლაჟ­ზე გას­ვლამ­დე გა­მო­ვი­ყე­ნოთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რუ­ჯის გა­დას­ვლი­სას მე­ქა­ნი­კუ­რად არ მო­ვი­შო­როთ კანი და პარსვი­სას გა­მო­ვი­ყე­ნოთ გე­ლის შემ­ცვე­ლი პი­რე­ბი (იქ­ნე­ბა ეს ალოე ვერა თუ სხვა), რო­მე­ლიც და­ტე­ნი­ა­ნე­ბას და მათ შო­რის რუ­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

რჩევას იძლევით თუ უფასო რეკლამა გააკეთეთ ?

მაშა
0

კარგი რეკლამაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შეცდომები, რომელიც კანის პარსვის დროს არ უნდა დაუშვა - როგორი საპარსი უნდა შეარჩიოს მამაკაცმა?

შეცდომები, რომელიც კანის პარსვის დროს არ უნდა დაუშვა - როგორი საპარსი უნდა შეარჩიოს მამაკაცმა?

ზამთარში კანი შრება და პარსვის შემდეგ შეიძლება ადვილად გაღიზიანდეს, ზაფხულში კი მაღალი ტემპერატურის გამო უფრო არაერთგვაროვანი ფერი და გამონაყარი გვაწუხებს, რაც შეიძლება სწორი პროდუქტების გამოყენებით მოვაგვაროთ.

ზაფხულში ვარჯიშმა, სხვა სახის ფიზიკური დატვირთვამ ან მზეზე გარუჯვამ შეიძლება მდგომარეობა უფრო გაამწვავოს, თუმცა პარსვამდე კანის სწორად მომზადებითა და ხარისხიანი საპარსი საშუალებების გამოყენებით გაღიზიანების პრევენცია შესაძლებელია.

რა შეცდომებს უშვებენ პარსვისას მამაკაცები და როგორ შეიძლება მათი თავიდან არიდება?

კანის მომზადების გარეშე პარსვა

უკეთ მომზადება წარმატების მეტ შანსს და ნაკლები შეცდომის დაშვებას ნიშნავს. პარსვის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, სახის კანი კარგად კარგად დავიბანოთ თბილი წყლით და გავასუფთაოთ ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისგან (უმჯობესია, თავიდან ავირიდოთ ცხელი წყლის გამოყენება, რათა არ დავაზიანოთ კანის ბუნებრივი ბარიერი და ბაქტერიების მიმართ უფრო მოწყვლადი არ გავხადოთ. ასევე რეკომენდებულია დასაბანი საშუალების გამოყენება), შემდეგ ნელი მოძრაობით, ნაზად გავიმშრალოთ კანი და სანამ ბოლომდე გამოშრება და დაიჭიმება, დავიწყოთ პარსვის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ სწრაფად პარსვისას გაღიზიანებისა და დაზიანების შანსი იზრდება, ამიტომ დაკვირვებული მოძრაობები და დელიკატური მიდგომა უკეთეს შედეგს მოგვცემს.

ძველი საპარსი პირების გამოყენება

რაც არ უნდა ხარისხიან საპარსს საშუალებებს ვიყენებდეთ, ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერი მათგანი დაბლაგვდება. ვადაგასული საპარსი პირი ფხაჭნის კანს და გაჭრის შანსი იზრდება, რაც ზაფხულში განსაკუთრებით დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, რადგან მაღალი ტემპერატურის გამო ინფექციის შეჭრისა და გავრცელების, შესაბამისად, გვიან შეხორცების შანსი უფრო იზრდება.

ამოსული თმის საწინააღმდეგო მიმართულებით პარსვა

ბევრი ჩვენგანისთვის ეს შეიძლება სიახლეს წარმოადგენდეს, მაგრამ თმის საწინააღმდეგო მიმართულებით პარსვა კანს აზიანებს, განსაკუთრებით ყელის ზონაში. ამ დროს ფხაჭნისა და დაკაწვრის შანსი უფრო იზრდება, ამიტომ რეკომენდებულია, თმის ზრდის მიმართულებით პარსვა.

