ავტორი:

რუსებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს - გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 26 ადამიანი

რუსებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს - გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 26 ადამიანი

ოდესაზე რუსული იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული "შაჰედის" ნამსხვრევები საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაეცა, რამაც ცეცხლი გამოიწვია. რუსული მედია კი ირწმუნება, რომ სახლს უკრაინული რაკეტა მოხვდა.

ოდესაში რუსულმა რაკეტებმა მთლიანად გაანადგურეს უკრაინის წითელი ჯვრის ჰუმანიტარული დახმარების საწყობი. ამის შესახებ წითელი ჯვრის პრესსამსახური იტყობინება.

"დაჭრილებს შორის ორი ბავშვი და ორსული ქალია" - განაცხადა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში ქალაქის თავზე რვა დრონი და ორი რაკეტა განადგურდა.