ავტორი:

ვის უსმენდა საქართველოში მყოფი შონ პენი მუხლზე დგომით  - სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ისტორია

ვის უსმენდა საქართველოში მყოფი შონ პენი მუხლზე დგომით  - სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ისტორია

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი საქართველოს სტუმრობს. მსახიობი ფესტივალ ZEG-ის ფარგლებში ჩამოვიდა და ფესტივალზე ოკუპაციისა და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.

ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას ის გაეცნო რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს, იმას, თუ რა გამოიარა საქართველომ აფხაზეთის ომში.

სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ფოტო, სადაც მუხლზე დაჩოქილი მსახიობი ჩანს, როგორც "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, ასეთი ფორმით უსმენდა ცნობილი რეჟისორი დევნილ, ახალდაბელ მასწავლებელს, ვენერა მეშველიანს, რომელმაც რამდენიმე კვირა გაატარა რუსების ტყვეობაში.

"შონ პენი აქ მუხლზე რომ დგას, ვენერა მეშველიანს უსმენს.87 წლის დევნილ, ახალდაბელ მასწავლებელს, რომელმაც რამდენიმე კვირა გაატარა რუსული დაჯგუფების ტყვეობაში, ათარას სკოლაში, 300 ქართველ ქალთან და ბავშვთან ერთად და საკუთარი თვალით ნახა ის შემზარავი დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა ქართველების წინაშე.

ვენერამ 2000 წელს დღიური დაწერა, ეშინოდა, რომ შეიძლება გარდაცვლილიყო და ამ დანაშაულების შესახებ ვერავის გაეგო.საბედნიეროდ ცოცხალია და დიდხანს უნდა იცოცხლოს.ვენერა მეშველიანის და საქართველოს სიმართლეს გაუმარჯოს და გაიმარჯვებს ასე მგონია", - წერს ჩერგოლეიშვილი.