უხეში საპარსი პირების გამოყენება

ადამიანი პირველ შთაბეჭდილებას სახით ახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, საკუთარი გარეგნობით თავად ვიყოთ კმაყოფილები და შემდეგ თავდაჯერებულები შევხვდეთ სხვებს.

უხეში და უხარისხო საპარსი პირების გამოყენება იწვევს კანის გაღიზიანებას, შედეგად გამოშრობას, აქერცვლას, რაც აჩქარებს ნაოჭების წარმოქმნას, რომ არაფერი ვთქვათ, მუდმივად დარღვეულ კანის ბუნებრივ ბარიერსა და ინფექციის შეჭრის რისკებზე.

დამეთანხმებით, ასეთ რისკზე წასვლა არ ღირს, ამიტომ რეკომენდებულია გამოვიყენოთ დელიკატური საპარსი საშუალებები, რომლებიც ნაზად აცილებს ზედაპირს თმას და ზოგიერთი მათგანი მასზე დატანილი გელის მეშვეობით ატენიანებს კიდეც.

იმის გამო, რომ აღნიშნული პრობლემების წინაშე ბევრი მამაკაცი დგას, შეიქმნა საპარსი საშუალებები, რომლებიც პირდაპირ კანის გაღიზიანების წინააღმდეგ მოქმედებს და მას გლუვ და ერთგვაროვან იერს ანიჭებს. საპარსი საშუალებების მწარმოებელ კომპანია Wilkinson Sword-ში განმარტავენ, რომ მამაკაცებში უხეში საშუალებების გამოყენების გამო კანის პრობლემები იმდენად გახშირდა, რომ პრევენციისთვის სპეციალური საპარსი Hydro 5 შექმნეს, რომელიც საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი. Hydro 5-ს საპარსი პირები გამოირჩევა უსაფრთხოებით და იდეალურია მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებისთვის.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Hydro 5-ის დიზაინში გაითვალისწინეს მოძრავი თავი, რომელიც პარსვას განსაკუთრებით რთულად მისადგომ, კონტურულ ნაწილებში ამარტივებს. ამასთან, ის შეიცავს დამატენიანებელ გელსაც, რათა საპარსმა კანზე უკეთ ისრიალოს, რაც ფხაჭნის შესაძლებლობას სრულად გამორიცხავს.

Wilkinson Sword-მა აღნიშნული დეტალები სხვა საპარს საშუალებებშიც გაითვალისწინა, რის გამოც მისმა მომხმარებლებმა ტრავმული პარსვა წარსულს ჩააბარეს.

პარსვის შემდეგ სპირტისა და პარფიუმის შემცველი საშუალებების გამოყენება

ათეულობით წლის წინ პარსვის შემდეგ სპირტის შემცველი საშუალებების გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რასაც თავისი მიზეზიც ჰქონდა - ინფექციის პრევენცია, თუმცა წარსულში თანამედროვე, მოქნილი და დელიკატური საპარსი საშუალებებიც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ყოველი პარსვა მამაკაცისთვის კანის დაზიანებასთან ასოცირდებოდა.

დღეს, როცა საშუალება გვაქვს, კანი მაღალი ხარისხის საპარსი საშუალებებით გავანებივროთ, ბოლო საფეხურზე სპირტიანი საშუალების გამოყენება საჭირო აღარ არის. არამედ დაგვჭირდება ხარისხიანი დამატენიანებელი კრემი ან გელი, რომელიც არ შეიცავს სპირტს, რათა კანის გამოშრობა და ბარიერის დარღვევა თავიდან ავიცილოთ და პარფიუმს, რომელიც ყოვლად უსარგებლო და ალერგიული ინგრედიენტია.

დაბოლოს, თუ ზაფხულის შვებულების მზიან სანაპიროზე გატარებას გეგმავთ, გარუჯული კანის პარსვამ შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ, რაც აქერცვლას, საბოლოოდ კი გაღიზიანებასა და ლაქების შესაძლო წარმოქმნას უკავშირდება. რეკომენდებულია, პლაჟზე გასვლამდე გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება, რუჯის გადასვლისას მექანიკურად არ მოვიშოროთ კანი და პარსვისას გამოვიყენოთ გელის შემცველი პირები (იქნება ეს ალოე ვერა თუ სხვა), რომელიც დატენიანებას და მათ შორის რუჯის შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს.

R